ფიუჩერსების ბაზარი, ფიუჩერსული კონტრაქტები და მათი ისტორია

ფიუჩერსების ბაზარი, ფიუჩერსული კონტრაქტები და მათი ისტორია

ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფიუჩერსული ვაჭრობა პრაქტიკაში არ არსებობდა, საქონლის მწარმოებლები (მაგალითად მზესუმზირის კულტივაციით დაკავებული ფერმერები) და მომხმარებლები (მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი მანუფაქტურები) ნედლეულზე და საქონელზე ფასების მერყეობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. როდესაც ნედლეულზე ეცემოდა ფასი – ზარალდებოდა ფერმერი, საპირისპირო შემთხვევაში კი პირიქით – ზარალდებოდა ზეთის მწარმოებელი მანუფაქტურა.

სწორედ ამ მიზეზის გამო ფერმერებმა (მწარმოებელი) და მანუფაქტურებმა (მომხმარებელი) დაიწყეს ხელშეკრულებების დადება (დღევანდელი ფიუჩერსების მსკავსი კონტრაქტები), რომლის მიხედვითაც საქონლის მიწოდება ხდებოდა წინასწარ (ოღონდ არა მიმდინარე მომენტში) დათქმულ ფასად და განსაზღვრულ დროს. ასეთმა გარიგებებმა გამოიწვია ფიუჩერსული ბაზრის წარმოქმნა.

ჩიკაგო გახდა ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც დაიწყო ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობა. მისი ადგილმდებარეობა მოსახერხებელი იყო სატრანსპორტო კვანძის თვალსაზრისით, ამიტომაც ჩიკაგო გახდა სასოფლო სამეურნეო საქონლის ჰაბი/ტერმინალი. ახლომდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ფერმერებმა დაიწყეს წინმსწრები კონტრაქტების დადება ჯერ კიდევ მოუყვანელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე, ამ პროდუქციის მოყვანის შემდეგ მიწოდების პირობით.

1848 წელს ჩიკაგოში, ადგილობრივმა მეწარმეებმა შექმნეს პირველი ბირჟა, რომელიც ხელს უწყობდა ასეთი კონტრაქტების დადების გამარტივებას. ბირჟას ეწოდა – ჩიკაგოს სავაჭრო პალატა (Chicago Board of Trade, CBOT). პირველის სამი წლის განმავლობაში ბირჟაზე ხორციელდებოდა ვაჭრობა რეალური საქონლით, მაგრამ თანდათან ამგვარი კონტრაქტები შეიცვალა სწრაფი კონტრაქტებით. ეს კონტრაქტები არ იყო სტანდარტიზირებული, გარიბებეს დებდნენ ინდივიდუალურად და რეგულაციების გარეშე.

1865 წელს ჩამოყალიბდა კონტრაქტების დადების სტანდარტები და მათ ეწოდა – ფიუჩერსული კონტრაქტები. საქონლის მიწოდების თარიღი, ადგილი, რაოდენობა და წინასწარ მითითებული ხარისხი გახდა აუცილებელი პირობა ფიუჩერსული კონტრაქტებისათვის, ფიუჩერსულ ბაზარზე საქმიანობის პროცესში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაპირველად ფიუჩერსული კონტრაქტები იდებოდა მხოლოდ ფერმერული მეურნეობების პროდუქციაზე. ამჟამად ფიუჩერსულ ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს ასეულობით დასახელების ინსტრუმენტებზე: მეტალები, მარცვლეული, ხორცპროდუქტები, ენერგომატარებლები, ვალუტები, წარმოებული საბანკო ინსტრუმენტები და სხვა. სავაჭრო ინსტრუმენტების კონკრეტულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ, ამა თუ იმ ბირჟის ვებ საიტზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბაზო აქტივები

საბაზო აქტივები

როგორც უკვე ვიცით, ფიუჩერსი არის საბაზო აქტივების წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი.