Trailing Stop-ის გამოყენება

Trailing Stop-ის გამოყენება

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა ტრეიდინგის მთავარი დანიშნულებაა ფორექსის ბაზრისგან მაქსიმალური მოგების მიღება. ამ რეზულტატის მიღწევა შესაძლებელია Trailing Stop-ის გამოყენებითაც.

კლასიკური ტეიკ პროფიტის დაყენებით ტრეიდერი იღებს გარანტირებულ, მაგრამ მაინც მოგების ნაწილს, ხოლო სწორად დაყენებული ტრეილინგ სტოპით შეგვიძლია ბაზრისგან მაქსიმალურად ამოვქაჩოთ არა ერთი ათეული, ჩვენთვის ასე საჭირო პუნქტები.

სტოპ ლოსის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს გარკვეულ (მითითებულ) დონეზე შეიზღუდოს ზარალი, მაგრამ არ გვიცავს ისეთი სიტუაციებისგან, როდესაც ფასი მიუახლოვდა ტეიკ პროფიტს, ხოლო შემდეგ შემობრუნდა საპირისპირო მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში არა თუ ვიღებთ პოტენციურ მოგებას, არამედ ერთ დროს მომგებიანი პოზიცია წამგებიანი ხდება.

Trailing Stop – საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად, საჩვენოდ გამოვიყენოთ ბაზარზე არსებული სიტუაცია. იგი წარმოადგენს მცურავ სტოპ ლოსს, რომელიც დაჰყვება ფასს და სტოპ ორდერი თანამიმდევრულად გადაჰყავს უზარალობის ზონაში.
Trailing Stop-ის მაგალითები
  • ტრეილინგ სტოპი დავაყენეთ 15 პუნქტზე. ეს არის ამ ორდერის დაყენების მინიმალური სიდიდე, რომელიც დგება სავაჭრო ტერმინალში. თუ ფასი წამოვიდა ჩვენი პოზიციის საპირისპიროდ, მაშინ იგი იმუშავებს, როგორც ჩვეულებრივი სტოპ ლოსი და დახურავს ორდერს წაგებით;
  • თუ ფასი წავიდა დაგეგმილი მიმართულებით და გაიარა 15 პუნქტი, მაშინ სავაჭრო ტერმინალში ტრეილინგ სტოპის ფუნქცია სტოპ ლოსის პარამეტრს დამოუკიდებლად მიაჩოჩებს ფასის მიმართულების თანხვედრილად 15 პუნქტის სიდიდით და შესაბამისად ორდერი გადავა უზარალობის ზონაში, ხოლო დაუფიქსირებელი 15 პუნქტის მოგება აისახება დეპოზიტზე. ფასის 15 პუნქტით შემდგომი გადაადგილების შემდეგ პროცედურა გამეორდება, ანუ სტოპ ლოსი დადგება +15 პუნქტზე, ხოლო დაუფიქსირებელი მოგება უკვე 30 პუნქტი იქნება;

აღნიშნული ორდერი დგება პოზიციის გახსნის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ მისი გამოყენება მიზანშეწონილია საშუალო და ხანგრძლივ ვადიან პერიოდებზე და ბაზრის მაღალი ვოლატილობის დროს. ტრეილინგ სტოპის წარმატებული გამოყენებისათვის საჭიროა, რომ ტრენდის მოძრაობა დროის სამუშაო ინტერვალზე 15 პუნქტზე მეტი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია სტანდარტული სტოპ ლოს ორდერის გამოყენება.

ასევე მიზანშეწონილია, რომ რისკების დაზღვევის აღნიშნული ინსტრუმენტი გამოყენებული იქნას მას შემდეგ, რაც ფასი შევა უზარალობის ზონაში, ანუ როდესაც ორდერი დაიწყებს მოგების მოტანას.

ტრეილინგ სტოპის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ იგი მუშაობს მხოლოდ ჩართული ტერმინალის და ბროკერთან წვდომის პირობებში. თუ კომპიუტერი/ტერმინალი, ან ინტერნეტი გაითიშება, მაშინ შესაბამის სიტუაციაში ამუშავდება მხოლოდ სტოპ ლოსი, რომელიც მიბმულია აღნიშნულ ფუნქციასთან.

სტატიით არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ კლასიკური ტეიკ პროფიტის მნიშვნელობას, უბრალოდ განვიხილე კიდევ ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მოგების მაქსიმალურ ამოქაჩვაში გვეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ ტრეილინგ სტოპის გამოყენება ყოველ სავაჭრო ოპერაციაზე შეუძლებელია ზემოთ განხილული გარემოებების გამო, ხოლო კლასიკური ტეიკ პროფიტი კი უნივერსალურია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.