ფორექსის სტრატეგია "4 ინდიკატორი" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორი”

ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორი” არის საავტორო სტრატეგია და წესების დაცვის შემთხვევაში აქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ყიდვა-გაყიდვის სიგნალი მიიღება ოთხი ინდიკატორის მაჩვენებლის კომბინაციით. სტრატეგია განკუთვნილია სავალუტო წყვილისთვის EUR/USD (ევრო/დოლარი). ტაიმ ფრეიმი M5, M15, M30, H1. თუმცა ტესტებისა და სიგნალების სიმყარიდან გამომდინარე გირჩევთ სტრატეგია გამოიყენოთ H1 დროის ინტერვალზე.

  • ტაიმ ფრეიმი: H1
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი მცოცავი საშუალო პერიოდით 90, გაშუალებით Smoothed, გამოყენებული ფასთა დახურვის მიმართ Close;
  • ინდიკატორი CCL პერიოდით 12, გამოყენებული Typikal-ის მიმართ. ინდიკატორში ვაყენებთ დონეებს “100” და “-100”, “50” და “-50”;
  • ინდიკატორი ATR, პერიოდით 14, ვაყენეთ დონეს “0,002”;
  • ინდიკატორი Williams Percent Range , პერიოდით 11, ინდიკატორში ვაყენებთ დონეებს “-15”, “-85”, “-40”, “-60”;
ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორი” – ალგორითმი
ყიდვისა და გაყიდვის ორდერები იხსნება მხოლოდ სასიგნალო სანთლის დახურვის შემდგომ, ყველა საიგნალის დასტურის შემთხვევაში.

ყიდვა:

  • ფასი განლაგებულია მცოცავი საშუალოს ზემოთ;
  • ინდიკატორი Williams იმყოფება “-85” დონის ქვემოთ;
  • ინდიკატორი CCL (12) იმყოფება “-100” დონის ქვემოთ;
  • ინდიკატორი ATR “0,002” დონეზე მეტია;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "4 ინდიკატორი"

გაყიდვა:

  • ფასი მდებარეობს მცოცავი სააშუალოს ქვემოთ;
  • ინდიკატორი Williams დაიხურა “-15” დონის ზემოთ;
  • ინდიკატორი CCL(12) დაიხურა “100” დონის ზემოთ;
  • ინდიკატორიATR(14) იმყოფება “0,002” დონის ზემოთ;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "4 ინდიკატორი"

  • სტოპ ლოსს, როგორც ყიდვისთვის, ასევე გაყიდვისთვის ვაყენებთ 100 პუნქტზე.
  • თეიკ პროფიტს ვაყენებთ 40 პუნქტზე.

სტრატეგიის მიხედვით სტოპ ლოსის შეფარდება თეიკ პროფიტის მიმართ ეწინააღმდეგება მანი მენეჯმენტს, თუმცა სტრატეგიის შედეგების მიხედვით გამართლებულია.

ორდერი იხურება: სტოპ-ლოსით ან ტეიკ-პროფიტით.

ვაჭრობისას გასათვალისწინებელი მომენტები:

Buy ორდერისთვის:

  • თუ ინდიკატორი Williams იმყოფება “-60” დონის ზემოთ, ორდერი გადაგვყავს უზარალობის დონეზე, ან ვხურავთ მას მიმდინარე ფასით.
  • თუ ორდერი მინუსიანია და ინდიკატორი Williams “-60” დონეზეა, დაველოდებით ორდერის განულებას და დავხუროთ იგი ნულით (უზარალოდ). თუ ინდიკატორი Williams “-60” დონეს უდრის და ორდერი პლუსშია ვხურავთ მას მიმდინარე ფასით.

Sell ორდერისთვის:

  • თუ ინდიკატორი Williams იმყოფება “-40” დონის ქვემოთ, ორდერი გადაგვყავს უზარალობის დონეზე ან ვხურავთ მას;

აგრეთვე:

  • Buy ორდერს დავხურავთ, თუ ინდიკატორი CCL კვლავ ზემოდან დაბრუნდა და “-50” დონეზე ნაკლებია;
  • Sell ორდერს დავხურავთ,თუ CCL კვლავ ქვემოდან დაბრუნდა და “50” დონეზე მეტია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. …