Margin/მარჯინალური უზრუნველყოფა, მარჯა/Маржинальное обеспечение, маржа – უზრუნველყოფის თანხა (გირაო), რომელიც ინვესტორს შეაქვს ანგარიშზე, რათა ფორექსის ბაზარზე განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები.
როგორც წესი, მარჯინალური უზრუნველყოფის თანხის რაოდენობას განსაზღვრავს ბროკერი და სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელებისათვის შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ოდენობის.
მარჯინალური უზრუნველყოფა გამოიხატება პროცენტულ, ან წილობრივ თანაფარდობაში. მაგალითად, უზრუნველყოფის თანხა გარკვეული ოპერაციისთვის შესაძლებელია იყოს, საერთო თანხის 25% ან ¼.
მარჯინალური უზრუნველყოფა, რომელიც დადებული გარიგების გირაოს წარმოადგენს არასოდეს არ იქნება ანგარიშზე არსებული სრული თანხის რაოდენობის ტოლი. მაგალითად პოზიციის გახსნისას, გირაოდ შესაძლებელია განისაზღვროს სრული თანხის 30%, ხოლო დანარჩენი თანხით შეიძლება, ან სხვა პოზიციის გახსნა, ან უკვე გახსნილი პოზიციის მხარდაჭერა.
გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
9
კარგია
2
ცუდია
0
Love
1
Sad
0
Haha
0
***
***
***
***