პაის ღირებულების/ფასის განსაზღვრა

პაის ღირებულების/ფასის განსაზღვრა

როგორც ვიცით ინვესტირებული პაის არ გააჩნია ნომინალი. სსფ-ის ფორმირების პროცესში, მმართველი კომპანიის მიერ ფიქსირდება პაის ფასი, მაგრამ ინვესტირების პროცესის დაწყების შემდეგ, ინვესტირებული პაის ფასი დამოკიდებული იქნება მხოლოდ სსფ-ის სუფთა აქტივების ღირებულებაზე.

რეგულატორი ადგენს წესს, რომლითაც დაიანგარიშება პაის ფასი:

ფონდის სუფთა აქტივები = აქტივები – ვალდებულებები

ამ ფორმულაში, ფონდის აქტივებს წარმოადგენს: საინვესტიციო ფონდის ყველა ფასიანი ქაღალდი, ფულადი სახსრები და ყველა სხვა ქონება.

ფონდის ვალდებულებებს წარმოადგენს სხვადასხვა ხარჯები, როგორებიცაა – აუდიტის, მმართველი კომპანიის, რეგისტრატორის და დეპოზიტარიუმის მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯები. მათი გადახდა ხდება ფონდის აქტივებიდან. “სუფთა ნაშთი”, ანუ ის რაც დარჩება, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო სახარჯო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ – წარმოადგენს სუფთა აქტივებს.

პაის ფასის განსაზღვრისათვის წმინდა აქტივების ღირებულება (წაღ) უნდა გავყოთ სსფ-ის მიერ გაცემული პაიების რაოდენობაზე:

წაღ / პაიების რაოდენობა = პაის ფასი

თუ ფონდი წარმატებულად მუშაობს და მისი აქტივები იზრდება, მაშინ ასევე იზრდება ინვესტირებული პაის ფასიც. შესაბამისად, აქტივების ღირებულების ვარდნის შემთხვევაში, ეცემა პაის ფასიც. რადგან ინვესტორის შემოსავალს წარმოადგენს პაის გაყიდვის (დაფარვის) მომენტში, პაის ყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა.

ბაზარზე მომუშავე საპაიო საინვესტიციო ფონდები მრავალი სახეობისაა. აქციების, შერეული, ობლიგაციების, ინდექსების, ღია, ინტერვალური და ა.შ. ფონდები. მათ შესახებ საუბარი გვექნება რუბრიკის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.