ფორექსის სტრატეგია „Forex Smart - 2“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart – 2“

ფორექსის სტრატეგია “Forex Smart – 2” არის ფორექსის სტრატეგიის “Forex Smart” გადამუშავებული ვარიანტი.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: Н4, ვინაიდან ან ინტერვალზე სიგნალები არც თუ ისე ხშირია, ამიტომ ვაჭრობა შესაძლებელია M15 და H1 ტაიმფრეიმებზეც;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • მცოცავი საშუალო LWMA (Linear Weighted Moving Average) პრიოდით 5, გამოყენებული: Typical Price — HLC/3 – გრაფიკზე ლურჯი ფერი;
  • მცოცავი საშუალო LWMA (Linear Weighted Moving Average) პერიოდით 14, გამოყენებული: Typical Price — HLC/3 – გრაფიკზე შავი ფერი;
  • ექპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 233, გამოყენებული: Close – გრაფიკზე მწვანე ფერი;
  • ინდიკატორი Stochastic Oscillator, %K:12, %D:12, შენელება: 5, გამოყენებული: Close, Exponential, მინიმუმის დაფიქსირება: 0, მაქსიმუმის დაფიქსირება: 100, დონეები: 20, 30, 70, 80;
  • ინდიკატორი MACD — Fast EMA: 5, Slow EMA: 14, MACD SMA: 5, გამოყენებული: Weighted Close (HLCC/4). სურვილის შემთხვევაში ინდიკატორი MACD-ის ნაცვლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ინდიკატორი AO-MODERN;
  • ინდიკატორი Avarage True Rance პერიოდით 5 — ATR (5);
ფორექსის სტრატეგია „Forex Smart – 2“ – ალგორითმი

ყიდვა:

  • თუ ფასი იმყოფება მცოცავი საშუალო EMA (233)-ის ზემოთ, მაშინ განვიხილავთ მხოლოდ ყიდვის პოზიციებს. ანუ EMA (233) ერთგვარი წყალგამყოფია;
  • ველოდებით ძირითად სიგნალს: თუ LWMA(5) გადაკვეთს LWMA(14)-ს ქვემოდან ზემოთ, მაშინ ვხსნით ყიდვის პოზიციას. ამ სიგნალის გარეშე პოზიცია არ იხსნება;
  • ვაკვირდებით ინდიკატორ MACD-ის, მისმა ჰისტოგრამამ (სვეტები, ხაზები, შტრიხები) უნდა გადაკვეთოს ნულოვანი დონე ქვემოდან ზემოთ და არჩეულ ტაიმფრეიმზე დაიხუროს ზემოთ;
  • პოზიციის გახნის მომენტში ფასი (სანთელი) უნდა იმყოფებოდეს EMA(233)-ის ზემოთ 3 ATR მანძილზე. ანუ თუ 3 ATR არის 90 პუნქტი, მაშასადამე ფასი (სანთელი) უნდა იმყოფებოდეს EMA(233)-დან “90 +” პუნქტის მანძილზე ზემოთ.

რას ნიშნავს 3 ATR მანძილი: ჩვენთვის საინტერესი სანთლის ქვემოთ, ინდიკატორი ATR-ის ჰისტოგრამის შესაბამის სვეტზე (სანთლის მოპირდამირედ არსებულ სვეტზე) მივიტანთ კურსორს და ფანჯარაში გამოჩნდება წარწერა მაგალითად “ATR(5): 0.0030”, ამ რიცხვს ვამრავლებთ 3-ზე, ჩავთვლით მთელ რიცხვად და მივიღებთ 3 ATR მნიშვნელობას. ანუ, მაგალითის მიხედვით: 3 ATR = 3 x 0.0030 = 0.0090, ანუ 90 პუნქტი.

  • ინდიკატორი Stochastic არ უნდა იმყოფებოდეს თავისი 80-იანი დონის ზემოთ, ანუ გაჯერებული ყიდვების ზონაში;
  • სამივე პირობის შეშრულების შემთხვევაში ვხსნით 3 პოზიციას ერთი და იგივე ზომის ლოტით. (რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მანიმენეჯმენტს);
  • ტეიკ პროფიტებს ვაყენებთ პოზიციის გახსნის წერტილიდან: 1 ლოტი – 80 პუნქტი; მე-2 ლოტი 100 პუნქტი; მე-3 ლოტი 130 პუნქტი. თუ გახსნით ერთ ლოტს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პოზიციების დახურვა ნაწილ-ნაწილ;
  • ყიდვის პოზიციის დროს ინდიკატორი სტოჰასტიკი დაეშვა თავისი 70-იანი დონის ქვემოთ, მაშინ ვხურავთ ყველა პოზიციას;
  • სტოპ ლოსი დგება ფიქსირებულ ზომაზე 50-100 პუნქტი. სავაჭრო ინტერვალიდან გამომდინარე. ან უახლოესი ლოკალური მინიმუმის ქვემოთ, ან 3 ATR მანძილზე;
  • პირველი ორდერის დადებითი რეზულტატით დახურვის შემდეგ სტოპ ლოსი უნდა გადაჩოჩდეს დაყენებული სტოპ ლოსის მანძილის ნახევარზე ან 1.5 ATR მანძილზე. ან შესაძლებელია პოზიციის დატრეილინგება;
გაყიდვის პირობები სარკისებურად საპირისპიროა.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart - 2“

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.