Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер

Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер

Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер – თავისი არსით არის კლიენტის მიერ, თავისი ბროკერისადმი გაცემული ბრძანება – შესაბამის სავალუტო წყვილზე, კონკრეტული მოცულობით, ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასის მიხედვით, სავაჭრო პოზიციის გახსნის ან დახურვის შესახებ.

Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер დამუშავება ხდება მყისიერად, ან საერთოდ არ ხდება (რეკვოტი), ზოგიერთი ბროკერი “ახერხებს” (ასეთ სადილინგო ცენტრებს ფორექს ჟარგონზე “ფორექს სამზარეულოებს” ეძახიან) ორდერი დაამუშავოს რამდენიმე წამის განმავლობაში, რაც, მერწმუნეთ დამატებით დისკომფორტს ქმნის ორდერის გახსნის მომენტში, ვინაიდან, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც კი საკმარისია, რომ ფასმა რამდენიმე ათეული პუნქტი გაიაროს.

ორდერის გახსნა ბაზრის მიხედვით გულისხმობს, რომ იგი გაიხსნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ფასი გასცდა გარკვეული მანძილით განცხადებულ ფასს.

აღნიშნული პარამეტრი რეგულირდება ორდერის გახსნის ფანჯარაში და შესაძლებელია ვარირებდეს 1-დან 10 პუნქტამდე, მისი დაყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფასიდან გადახრის დიდი ზომა აუცილებლად იქონიებს გავლენას სავაჭრო პოზიციის ფინანსურ რეზულტატზე.

საბაზრო ორდერების გახსნა არ არის რეკომენდებული ყველაზე მოკლევადიან ტაიმ ფრეიმებზე, მაშინ როდესაც წარმატებული ტრეიდინგისთვის ყოველ პუნქტს აქვს დიდი მნიშვნელობა.

სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4 იძლევა, როგორც საბაზრო ორდერების, ანუ სავაჭრო პოზიციების გახსნის ბრძანების გაცემის, ასევე მათი მდგომარეობის კონტროლირების საშუალებას.

საბაზრო ორდერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ორი სახის – გაყიდვის და ყიდვის. მათ შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატია – ფორექს ორდერების სახეობები და მათი დაყენების წესები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით