Market Maker/მარკეტ მეიკერი/Маркет мейкер

Market Maker/მარკეტ მეიკერი/Маркет мейкер

Market Maker/მარკეტ მეიკერი/Маркет мейкер – ფორექსის ბაზრის ძლიერი მონაწილე (მსხვილი მოთამაშე).

მათ როლში ძირითადად, დიდი ფინანსური კომპანიები ან მსხვილი ბანკები გვევლინებიან, რომელთაც გააჩნიათ ისეთი რაოდენობის ფინანსური კაპიტალი, რომ ბირჟაზე განხორციელებული ყიდვა/გაყიდვის სავაჭრო ოპერაციების მოცულობების მეშვეობით, შესაძლებლობა ეძლევათ გავლენა იქონიონ ამა, თუ იმ ვალუტის კურსზე.

მარკეტ მეიკერი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს ვალუტის მიმდინარე კურსს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს. მათ გააჩნიათ მრავალმილიარდიანი ფინანსური კაპიტალი.

ტიპიური მარკეტ მეიკერის როლში გვევლინება, ნაციონალური ბანკი, რომელიც ახორციელებს ნაციონალური ვალუტის ოპერაციეულ მხარდაჭერას – ბაზარზე სავალუტო ინტერვენციის გზით. იგი ახორციელებს ეროვნული ვალუტის როგორც გაყიდვის, ასევე უცხოური ვალუტის ყიდვის ოპერაციებს, რათა შეივსოს ქვეყნის სავალუტო რეზერვები.

მარკეტ მეიკერის ძირითადი ინსტრუმენტია ბაზარზე ვალუტის ყიდვის, ან გაყიდვის განაცხადის განთავსება.

არცერთი მსხვილი მარკეტმეიკერი, უშუალოდ არ მუშაობს წვრილ კლიენტებთან. მათ ურთიერთობა აქვთ საშუალო დონის კომპანიებთან, რომელთა როლში გვევლინებიან ფორექსის ბაზრის სადილინგო ცენტრები, მათ სხვაგვარად ბროკერებს ეძახიან (თუმცა სადილინგო ცენტრებსა და ბროკერებს შორის მაინც არის მცირე განსხვავება, თუმცა ფუნქციონალი ერთი და იგივეა).

მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, ტრეიდინგის სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: სადილინგო ცენტრი აფორმირებს კლიენტების განაცხადებს და გადასცემს მათ, ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს, რომლებიც უშუალოდ დებენ გარიგებებს, ხოლო პროცესის სრული ავტომატიზაციის წყალობით, სიგნალის გამტარიანობის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.