სარჩევი
იმისათვის, რომ გავაკეთოთ ბაზრის მოძრაობის მიმართულების სწორი პროგნოზი, უნდა ვიცოდეთ ბაზრის ანალიზის მეთოდები.
ტრეიდინგში გამოყოფენ ანალიზის ორ ძირითდ ტიპს: ფუნდამენტალურ ანალიზს და ტექნიკურ ანალიზს. ზოგიერთი თვლის, რომ ერთ-ერთი მათგანის ცოდნა საკმარისია წარმატებული ტრეიდინგისთვის, თუმცა ეს მცდარი აზრია.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საფინანსო ბაზრებზე ფულს კარგავენ ისინი, ვინც არ ფლობს ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძვლებს. ხოლო ისინი, ვინც მუშაობაში ეფექტურად და კომპლექსურად იყენებენ ფუნდამეტალურ და ტექნიკურ ანალიზებს, ისინი წარმატებულად ვაჭრობენ და მათი შემოსავალიც მაღლია.
ფუნდამენტალური ანალიზი
საფინანსო ბაზრების ანალიზის ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ფინანსური ინსტრუმენტის პროგნოზი მსოფლიო ეკონომიკურ სიახლეებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანი სიახლეები, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ ტრენდის მიმართულების შემობრუნების წინაპირობას. ამიტომ ტრეიდერი, რომელიც დებს გარიგებას, წინასწარ ფუნდამენტალური ანალიზის ჩატარების გარეშე, ვერ იქნება მზად ტრენდის მოულოდნელი ცვლილებისათვის.
მნიშვნელობის მიხედვით სიახლეები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
- ნაკლებად მნიშვნელოვანი;
- საშუალოდ მნიშვნელოვანი;
- ძალზედ მნიშვნელოვანი;
ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებამდე ბაზარზე შესვლა არ არის რეკომენდებული. ასეთ შემთხვევებში ფასის მოძრაობა არაპროგნოზირებადია და შეიძლება წამების განმავლობაში მოძრაობდეს ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით. ხოლო ფასის მკვეთრი მოძრაობის პირობებში სავაჭრო გარიგებები ხშირ შემთხვევებში იხურება სტოპ ლოსებით და გრძელი „გაცურებებით“, ამასთნ ერთად ირღვევა სამუშაო სავაჭრო სტრატეგიის ყველა წესი. პროფესიონალი ტრეიდერები ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებამდე ან ხურავენ პოზიციას, ან გადაყავთ იგი უზარალობაში და თავს ანებებენ ვაჭრობას მანამდე, სანამ ბაზარი არ დამშვიდდება.
ფუნდამენტალური ანალიზი ძირითდად და უფრო ხშირად გამოიყენება საშუალო და გრძელვადიანი ვაჭრობის პროცესში.
ტექნიკური ანალიზი
საბაზრო სიტუაციის ანალიზი ფასური გრაფიკის გამოყენებით წარმოადგენს ტექნიკურ ანალიზს. ფასის მოძრაობის პროგნოზირება ხორციელდება საფინანსო ინსტრუმენტის კურსის ისტორიული მონაცემების საფუძველზე.
ტექნიკური ანალიზის ყველაზე პოპულარული და სანდო ინსტრუმენტებია:
- იაპონური სანთლები;
- გრაფიკული ფიგურები;
- ფასთ გრაფიკი;
- ტექნიკური ინდიკატორები;
ტექნიკური ანალიზი გამოიყენება ნებისმიერი პერიოდის სავაჭრო პროცესისთვის და წარმოადგენს არა აგრესიულ ვაჭრობის სტილს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით