ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“

ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“

ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“ და მისი მოდიფიკაციები საკმაოდ პოპულარულია და ამავე დროს მარტივი ალგორითმით, რაც მთავარია საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.

გარფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო (Exponential MovingAverages): EMA 9 (სურათზე და შაბლონში ლურჯი ფერის) და EМА 30 (სურათზე და შაბლონში წითელი ფერის). ორიცე გამოყენებული close-ის მიმართ (ფასების დახურვის მიმართ);
  • ინდიკატორი Momentum პერიოდით 14 და ჰორიზონტალური ხაზით 100-იან დონეზე, გამოყენებული close-ის მიმართ (ფასების დახურვის მიმართ);
  • გრაფიკზე ვავლებთ სატრენდო ხაზს ტომ დემარკის (TD) მეთოდის მიხედვით (სამი მაქსიმუმის, ან სამი მინიმუმის შემაერთებელი ხაზი), თუმცა დასაშვებია ჩვეულებრივი სატრენდო ხაზის გამოყენებაც;
უნდა აღინიშნოს, რომ ტრენდული ხაზი ძალიან კარგ ფილტრს წარმოადგენს ამ სტრატეგიაში.
ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“ – ალგორითმი

ყიდვა:

  • 9 ЕМА გადაკვეთს 30 ЕМА- ქვემოდან ზემოთ;
  • ინდიკატორი Momentum იმყოფება თავისი 100-იანი დონის ზემოთ;
  • ფასი გაარღვევს დაღმავალი მიმართულების სატრენდო ხაზს ქვემოდან ზემოთ;
ორდერი იხსნება, ახალი ერთსაათიანი სანთლის გახსნის მომენტში. ეს საჭიროა რათა დავრწმუნდეთ – მცოცავი საშუალოების გადაკვეთასა და სატრენდო ხაზის რეალურ გარღვევაში.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“

გაყიდვა:

  • 9 ЕМА გადაკვეთს 30 ЕМА- ზემოდან ქვემოთ;
  • ინდიკატორი Momentum იმყოფება თავისი 100-იანი დონის ქვემოთ;
  • ფასი გაარღვევს აღმავალი მიმართულების სატრენდო ხაზს ქვემოდან ზემოთ;
ორდერი იხსნება, ახალი ერთსაათიანი სანთლის გახსნის მომენტში.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „ტრენდის გარღვევა“

შენიშვნა: დასაშვებია, რომ მცოცავი საშუალოების გადაკვეთა მოხდეს სატრენდო ხაზის გარღვევის შემდეგ.

  • სტოპ ლოსი დგება ბაზარზე შესვლის ადგილიდან 40 პუნქტის დაშორებით.
  • ტეიკ პროფიტი დამოკიდებულია სავალუტო წყვილის ვოლატილობასა და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. მიახლოებით 80 – 150 პუნქტი.
  • ორდერის გახსნის შემდეგ მიზანშეწონილია ორდერს დავადევნოთ ტრეილინგ სტოპი 5-10 პუნქტიანი ბიჯით.

შაბლონი სტრატეგიისთვის „ტრენდის გარღვევა“

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.