ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA”

ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” ძალიან მარტივი სტრატეგიაა, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ერთ ინდიკატორი მცოცავ საშუალო (Moving Average).

  • თაიმფრეიმი: ნებისმიერი (რჩევა 15 წუთიანი თაიმ-ფრეიმის ქვემოთ არ ივაჭროთ);
  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;
სტრატეგიას “MA ფანჯარა” ქვია, იმის გამო, რომ MetaTrader 4-ის გრაფიკზე წარმოიქმნება ერთგვარი ფანჯარა სანთლებსა და ინდიკატორს შორის.

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს ინდიკატორი დახურვის ფასით, პერიოდი 8 (EMA(8), close);
ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” – ალგორითმი

გაყიდვა:

ვუცდით სანთელს რომელიც ინდიკატორს გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ და დაიხურება ინდიკატორის ქვემოთ. ამის შემდეგ ვაკვირდებით მომდევნო სანთლებს. თუ მომდევნო 5-15 სანთელი (პირველი გადამკვეთი სანთლის ჩათვლით) ასევე დაიხურა იდიკატორის ქვემოთ, მაშინ ვაკვირდებით იმ სანთელს რომელიც ბრუნდება ინდიკატორთან. ამ სანთლის ინდიკატორთან მიახლოების ან გადაკვეთისას ვხსნით გაყიდვის ორდერს.

ყიდვის ორდერისთვის უკუპირობებია.

გრაფიკზე ნაცისფერი მართკუთხედები – ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიმდინარეობს ათვლა ინდიკატორის პირველი გადაკვეთიდან მის უკუ გადაკვეთა-შეხებამდე. დანარჩენი, მგონი ისედაც გასაგებია.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

  • სტოპ-ლოსი: 40-70 პუნქტი
  • თეიკ-პროფიტი: სტოპ-ლოსს მინუს 10 პუნქტი
  • ღია სავაჭრო პოზიცია გადაგვაქვს უზარალობის დონეზე, როგორც კი ფასს პროფიტამდე 5 პუნქტი აკლია.

შაბლონი სტრატეგიისთვის "ფანჯარა MA"

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

ფორექსის სტრატეგია “საშუალოვადიანი პოზიციური”

ფორექსის სტრატეგიის “საშუალოვადიანი პოზიციური”-ს ალგორითმი ეფუძნება მარტივ მცოცავ საშუალოებს (SMA), მნიშვნელოვან დონეებს და ტრენდულ ხაზებს. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.