ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ყველა ტრეიდერი, რომელიც წლების მანძილზე ვაჭრობს ფორექსზე, თანამიმდევრულად ქმნის ტრეიდინგის საკუთარ სისტემას, მაგრამ მათ შორის გადამწყვეტი უმრავლესობა დაფუძნებულია, ტრეიდინგში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცნობილ საერთო/ზოგად პრინციპებზე და წესებზე.

ამიტომ დამწყებ ტრეიდერებს ვურჩევ არ დაიწყონ თავიდან ველოსიპედის გამოგონება და დაეყრდნონ და გამოიყენონ უკვე შემდგარი ტრეიდერების გამოცდილება.

საკუთარი სისტემის შექმნისათვის, პირველ რიგში საჭიროა სისტემიდან ემოციური ფაქტორის და ინტუიციური ვაჭრობის სტილის გამორიცხვა. ტრეიდინგი დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ ლოგიკასა და ინტელეტუალურ მიდგომაზე.

იგივე ყურადღება უნდა დაეთმოს ტრეიდინგის პროცესის ძირითდ შემადგენლებს – კაპიტალის მართვა, რისკების მართვა, ანალიზი და ტრენდის პროგნოზირება.

ინტელექტუალური ტრეიდინგის ძირითადი მომენტებია:

მოსამზადებელი სამუშაოები:

  • სავაჭრო ინსტრუმენტი – სასურველია, რომ სავალუტო წყვილის შემაგენლობაში შედიოდეს – ერთი სტაბილური ვალუტა, ხოლო მეორე შედარებით სუსტი ვალუტა. ასეთი სავალუტო წყვილის შესაძლო მაგალითია CHF/JPY. ამ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა იაპონური იენის კურსს;
  • ბროკერი – შეეცადეთ აირჩიოთ ისეთი სადილინგო ცენტრი, რომელსაც გააჩნია შემდეგი სპეციფიკაცია: მცურავი სპრედი, ცენტური ანგარიშები, სავაჭრო ტერმინალი MetaTrader 4, გამოყენებული სავაჭრო სტრატეგიებისა და სავაჭრო ოპერაციების რაოდენობის შეუზღუდაობა;
  • სიახლეების წყარო – განსაზღვრეთ სიახლეების წყარო, რომელზეც ვაჭრობის დროს მოახდენთ ორიენტირებას, ეს ნაბიჯი საჭიროა ფუნდამენტალური ანალიზის ჩატარებისათვის. ასეთ წყაროდ შესაძლებელია მოგვევლინოს, როგორც ბროკერის საიტის ან მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს შესაბამისი რუბრიკა;

კაპიტალის მართვა:

  • სავაჭრო ანგარიშზე მხოლოდ ის თანხა იქონიეთ, რომელიც საჭიროა სავაჭრო პოზიციის მხარდაჭერისთვის. ნუ გარისკავთ მთლიანი კაპიტალით, გაითვალისწინეთ, რომ სტოპ ლოსებიც კი ზოგჯერ (ძალიან იშვიათად) არ მუშაობს ხოლმე;
  • არ გახსნათ ძირითად კაპიტალზე 10-ჯერ მეტი მოცულობის სავაჭრო პოზიცია. მოგების ზრდისთვის გაზარდეთ კაპიტალი და არა საკრედიტო მხარი. ასეთი მიდგომა უფრო მეტად არის წარმატების საწინდარი, ვიდრე მაღალრისკიანი ვაჭრობა;
  • ასევე შეეცადეთ ანგარიში გაზარდოთ მოგებით და არა დეპოზიტის მუდმივი შევსებით;
  • წინასწარ განსაზღვრეთ ერთი სავაჭრო გარიგებისთვის თქვენთვის მისაღები ზარალის მაქსიმალური ოდენობა და ყოველთვის დაიცავით (წესად გახადეთ) ეს სიდიდე;
  • ბაზარზე შედით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებული ხართ ფასის მოძრაობის (ტრენდის) მიმართულებაში. ბაზარზე შესვლისათვის ყველაზე ხელსაყრელია ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც გამყარებულია ტექნიკური ანალიზით;
  • პოზიციების მართვა – წამგებიანი პოზიციები უნდა დაიხუროს წინასწარ დაყენებული სტოპ ლოსით (უკვე დაყენებული სტოპ ლოსის გაზრდა უმრავლეს შემთხვევაში არ არის რეკომენდებული), ხოლო მომგებიანი პოზიციებით ბაზრიდან უნდა ამოწუროთ მაქსიმალური მოგება. ანუ ზარალიანი, პოზიცია უნდა დაიხუროს წინასწარ დაყენებული სტოპ ლოსით, ხოლო მომგებიანი – ტეიკ პროფიტით, ან ტრეილინგ სტოპით;
  • დამატება – ერთი და იმავე სავაჭრო ინსტრუმენტზე, ერთი და იმავე მიმართულებით პოზიციის დამატება განახორციელეთ კორექციულ მოძრაობაზე. არ გახსნათ ბევრი (10, 20 და ა.შ) ორდერი ერთდროულად, რადგან ეს გამოიწვევს დეპოზიტის გამძლეობის შესუსტებას და გააძნელებს ვაჭრობის პროცესს;
  • არ იჩქაროთ – ძალიან ხშირად სიჩქარე არის დეპოზიტის სრული განადგურების ერთ-ერთი ძირითდი მიზეზი, ამიტომ ჯობია არ გახსნათ ორდერი და ინანოთ მიუღებელი მოგების შესახებ, ვიდრე გაასხათ დეპოზიტი და ინანოთ დაშვებული სულელური შეცდომის გამო;

ფორექსზე ინტელექტუალური ვაჭრობა გულისხმობს შემუშავებული სქემის მკაცრ დაცვას, სადაც გაწერილია ყველაფერი, დაწყებული სავაჭრო მოცულობიდან და დამთავრებული პოზიციების დახურვის სიგნალებით. სწორედ ემოციები და უსისტემო ვაჭრობა იწვევს წაგებასა და შესაბამისად ზარალს, ამიტომ აზარტული მოთამაშეები იშვიათდ ხდებიან პროფესიონალური ტრეიდერები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ …