სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი.

რაში მდგომარეობს ამ ორ სახეობას შორის განსხვავება, რა უპირატესობები და ნეგატიური მომენტები ახლავს თითოეულ მათგანს – განვიხილავთ ამ სტატიაში.

გარიგებების (ორდერების) ხანგრძლივობის არჩევა არ არის რთული ამოცანა, რადგან დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტრეიდერის დეპოზიტის რაოდენობა, მისი (ტრეიდერის) ხასიათის თვისებები, რისკების დონე და დასახულ მიზნები.

სწორედ, ეს ფაქტორები წარმოადგენენ ძირითად საფუძველს ვაჭრობის სტილის არჩევისას.

  • მიზნები – მოკლე ვადიან პერიოდში დიდი შემოსავლის მიღების კარგ საშუალებას წარმოადგენს სკალპინგი. სწორედ ამ სტილის სტრატეგიები იძლევა შესაძლებლობას, დროის მცირე პერიოდში გავზარდოთ დეპოზიტი რამდენჯერმე. ზოგიერთი სკალპერი იმდენს ახერხებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში 100 აშშ დოლარიან დეპოზიტს ზრდის 3 000 აშშ დოლარადმეც კი – მერწმუნეთ ეს სიმართლეა.

მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სკალპინგი ძალიან არასტაბილური სისტემაა და წარმატებებს, საკმაოდ ხშირად მინუსები ცვლის. სკალპინგი ერთგვარ ლატარეას ჰგავს, სადაც მოგებისთვის საჭიროა იღბალიც და ტრეიდერის მაღალკვალიფიციური უნარ-ჩვევებიც.

გრძელვადიანი ვაჭრობის სტილი შედარებით პერსპექტიულია, მაგრამ საბოლოო რეზულტატის მიღწევისათვის დროის საკმაოდ გრძელვადიან მონაკვეთს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მოგება ფორმირდება ფასის მოძრაობის გრძელი მონაკვეთების და არა ხშირი ორდერების ხარჯზე;[/list_item]

  • დეპოზიტის რაოდენობა – თუ ტრეიდერის ანგარიშზე 100-400 აშშ დოლარია, მაშინ ამ შემთხვევაშიც სკალპინგით ვაჭრობაა რეკომენდებული, დიდი საკრედიტო მხარის გამოყენებით, 0,03-0,05 ლოტით და თითო ორდერიდან დაახლოვებით 10-20 პუნქტიანი ტეიკპროფიტის პერსპექტივით. ლოტის გაზრდით, რა თქმა უნდა მოგებაც იზრდება, თუმცა მასთან ერთად დეპოზიტის დაკარგვის რისკიც.

თუ, დეპოზტის რაოდენობა 800-1 000 აშშ დოლარზე მეტია, მაშინ თამამად არის შესაძლებელი გრძელვადიანი სტილით ვაჭრობა. მოგების რაოდენობა დამოკიდებული იქნება არა ორდერების რაოდენობაზე, არამედ ღია გარიგებების ხანგრძლივობაზე. ასეთი სტილით ვაჭრობისას რეკომენდებულია დაბალი საკრედიტო მხრის არჩევა. 10 000 აშშ დოლარით და მეტი რაოდენობის თანხით ვაჭრობისას კი გირჩევთ საკრედიტო მხარი გამოიყენოთ არა უმეტეს – 1:50. 0,5 ლოტით ვაჭრობის დროს, დეპოზიტის გასხმის მინიმალური რისკია. აქვე ავღნიშნავ – თავდაპირველი კაპიტალის დიდი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ვითარებაში სკალპინგით ვაჭრობა არ შეიძლება;

  • ტრეიდერის პირადი თვისებები – თუ, ვაჭრობის გრძელვადიანი სტილი პრაქტიკულად ყველა ტრეიდერისთვისაა მოსახერხებელი, სკალპინგური (პიპსინგის) სტრატეგია (ფორექს ჟარგონზე მას პიპსინგს, პიპსოვკას უწოდებენ) ტრეიდერისგან მოითხოვს მყარ ნერვულ სისტემას და გადაწყვეტილების მომენტალურად მიღების უნარს. ამიტომ სკალპინგით გატაცებამდე, ჯერ ჩაატარეთ ექსპერიმენტი ცენტურ ანგარიშზე, მცირე თანხებით, იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ – შეძლებთ თუ არა პიპსოვკას;
  • რიკის დონე – სკალპინგის რისკიანობის მაღალი დონის შესახებ ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ სკალპინგისთვის აპრიორი დამახასიათებელია რისკის ძალიან მაღალი ხარისხი. მოვიყვან ერთ მაგალითს: სავალუტო წყვილზე EUR/USD გრძელვადიანი სავაჭრო სტილით მუშაობისას, დეპოზიტით 5 000 აშშ დოლარი, ლოტით – 0,3, გახსნილი იქნა ყიდვის ორდერი. ერთი კვირის განმავლობაში მინუსმა შეადგინა 600 აშშ დოლარი. ბაზრის ანალიზის მიხედვით ჩანდა, რომ ორდერი არ უნდა დახურულიყო ზარალით, ვინაიდან ყველა სიგნალი მიუთითებდა ტრენდის შემობრუნებაზე, მეორე კვირაში პროგნოზი გამართლდა და ტრენდი სასურველი მიმართულებით წავიდა და ორდერმა ჩაფიქრებული/პროგნოზირებული მოგება მოიტანა. გასაგები მომენტია, რომ სკალპინგური ვაჭრობით, ანუ მაღალი საკრედიტო მხრისა და დიდი სავაჭრო მოცულობის გამოყენებით, დეპოზიტი ამისთანა ზეწოლას ვერ გაუძლებდა;

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, თუ ტრეიდინგის რომელი სტილია უკეთესი. როგორც თავად ხედავთ, ორივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ ფულის მოგება გსურთ სწრაფად, მაღალი რისკისა და ნერვების ფასად, მაშინ სკალპინგი უმჯობესია, თუ უფრო კონსერვატიული ბუნების ხართ – მაშინ გრძელვადიანი ვაჭრობის სტილი ყოფილა თქვენთვის უფრო მისაღები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ყველა ტრეიდერი, რომელიც წლების მანძილზე ვაჭრობს ფორექსზე, თანამიმდევრულად ქმნის ტრეიდინგის საკუთარ სისტემას, მაგრამ მათ შორის …