ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “სამი ეკრანის ბუტერბროდი”

ფორექსის სტრატეგია “სამი ეკრანის ბუტერბროდი” წარმოადგნს სხვადასხვა სტრატეგიების ერთგვარ კომბინაციას, რომელთა შორის ერთ-ერთია “სამ ეკრანზე ვაჭრობის სისტემა”. სტრატეგიით ვაჭრობისას გვჭირდება სხვადასხვა ტაიმფრეიმის სამი ეკრანი, რომლებზეც უნდა მოვიძიოთ სამი, ერთი და იგივე მიმართულების, ერთმანეთის დამადასტურებელი სიგნალი.

გრაფიკებზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

H4 გრაფიკზე:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (20), close;

H1 გრაფიკზე (ძირითადი გრაფიკია):

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (5) close;
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (10) close;
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (15) close;

M5 გრაფიკზე:

  • ინდიკატორი “ბოლინჯერის ველები” სტანდარტული პატამეტრებით (პერიოდი 20, გადახრა 2, ბიჯი 0);
ფორექსის სტრატეგია “სამი ეკრანის ბუტერბროდი” – გარიგების დადების ზოგადი პირობები:

H4 გრაფიკზე:

  • ყიდვა – თუ ფასი იმყოფება EMA (20)-ის ზემოთ;
  • გაყიდვა – თუ ფასი იმყოფება EMA (20)-ის ქვემოთ;

H1 გრაფიკზე:

  • ყიდვა – თუ EMA (5)-მა გადაკვეთა EMA (10) და EMA (15) ქვემოდან ზემოთ;
  • გაყიდვა – თუ EMA (5)-მა გადაკვეთა EMA (10) და EMA (15) ზემოდან ქვემოთ;
H1 და H4 გრაფიკებზე გარიგების დადების ზემოთ აღნიშნული ზოგადი პირობების შესრულების შემდეგ, უშუალოდ ორდერის გახსნისათვის გადავდივართ M5 გრაფიკზე.

გაყიდვა:

  • M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების ზედა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ზედა მრუდებს შორის;

ან,

  • M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების შუა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ქვედა მრუდებს შორის;
  • ასეთ წერტილებში ვხსნით გაყიდვის ორდერს;

გაყიდვის მაგალითი:

H4

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

H1

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

M5

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

ყიდვა:

  • M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების ქვედა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ქვედა მრუდებს შორის;

ან,

  • M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების შუა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ზედა მრუდებს შორის;
  • ასეთ წერტილებში ვხსნით გაყიდვის ორდერს;

ყიდვის მაგალითი:

H4

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

H1

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

M5

ფორექსის სტრატეგია "სამი ეკრანის ბუტერბროდი"

სტოლ ლოსი:

  • ყიდვისთვის – ლოკალურ მინიმუმზე;
  • გაყიდვისთვის – ლოკალურ მაქსიმუმზე;

ტეიკ პროფიტი:

  • არ დგება. პოზიცია იხურება მას შემდეგ რაც EMA (5) გადაკვეთს EMA (10)-ს და EMA (15)-ს გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით. და რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია ტრეილინგ სტოპი;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "HILO - GBP/JPY" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “HILO – GBP/JPY”

ფორექსის სტრატეგია “HILO – GBP/JPY” ეფუძნება სამი მცოცავი საშუალოს და ერთი ტრენდული ინდიკატორის სიგნალებს.