რა არის სტრატეგია

რა არის სტრატეგია და რისთვის გვჭირდება იგი

შეუძლებელია საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე მივიღოთ შემოსავალი, შესაბამისი სტრატეგიის/სტრატეგიების, სისტემატიზებული სამუშაო პროცესის და შემუშავებული წესების აუცილებელი დაცვის გარეშე.

ამ სფეროში დამწყები ადამიანები, სამუშაო არსენალში ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტების არ არსებობის გარეშე სწრაფად კარგავენ ინვესტირებულ თანხებს/დეპოზიტს, უცრუვდებათ გული და შედეგად თავს ანებებენ ამ ძალიან კარგ და სერიოზულ ბიზნესს. ხოლო შემდეგ, ფეისბუკში, ან ზოგადად ინტერნეტ სივრცეში და პირად საუბრებში თავიანთ წარუმატებლობას აბრალებენ ყველას და ყველაფერს, მათ შორის ბროკერებს, საკუთარი თავის გარდა. რეზუმის სახით კი, მენტორული და საქმეში ჩახედული ადამიანის ტონით ამბობენ, რომ საფინანსო ბაზრებზე შეუძლებელია შემოსავლის მიღება.

იმისათვის, რომ დავიწყოთ მუშაობა/ვაჭრობა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე, უპირველეს ყოვლისა უნდა შევისწავლოთ ტრეიდინგის ძირითადი ცნებები, ტერმინები, ვაჭრობის ტექნიკა, ტაქტიკა, სავაჭრო პლატფორმები, ანალიზის სახეობები და შემდეგ უნდა გავეცნოთ და გამოვიყენოთ სავაჭრო სტრატეგიები, რომლებიც შექმნილია გამოცდილი ტრეიდერების მიერ და წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურ შემოსავალს იძლევიან.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ბაზარი, ვისწავლოთ ფასთა მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება, ამისათვის საჭიროა გვქონდეს სავაჭრო სტრატეგია.

სტრატეგიის გარეშე, ძალიან გამოცდილი ტრეიდერებიც კი ვაჭრობაში უშვებენ შეცდომებს და შესაბამისად განიცდიან ფინანსურ ზარალს.

სავაჭრო სტრატეგია წარმოადგენს წესების სისტემას და იმისათვის, რომ მივიღოთ სტაბილური შემოსავალი, ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ ეს წესები. სტრატეგია არის სავაჭრო გარიგებების დადების ერთგვარი გეგმა. დატესტილი და დამუშავებული სტრატეგია ტრეიდერს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი ეჭვების და ყოყმანის გარეშე შევიდეს ბაზარზე მოცემულ წერტილში და დროულად გამოვიდეს პოზიციიდან, თანაც მიიღოს შესაბამისი შემოსავალი.

საფინანსო ბაზრებზე ზარალის გარეშე არავის არასოდეს უვაჭრია და ვერც ვერასოდეს ივაჭრებს. წაგებისგან არავინაა დაზღვეული. მაგრამ სტრატეგიის მიხედვით სამუშაოს სწორი ორგანიზაციის პირობებში მომგებიანი გარიგებების რაოდენობა, წამგებიან პოზიციების რაოდენობაზე გაცილებით მეტი იქნება.

რა არის სტრატეგია

სავაჭრო გეგმას საგზაო შუქნიშანს ადარებენ. გამოცდილი ტრეიდერები ზედმიწევნით ცნობენ ბაზარზე შესვლის, ან შესვლის ამკრძალავ სიგნალებს. არცერთი პროფესიონალი არ ვაჭრობს და არასოდეს ივაჭრებს სტრატეგიის გარეშე. ხოლო გამოუცდელი ტრეიდერები საფინანსო ბაზარზე მუშაობის ამ უმთავრეს წესს ანგარიშს არ უწევენ, რის გამოც კარგავენ საკუთრ ფინანსურ ინვესტიციებს.

