ფორექსის სტრატეგია “ბალანსის მრუდი” მარტივი საშუალოვადიანი სავაჭრო მეთოდია. გამოყენებულია მხოლოდ ერთი ინდიკატორი.
- ტაიმ ფრეიმი: H4;
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (25), close;
ფორექსის სტრატეგია “ბალანსის მრუდი” – ალგორითმი
- ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ Buy Stop და Sell Stop გადადებული ორდერებით;
- სასიგნალო სანთელია – “დახურული სანთელი”, ანუ სანთელი/ბარი, რომელსაც აქვს უკვე უცვლელი ფასი და რომელიც დაიხურა ინდიკატორის მრუდის ზემოთ ან ქვემოთ;
ყიდვა:
- 4 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა EMA (25) ქვემოდან ზემოთ და დაიხურა EMA (25)-ის ზემოთ;
- გადადებულ Buy Stop ორდერს ვაყენებთ ამ გადამკვეთი და დახურული სანთლის მაქსიმუმის ერთი პუნქტით ზემოთ;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- 4 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა EMA (25) ზემოდან ქვემოთ და დაიხურა EMA (25)-ის ქვემოთ;
- გადადებულ Sell Stop ორდერს ვაყენებთ ამ გადამკვეთი და დახურული სანთლის მინიმუმის ერთი პუნქტით ქვემოთ;
გაყიდვის მაგალითი:
სტოპ ლოსი:
- გაყიდვის შემთხვევაში – ვაყენებთ გადამკვეთი და დახურული სანთლის მაქსიმუმის ერთი პუნქტით ზემოთ, მაგრამ მიმდინარე ფასისგან არანაკლებ 30 პუნქტის დაშორებით;
- ყიდვის შემთხვევაში – ვაყენებთ გადამკვეთი და დახურული სანთლის მინიმუმის ერთი პუნქტით ქვემოთ, მაგრამ მიმდინარე ფასისგან არანაკლებ 30 პუნქტის დაშორებით;
თუ, მომდევნო 4 საათიანი სანთელი არ დაიხურა სტოპ ლოსით და შესაბამისად დადებით ზონაშია, მაშინ სტოპ ლოსი უნდა გადავაჩოჩოთ ახალი დახურული 4 საათიანი სანთლის მაქსიმუმთან ან მინიმუმთან (ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე).
+ 50 პუნქტი პროფიტის მიღწევისა და ამის შემდეგი პირველი H4 სანთლის დახურვის შემდეგ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და დავადევნებთ ტრეილინგს 50 პუნქტიანი ბიჯით.
მნიშვნელოვანი დამატება:
თუ ფასმა მკვეთრად გაარღვია EMA (25) და დაიხურა მრუდისგან საკმაოდ დიდი დაშორებით, მაშინ არ არის რეკომენდებული პოზიციის გახსნა, ვინაიდან ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი მოსალოდნელია უკუსვლითი კორექცია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ კორექციის დასრულებას და შემდეგ გავხსნათ ორდერი ზემოთ აღწერილი პირობების შესაბამისად.
გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
6
კარგია
2
ცუდია
0
Love
1
Sad
0
Haha
0
***
***
***
***