საპაიო საინვესტიციო ფონდების სახეობები (ნაწილი II)

საპაიო საინვესტიციო ფონდების სახეობები (ნაწილი II)

საიტის ერთ-ერთ სტატიაში განხილული საპაიო საინვესტიციო ფონდების სახეობების გარდა არსებობენ სხვა სახეობის ფონდებიც, რომლებიც სტრუქტურით შედარებით რთულ სისტემებს ეფუძნებიან, შესაბამისად ასეთი ფონდები შედარებით იშვიათად გვხვდება.

მათ შორის აღსანიშნავია:

  • ფულადი ბაზრის ფონდები. ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი საინვესტიციო ფორტფელები ჩამოაყალიბონ საბანკო დეპოზიტების არანაკლებ 50%-იანი მოცულობისგან, ხოლო დანარჩენი სახსრები დააბანდონ მოკლევადიან ობლიგაციებში. პორტფელების ასეთი სტრუქტურის წყალობით, ისინი დაბალი რისკების ქვეშ ხვდებიან, თუმცა მოცულობებიც დაბალი აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, ფულადი ფონდების შემოსავლიანობა შეესაბამება საბანკო დეპოზიტის შემოსავლიანობას. ისმევა კითხვა – მაშინ, ასეთი შემოსავლიანობის პირობებში, რაღა საჭიროა ასეთი ფონდების არსებობა? პასუხი: საბანკო დეპოზიტებთან განსხვავებით ფულადი ბაზრის ფონდები ფლობენ ერთ საკმაოდ მძლავრ უპირატესობას – ამ შემთხვევაში მეპაიეს დროზე ადრე შეუძლია გადაფაროს საკუთარი პაი, რაც დეპოზიტიდან ვადაზე ადრე თანხის მოხსნის ანალოგიურია. მაგრამ თუ დეპოზიტიდან ვადაზე ადრე თანხის გამოტანის შემთხვევაში ინვესტორი კარგავს შემოსავალს, ფონდის შემთხვევაში ასეთი რამ არ ხდება.
  • ფონდების ფონდები. ასეთი საპაიო საინვესტიციო ფონდები კაპიტალს აბანდებენ სხვა სსპ-ების პაიებში. ამ შემთხვევაში, მმართველი კომპანიების ამოცანაა შეარჩიონ და ინვესტირება განახორციელონ წარმატებულ ფონდებში – რისკების დივერსიფიცირებისა და შემოსავლიანობის გათვალისწინებით.

არსებობენ საპაიო საინვესტიციო ფონდები, რომლებთანაც წვდომა არ აქვთ კერძო ინვესტორებს. ისინი მუშაობენ მსხვილ კაპიტალებზე, რომლებიც, როგორც წესი კერძო ინვესტორებს არ გააჩნიათ. უმრავლეს შემთხვევებში ამგვარ ფონდებში ინვესტიციებს ახორციელებენ მსხვილი კორპორაციები.

ქვემოთ ჩამოთვლილი საპაიო საინვესტიციო ფონდები მხოლოდ დახურული ტიპისაა:
  • უძრავი ქონების საპაიო საინვესტიციო ფონდები – ვინაიდან უძრავი ქონება ყოველთვის ფასობდა, ფასობს და მომავალშიც ექნება ფასი, ამიტომ ასეთ ფონდებში ინვესტირების ქვედა ზღვარი, როგორც წესი საკმაოდ მაღალია.
  • იპოთეკური საპაიო საინვესტიციო ფონდები – უძრავი ქონების ფონდების თითქმის ანალოგიური სისტემის ფონდებია, მაგრამ მათგან განსხვავებით, იპოთეკური ფონდები ინვესტიციებს ახორციელებენ ვალდებულებების ფულად მოთხოვნაზე, რომლებიც უზრუნველყოფილია იპოთეკით.
  • ვენჩურული ინვესტიციების ფონდები (განსაკუთრებული რისკის მქონე ინვესტიციები) – პირველ რიგში ორიენტირებულნი არიან კორპორაციებზე, რომლებიც აფინანსებენ სხვადასხვა, პოტენციურად მომგებიან პროექტებს.
  • პირდაპირი ინვესტიციების საპაიო ფონდები – ვენჩურული ინვესტიციების ფონდების ანალოგს წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ ინვესტიციები მიემართება არა პოტენციურად მომგებიან პროექტებში, არამედ უკვე მოქმედ კომპანიებში.

ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ საპაიო საინვესტიციო ფონდების ძირითადი სახეობები. ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად არის ყურადღების ღირსი, მაგალითად საინდექსო ფონდები.

აღსანიშნავია, რომ საპაიო საინვესტიციო ფონდებს, აზრობრივი თვალსაზრისით ჰყავთ ანალოგი – საბანკო მართვის საერთო ფონდები. მიუხედავად მსგავსებისა თითოეულ მათგანს გააჩნია უპირობოდ კონკურენტუნარიანი უპირატესობები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …