ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.
- ტაიმ ფრეიმი: H1;
- სავალუტო წყვილი: GBP/USD;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (4) Close, გრაფიკზე ლურჯი;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (13) Close, გრაფიკზე მწვანე;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (50) Close, გრაფიკზე ნარინჯისფერი;
- Stochastic Oscillator (12,9,5), დონეები – “20, 40, 60, 80”;
ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic” – ალგორითმი
ყიდვა:
- ЕМА (4)-მა გადაკვეთა ЕМА (50) ქვემოდან ზემოთ;
- ამის შემდეგ ЕМА (13)-მა ასევე გადაკვეთა ЕМА (50) ქვემოდან ზემოთ;
- სასურველია რომ, მცოცავი საშუალოების გადაკვეთების თანამიმდევრობა დაცული იყოს;
- ოსცილატორი Stochastic-ის სასიგნალო მრუდმა გადაკვეთა თავისი 60-იანი დონე ქვემოდან ზემოთ;
- პოზიცია იხსნება სასიგნალო სანთლის დახურვის შემდეგ, მომდევნო სანთელზე;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- ЕМА (4)-მა გადაკვეთა ЕМА (50) ზემოდან ქვემოთ;
- ამის შემდეგ ЕМА (13)-მა ასევე გადაკვეთა ЕМА (50) ზემოდან ქვემოთ;
- სასურველია რომ, მცოცავი საშუალოების გადაკვეთების თანამიმდევრობა დაცული იყოს;
- ოსცილატორი Stochastic-ის სასიგნალო მრუდმა გადაკვეთა თავისი 40-იანი დონე ზემოდან ქვემოთ;
- პოზიცია იხსნება სასიგნალო სანთლის დახურვის შემდეგ, მომდევნო სანთელზე;
გაყიდვის მაგალითი:
სტოპ ლოსი:
- ფიქსირებულად – “50-70 პუნქტი”;
- ან EMA (50)-ის ქვემოთ. ჩემი გამოცდილებით – ეს ვარიანტი უფრო გამართლებულია;
დამატება კონსერვატიული ვაჭრობის თვალსაზრისით პოზიცია იხურება თუ:
- ყიდვის პოზიციის დროს – პოზიცია იხურება მიმდინარე ფასით თუ სანთელი დაიხურა EMA (50)-ის ქვემოთ;
- გაყიდვის პოზიციის დროს – პოზიცია იხურება მიმდინარე ფასით თუ სანთელი დაიხურა EMA (50)-ის ზემოთ;
ასევე პოზიცია იხურება თუ:
- ყიდვის დროს – ოსცილატორი Stochastic-ის სასიგნალო მრუდმა გადაკვეთა 60-იანი დონე ზემოდან ქვემოთ;
- გაყიდვის დროს – თუ ოსცილატორი Stochastic-ის სასიგნალო მრუდმა გადაკვეთა 40-იანი დონე ქვემოდან ზემოთ;
Stochastic Oscillator-ის 20-იანი და 80-იანი დონეები გვჭირდება გაჯერებული გაყიდვების და გაჯერებული ყიდვების ზონების გამოსავლენად. ამ ზონებში პოზიცია უკვე უნდა გვქონდეს გადაყვანილი უზარალობაში.
ტეიკ პროფიტი:
- პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში ფასის მიერ 50 პუნქტის მანძილის გავლის შემდეგ. ამის შემდეგ პოზიციას ვატრეილინგებთ;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით