ფორექსის სტრატეგია "3 ბარი"

სტრატეგია “3 ბარი”

ფორექსის სტრატეგია “3 ბარი” სტრატეგია დაფუძნებულია იმ ვარაუდზე რომ, სამი თანამიმდევრული აღმავალი სანთლის შემდეგ (ბარი დაიხურა უფრო მაღლა, ვიდრე იგი გაიხსნა გახსნის დროს) ფორექსის ბირჟაზე უპირატესობა აქვთ ხარებს და შესაბამისად ფასი გააგრძელებს ზრდას ჩრდილოეთისკენ, ხოლო 3 თანამიმდევრული დაღმავალი სანთლის შემდეგ, (სანთელი დაიხურა უფრო დაბლა ვიდრე იგი გაიხსნა) ბირჟაზე უპირატესობა აქვთ დათვებს და მაშასადამე ფასი გააგრძელებს სვლას სამხრეთიკენ.

  • დროის ინტერვალი: Н1;
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;

თუმცა, სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა სავალუტო წყვილებში, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ინდიკატორების სხვა პარამეტრების შერჩევა.

ფორექსის სტრატეგია “3 ბარი” – ალგორითმი

გრაფიკზე შემდეგი ინდიკატორები:

  • შეწონილი მცოცავი საშუალო WMA (56) – ანუ Linear Weighted Moving Average პარამეტრით – 56, გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ – Close. იგი გვაძლევს ყიდვა–გაყიდვის ძირითად სიგნალს, იმისდა მიხედვით თუ რა პოზიციაში იმყოფება სანთელი შეწონილი მცოცავი საშუალოს მიმართ;
  • ინდიკატორი MACD პარამეტრებით – (94,13,78). გამოყენებული ფასების დახურვის მიმართ – Close. იგი იძლევა ყიდვა–გაყიდვის დადასტურების სიგნალს;

ყიდვა:

    • წარმოიქმნა 3 თანამიმდევრული აღმავალი ბარი;
    • სამივე ბარი ინდიკატორი WMA (56)-ის მაღლა მდებარეობს, ან თუნდაც ბოლო სანთლის დახურვის ფასი ინდიკატორი WMA (56) მაღლაა;
    • MACD ინდიკატორის სასიგნალო ხაზი – Signal SMA იხურება წინა სანთელზე ზემოთ (აღმავალი ტენდენცია);
    • სამივე პირობის შესრულებისას ყიდვის ორდერი იხსნება მომდევნო სანთლის გახსნაზე;

სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

  • სტოპ ლოსი = 2 * მესამე სანთლის მინიმუმი – პირველი სანთლის მაქსიმუმი;
  • ტეიკ პროფიტი= გახსნის ფასი + (გახსნის ფასი – სტოპ ლოსი) / 2;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი"

გაყიდვა:

  • წარმოიქმნა 3 თანამიმდევრული დაღმავალი სანთელი;
  • ბოლო სანთლის დახურვის ფასი იმყოფება შეწონილი მცოცავი საშუალოს WMA(56) ქვემოთ;
  • MACD ინდიკატორის სასიგნალო ხაზი Signal SMA იხურება წინა სანთლის ქვემოთ (დაღმავალი ტენდენცია);
  • სამივე პირობის შესრულებისას გაყიდვის ორდერი იხსნება მომდევნო სანთლის გახსნაზე;

სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

  • სტოპ ლოსი = 2 * მესამე სანთლის მაქსიმუმი – პირველი სანთლის მინიმუმი
  • ტეიკ პროფიტი = გახსნის ფასი – (გახსნის ფასი – სტოპ ლოსი) / 2;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "3 ბარი"

შენიშვნა:

  • სტოპ–ლოსის და ტეიკ პროფიტის დაყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად ლოკალური მაქსიმუმების და მინიმუმების გამოყენებით, ან ფიბონაჩის დონეებით.
  • ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ინდიკატორი WMA (56), ისევე როგორც ინდიკატორი MACD უნდა იყოს აღმავალი ყიდვის სიგნალისთვის და დაღმავალი გაყიდვის სიგნალისთვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები”

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება …