ფორექსის სტრატეგია "ADX Magic" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “ADX Magic”

ფორექსის სტრატეგია “ADX Magic” ეფუძნება 4 ინდიკატორის კომბინირებულ სიგნალს: ADX, მცოცავი საშუალო, Heiken Ashi და IBS_RSI_CCL_v3.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: H1;

სავალუტი წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის ზემოთ ჩამოთვლილ ინდიკატორებს შემდეგი პარამეტრებით:

  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA, გამოყენებული გახსნის ფასების მიმართ – open;
  • Average Directional Movement Index, ADX (9), გამოყენებული გახსნის ფასების მიმართ – open;
  • ინდიკატორი Heiken Ashi;
  • ინდიკატორი IBS_RSI_CCL_v3;

ფორექსის სტრატეგია “ADX Magic” – ალგორითმი

ყიდვა:

  • სანთელი დაიხურა SMA 75 მარტივი მცოცავი საშუალოს ინდიკატორის ზემოთ;
  • ინდიკატორ Heiken Ashi თეთრი ფერისაა;
  • ADX ინდიკატორზე “+ DI” მრუდმა გადაკვეთა “- DI” მრუდი ქვემოდან ზემოთ;
  • (გრაფიკზე: მწვანე ფერის მრუდი: “+ DI”; თეთრი ფერის მრუდი: “-DI”);
  • ინდიკატორ IBS_RSI_CCL_v3-ის ყვითელმა მრუდმა გადაკვეთა ნულოვანი ხაზი ქვემოდან ზემოთ;

ოთხივე პირობის შესრულების შემდეგ, ვდებთ გადადებულ Buy Stop ორდერს იმ სანთლის მაქსიმუმზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების პირობას (1-4 პუნქტი).

  • სტოპ ლოსი: 100-120 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: 120-140 პუნქტი;

ტეიკ პროფიტის და სტოპ ლოსის შეფარდება, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ პროფიტული ორდერების რაოდენობით კომპენსირდება შესაძლო სტოპ ლოსები.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ADX Magic"

გაყიდვის პირობები:

  • სანთელი დაიხურა SMA(75) მცოცავი საშუალოს ქვემოთ;
  • ინდიკატორ Heiken Ashi წითელი ფერისაა;
  • ADX ინდიკატორზე “+ DI” მრუდმა გადაკვეთა “- DI” მრუდი ზემოდან ქვემოთ;
  • ინდიკატორ IBS_RSI_CCL_v3-ის ყვითლმა მრუდმა გადაკვეთა ნულოვანი ხაზი ზემოდან ქვემოთ;
ოთხივე პირობის შესრულების შემდეგ, ვდებთ გადადებულ Sell Stop ორდერს იმ სანთლის მინიმუმზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების პირობას (1-4 პუნქტი).
  • სტოპ ლოსი: 50-60 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: 120-140 პუნქტი;
გადადებული ორდერები, რომლებიც არ ამუშავდება უნდა წაიშალოს საპირისპირო მიმართულების ორდერების ამოქმედების შემდეგ.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ADX Magic"

შაბლონი სტრატეგიისთვის "ADX Magic"

ინდიკატორი ibs_rsi_cci_v3

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები”

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.