ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

ფორექსის სტრატეგია “ანტიფლეტი”

ფორექსის სტრატეგია “ანტიფლეტი” დაფუძნებულია 3 ინდიკატორის კომბინირებულ სიგნალზე – მცოცავი საშუალო, MACD, და ATR.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: H1;

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ზემოთაღნიშნულ ინდიკატორებს შემდეგი პარამეტრებით:

  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA(200), close;
  • ინდიკატორი MACD პარამეტრებით – 21,33,18;
  • ინდიკატორი ATR პარამეტრით 0,0022;
ფორექსის სტრატეგია “ანტიფლეტი” – ალგორითმი

გაყიდვა:

  • ფასმა გაარღვია SMA მცოცავი საშუალოს ინდიკატორის მრუდი და თუნდაც ერთი სანთელი მაინც დაიხურა მის ქვემოთ;
  • MACD ინდიკატორის ჰისტოგრამა დაეშვა საკუთარი ნულოვანი ხაზის დაბლა + ამავე ინდიკატორის SMA დაეშვა ნულოვანი საზღვრის დაბლა;
  • ATR ინდიკატორი გავიდა და დაიხურა თავის 0,0022 დონის მაღლა;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

ზემოთაღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში:

  • ვხსნით 2 თანაბარი ლოტის მოცულობის გაყიდვის ორდერს მომდევნო სანთელის გახსნის ფასზე;
  • სტოპ ლოსი ფიქსირებული -100 პუნქტის ოდენობის. ასევე სტოპ ლოსის განთავსება შესაძლებელია მცოცავისაშუალოს ინდიკატორის SMA(200) მრუდის ზემოთ, ან ლოკალურ მაქსიმუმზე, იმ პირობით თუ სტოპ ლოსის რაოდენობა არ აღემატება 100 პუნქტს;

ტეიქ პროფიტს ვაყენებთ შემდეგნაირად:

  • TP1 – 120 პუნქტი;
  • TP2 – 250 პუნქტი;
  • პირველი ორდერის ტეიკ პროფიტით დახურვის შემთხვევაში, მეორე გადაგვყავს უზარალობის დონეზე დონეზე, ანუ ორდერის გახსნის ფასზე;
  • სტრატეგიის განმეორებითი სიგნალის დროს, შემდეგ ორდერს ვხსნით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველი ორდერი, როგორც მინიმუმი, დახურულია და მეორე გადაყვანილია უზარალო დონეზე;

დამატებითი პირობები:

  • გაყიდვის ორდერებისთვის – ინდიკატორი MACD-ის SMA(18) არ უნდა მდებარეობდეს უფრო დაბლა ვიდრე თავად MACD-ის ჰისტოგრამა;
  • ყიდვის ორდერებისათვის – ინდიკატორი MACD-ის SMA(18) არ უნდა მდებარეობდეს უფრო ზემოთ ვიდრე თავად MACD-ის ჰისტოგრამა;

 

ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

 

  • ერთი რომელიმე – MACD ან ATR ინდიაკტორებისგან მიღებული სიგნალის შემდეგ, ველოდებით მეორე ინდიკატორის სიგნალს მხოლოდ 4 სანთლის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში მეორე ინდიკატორის სიგნალი არ წარმოიქმნა, მაშინ სავაჭრო პოზიციის გახსნის საკითხს აღარ განვიხილავთ;

ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

 

  • ბაზარზე განმეორებითი შესვლა შესაძლებელია მაშინაც კი თუ ფასმა SMA(200) დიდი ხნის წინ გადაკვეთა, მაგრამ ამისათვის უნდა დაველოდოთ, რომ MACD-ის ჰისტოგრამამ გადაკვეთოს საკუთარი ნულოვანი დონე რამდენიმე ბარით მაინც, ხოლო შემდეგ ისევ დაბრუნდეს ნულოვანი დონის ქვემოთ;

 

ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

ყიდვის ორდერებისათვის საპირისპირო პირობებია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ATR(14) უნდა დაიხუროს 0,0022 დონის მაღლა.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "ანტიფლეტი"

 

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. …

GeoForex.info
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.