ორდერი - სახეობები და დაყენების წესები

ორდერი – სახეობები და დაყენების წესები

ყველა ორდერი შესაძლებელია დავყოთ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შედიან ის ორდერები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ ვაჭრობაში, ხოლო მეორეში – რომლებიც საშუალებას იძლევიან შევამციროთ წაგება ან დავაფიქსიროთ მოგება. ამ ორ ჯგუფს თავის მხრივ გააჩნია ქვეკატეგორიები.

ტრეიდერების უმრავლესობა ბოლომდე არ იყენებს ორდერების დაყენებასთან დაკავშირებულ სავაჭრო ტერმინალის პროგრამულ შესაძლებლობებს, თუმცა მათი გამოყენება დამატებით უპირატესობებს მისცემდა მათ.

  • 1. სავაჭრო ორდერი.
  • მიმდინარე შესრულება – ორდერის ყველაზე მართივი სახეობაა, რომელიც იხსნება ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის დროს. შესრულება ხდება სასწრაფო წესით, არსებული კოტირების მიხედვით, მას შემდეგ რაც ბროკერს გაუგზავით შეკვეთას, ანუ დააჭერთ ღილაკებს Buy ან Sell. დამატებითი კონფიგურაციის თვალსაზრისით აქვს მხოლოდ ორი პარამეტრი – შეგიძლიათ დააყენოთ ტეიკ პროფიტი და სტოპ ლოსი.

ამ ბრძანებას, ბროკერის მუშაობის სპეციფიკაციიდან გამომდინარე აქვს ამოქმედების ორი ვარიანტი: ზუსტი (მომენტალური), ან ბაზრის (მიმდინარე საბაზრო ფასის) მიხედვით.

პირველ შემთხვევაში ორდერის ამოქმედება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებული ფასი შეესაბამება თქვენ მიერ მოთხოვნილ ფასს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უარს.

ხოლო ბაზრის მიხედვით ორდერის შესრულება ხდება გადახრის გათვალისწინებით, რომელიც გამოისახება პუნქტებში და რომელიც უნდა მიუთითოთ წინასწარ.

  • გადადებული ორდერი – საშუალებას იძლევა გავხსნათ სავაჭრო პოზიცია დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ. ასეთი ორდერები გამოიყენება ძალიან ბევრ სტრატეგიაში.
გადადებული ორდერი – ვარიანტები:
  • Buy Stop – მომავალში ყიდვა ფასით, რომელიც იქნება მიმდინარე ფასზე მეტი. გამოიყენება წინააღმდეგობის დონეების გარღვევის სტრატეგიებში (ფასური დონეები, სატრენდო ხაზები და არხები).
  • Sell Stop – მომავალში გაყიდვა ფასით, რომელიც იქნება მიმდინარე ფასზე ნაკლები. გამოიყენება მხარდაჭერის დონეების გარღვევის სტრატეგიებში (ფასური დონეები, სატრენდო ხაზები და არხები).
  • Buy Limit – მომავალში ყიდვა ფასით, რომელიც იქნება მიმდინარე ფასზე ნაკლები. გამოიყენება მხარდაჭერის დონეებზე ასხლეტის სტრატეგიებში (ფასური დონეები, სატრენდო ხაზები და არხები).
  • Sell Limit – მომავალში გაყიდვა ფასით, რომელიც იქნება მიმდინარე ფასზე მეტი. გამოიყენება წინააღმდეგობის დონეებზე ასხლეტის სტრატეგიებში (ფასური დონეები, სატრენდო ხაზები და არხები).
  • 2. სტოპ ორდერები – ახორციელებენ გახსნილი სავაჭრო პოზიციების მართვას.
  • Stop Loss – მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ ფასური დონე, რომლის მიღწევის შემდეგ ორდერი ავტომატურად დაიხურება ზარალით. სტოპ ლოსის პარამეტრი სპრედის ტოლი ან ნაკლები ვერ იქნება. ბროკერი არ დაუშვებს ასეთ პარამეტრს. ზოგიერთ ბროკერს გააჩნია მინიმალური სტოპ ლოსის ზომა.
  • Take Profit – მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ ფასური დონე, რომლის მიღწევის შემდეგ ორდერი ავტომატურად დაიხურება მოგებით. ამ შემთხვევაშიც ტეიკ პროფიტის პარამეტრი სპრედის ტოლი ან ნაკლები ვერ იქნება. ბროკერი არ დაუშვებს ასეთ პარამეტრს. ზოგიერთ ბროკერს გააჩნია მინიმალური ტეიკ პროფიტის ზომა.
  • Trailing Stop – თავისი არსით ზემოთხსენებული ორი ორდერის თვისებებს აერთიანებს. იგი მიყვება გახსნილ პოზიციას ავტომატურ რეჟიმში იმ ბიჯით რასაც მიუთითებთ კონფიგურაციაში. თუ სტოპ ლოსის ზომაა 10 პუნქტი და პოზიციამ დადებითი მიმართულებით გაიარა 10 პუნქტრი მაშინ ტრეილინგ სტოპს სავაჭრო პოზიცია გადაყავს ნულზე/გახსნის ფასზე/უზარალობაზე, ხოლო თუ ორდერმა გაიარა 20 პუნქტი მაშინ სტოპ ლოსი გადადის დადებით 10 პუნქტზე და ა.შ. თუ სავაჭრო პოზიცია შემობრუნდება, მაშინ ორდერი დაიხურება ტრეილინგ სტოპის ბოლო მაჩვენებელზე. განხილულ მაგალითში – 10 პუნქტის მოგებით. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტრეილინგ სტოპი მუშაობს მხოლოდ ჩართული ტერმინალის პირობებში.

რაც უფრო დახვეწილად მიუდგებით ზემოთხსენებულ ბრძანებებს, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ და მით უფრო მეტად იქნებით დაზღვეული წაგებებისაგან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავხდეთ ტრეიდერი

ბევრი ადამიანისათვის ტრეიდინგი საიდუმლოებებით მოცული სფეროა, ზოგიერთის წარმოდგენებით, კი იმისათვის, რომ ფორექსის ბირჟაზე იმუშაო/ითამაშო საკმარისია …