ვაჭრობისას ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბაზარზე შესვლის წერტილების მოძიება.  სავაჭრო სტრატეგია იმიტომაცაა საჭირო, რომ რაიმე გაურკვევლობას არ ჰქონდეს ადგილი. გარიგების დადების მომენტი დგება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება შემდეგი ტიპის სიგნალები:

  • ფასი მივიდა შესაბამის დონემდე;
  • სავაჭრო ინსტრუმენტის გრაფიკზე ინდიკატორები გადაიკვეთა;
  • გრაფიკზე ჩამოყალიბდა რაიმე გრაფიკული ფიგურა, რომელიც მიუთითებს ტრენდის შემდგომ ტენდენციაზე;
  • გრაფიკზე ჩამოყალიბდა სანთლების კომბინაცია, რომელიც ასევე მიუთითებენ ტრენდის შემდგომ ტენდენციაზე;

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუნდაც უმარტივესი სტრატეგიის გამოყენების გარეშე, წამგებიანი პოზიციების რაოდენობა გაცილებით მეტია, რასაც შესაბამისად ადრე თუ გვიან მივყავართ დეპოზიტის განულებამდე.

რა არის სტრატეგია

ახალბედებისათვის, თავდაპირველად რეკომენდებულია გამოცდილი ტრეიდერების მიერ ჩამოყალიბებული, მუშა სტრატეგიების გამოყენება. გამოცდილების შეძენის შემდეგ, როდესაც შევიგრძნობთ ბაზრის მუშაობის არსს, როდესაც მარტივად შეგვეძლება გრაფიკის წაკითხვა, შეგვიძლია გავაერთიანოთ სხვადასხვა სტრატეგიები და მათ ალგორითმს დავუმატოთ ჩვენი იდეები. პრინციპში ამ გზით შევქმნით ჩვენს, ინდივიდულურ სტრატეგიას.

ნებისმიერი სტრატეგიის გამოყენებამდე, იგი აუცილებლად უნდა დავტესტოთ რეალურ ბაზარზე. 6 თვიდან 1 წლამდე ინტერვალში. ტესტირება უნდა განხორციელდეს ან დემო ანგარიშზე, რათა თავიდან ავიცილოთ ფულადი დანაკარგები. ტესტირების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიაში უნდა შევიტანოთ შესაბამისი კორექტივები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი წარმატებული სტრატეგიის შექმნა.

და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტრატეგია დაგვანახებს დადებით რეზულტატს და შეესაბამება ტრეიდერის მოთხოვნილებებს, შეიძლება მისი გამოყენება რეალურ ანგარიშზე ვაჭრობისას.

თუ საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობის გამოცდილება არ გვაქვს, აჩქარება ნამდვილად არ არის საჭირო. მანამდე სანამ, საფინანსო ბაზრებზე ჩვენი ინვესტიციების ოპერირებას დავიწყებთ, საჭიროა ზედმიწევნით შევისწავლოთ საფინანსო ბაზრები, მათი თვისებები, ანალიზის სახეობები და პროფესიონალი ტრეიდერების მიერ შემუშავებული სტრატეგიები.

ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში, საფინანსო ბაზრების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ სანდო წყაროს, უკვე 10 წლის განმავლობაში წარმოადგენს ეს საიტი. სადაც თავმოყრილია უამრავი სტატია საფინანსო ბაზრების, მათ შორის სავაჭრო სისტემების (სტრატეგიების) შესახებ.

თუ ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის წერტილების მოძებნას ვისწავლით, თუ ზედმიწევნით დავიცავთ, ანალიზის სახეობებში და სტრატეგიებში ჩამოყალიბებულ წესებს, მაშინ ვაჭრობის პროცესი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.

საფინანსო ბაზრებზე ფულს კარგავენ ისინი, ვინც არ იცავს ზემოთხსენებულ წესებს. ფულის სწრაფად შოვნის იმედით უგულველყოფენ ზემოთხსენებულ წესებს, შესაბამისად სწრაფად ანულებენ დეპოზიტს და შემდეგ გულაცრუებულნი და ფინანსურად დაზარალებულნი ტოვებენ ამ ბიზნესს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით