Margin Trading/მარჯინალური ვაჭრობა/Маржинальная торговля

Margin Trading/მარჯინალური ვაჭრობა/Маржинальная торговля

Margin Trading/მარჯინალური ვაჭრობა/Маржинальная торговля – არის ფორექსის ბაზარზე განხორციელებული, აქტივების ყიდვისა და გაყიდვის ოპერაციები, რომელიც ხორციელდება ბროკერთან (შუამავალთან) გახსნილი მარჯინალური ანგარიშის მეშვეობით.

ვალუტის ყიდვა/გაყიდვა ნაწილობრივ ხორციელდება ინვესტორის კუთვნილი თანხის ხარჯზე, ხოლო ოპერაციის განხორციელებისთვის საჭირო დანარჩენი თანხა იფარება ბროკერის მიერ.

მარჯინალური ვაჭრობის დროს, თანხას, რომელიც კლიენტს შეაქვს ანგარიშზე ეწოდება – მარჯინალური უზრუნველყოფა, ხოლო ბროკერის მიერ, სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის გაცემულ თანხას უწოდებენ – მხარდაჭერას.

Margin Trading/მარჯინალური ვაჭრობა/Маржинальная торговля არის ფორექსზე ვაჭრობის ფუნდამენტური ფაქტორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოგების მიღება, მინიმალური, საკუთარი ფულადი სახსრების გამოყენებით.

მარჯინალური ვაჭრობის პრინციპის გამოყენება, სავაჭრო გარიგების გახსნისათვის, კაპიტალის ათჯერ და ზოგჯერ ასჯერ გაზრდის საშუალებას იძლევა. სხვანაირად ამ ინსტრუმენტს საკრედიტო მხარს უწოდებენ, რომლის ტექსტური ჩანაწერი გამოიყურება შემდეგნაირად, მაგალითად, 1:100, სადაც 1 არის ტრეიდერის (ინვესტორის) კუთვნილი გირაოს თანხის ერთეული, ხოლო 100 არის ბროკერის მიერ გაცემული მარჯინალური მხარდაჭერის ერთეული.

რეზულტატად კი ვიღებთ, რომ 1 000 აშშ დოლარის დეპოზიტს, უშუალოდ ოპერაციის განხორციელების პერიოდში, გარდავქმნით 100 000 აშშ დოლარის რაოდენობის კაპიტალად. მარჯინალური მხარის ზომა იცვლება სავაჭრო პირობებიდან და ტრეიდერის სურვილიდან გამომდინარე. მისი დიაპაზონი ვარირებს 1:1-დან 1:1000-მდე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით