სტრატეგიის არჩევის მესამე წესი

სტრატეგიის არჩევის მესამე წესი

საფინანსო ბაზრებზე ყველაზე წარმატებულ სტრატეგიებად ითვლება ის სტრატეგიები, რომელთა შექმნაშიც გამოყენებულია ერთდროულად ანალიზის სამი ინსტრუმენტი.

ფასური გრაფიკის ცვლილებების პროგნოზირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ტექნიკური ანალიზი, რომელიც შედგება სამი ჯგუფისგან:

  • ფიგურული ანალიზი (ფასური პატერნები);
  • ინდიკატორული ანალიზი;
  • სანთლური ანალიზი;
ფასური პატერნები

ფიგურული, ანუ პატერნების ანალიზი გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გრაფიკზე სხვადასხვა ფიგურების აღმოჩენას, რომლებიც მიგვითითებენ ფასის შემდგომი მოძრაობის მიმართულებაზე. ამიტომაც საჭიროა ამ ფიგურების ვიზუალის და მნიშვნელობის ცოდნა.

ყველა გრაფიკული ფიგურა (მოდელი, პატერნი) იყოფა ორ კატეგორიად:

  • ტრენდის არსებული მიმართულების გაგრძემების ფიგურები;
  • ტრენდის მიმართულების შემობრუნების ფიგურები;

კლასიკურ ვარიანტში ფიგურული მოდელები ჩნდება იშვიათად. გრაფიკზე ისინი გვხვდება ფართო და დიდი ფორმების შემადგენლობაში. ამიტომ, ამ ტიპის ანალიზის გამოყენებისას საჭიროა გრაფიკების ყურადღებით თვალიერება, რათ სწორად გამოვავლინოთ პატერნები.

სტრატეგიის არჩევის მესამე წესი

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ სამკუთხა ფიგურებთან, ვინაიდან ისინი მოასწავებენ, როგორც ტრენდის გაგრძელებას, ასევე ტრენდის შემობრუნებას.

ტრენდის შემობრუნების ძირითადი ფიგურებია:

  • თავი და მხრები, ანალოგიურად შემობრუნებული თავი და მხრები;
  • ორმაგი მწვერვალი, სამმაგი მწვერვალი;
  • ორმაგი ფსკერი, სამმაგი ფსკერი;
  • ალმასი;

ტრენდის გაგრძელების ძირითადი ფიგურებია:

  • სამკუთხედი;
  • ალამი;
  • დროშა;
  • სოლი;
  • მართკუთხედი;
მათემატიკური ინდიკატორები

ანალიზის დამატებითი მეთოდი, რომელსაც იყენებენ სანთლურ და ფიგურულ ანალიზთან ერთად, არის ინდიკატორული ანალიზი. გრაფიკზე ვაყენებთ ტექნიკურ ინდიკატორებს, რომლებიც გვეხმარებიან ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის ყველაზე ხელსაყრელი მომენტების განსაზღვრისათვის. თუმცა არ არის რეკომენდებული ერთდროულად გამოვიყენოთ ბევრი ინდიკატორი. გრაფიკზე ინდიკატორების სიმრავლე გაგვირთულებს პოზიციების გახსნისა და დახურვის ოპტიმალური წერტილების არჩევანს.

სტრატეგიის არჩევის მესამე წესი

ტექნიკური ინდიკატორები იყოფა ორ კატეგორიად:

  • ოსცილატორები – ისინი ძირითდად მიგვითითებენ ტრენდის შემობრუნებაზე, კარგად მუშაობენ ფლეტის დროს (ფლეტი – ფასთა ცვლილება ჰორიზონტალურ დერეფანში). ასეთ შემთხვევებში არ არის აშკარად გამოხატული ტრენდის მიმართულება.
  • ინდიკატორები – ისინი ძირითდად მიგვითითებენ ტრენდის მიმართულებაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თუნდაც ყველაზე პოპულარული, ან თუნდაც ძვირადღირებული ტექნიკური ინდიკატორის გამოყენების შემთხვევაშიც კი, არ უნდა გამოვრიცხოთ შესაძლო რისკები, ანუ ფასი უეცრად წავიდეს ინდიკატორის მიერ პროგნოზირებული მიმართულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ბაზრის მოძრაობის შესახებ მაქსიმალურად სწორი მონაცემების მიღებისათვის უნდა გამოვიყენოთ 2-3 სცვადასხვა სახის ინდიკატორი/ოსცილატორი. და თუ ისინი ერთდროულად გვაძლევენ პოზიციის გახსნის სიგნალს, მაშინ წარმატების მარგი ქმედების კოეფიცენტი გაცილებით მაღლია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდებულია პოზიციის გახსნისაგან თავის შეკავება და მოცდა, სანამ არ მივიღებთ მყარ სიგნალს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინდიკატორები არ ითვალისწინებენ ბაზარზე შესვლის დროს სიგნალების გენერირებას, როდესაც ქვეყნდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები, რომელთა დროსაც მკვეთრად იცვლება ტრენდის მიმართულება.

სანთლები

იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ანალიზის ეს სახეობა, ჯერ უნდა შევისწავლოთ თავად იაპონური სანთლები: ცალკეული სანთლების მნიშვნელობა და მათი კომბინაციები.

არსებობს მრავალი სახის სანთლური მოდელი, რომლებიც მიგვითითებენ ფასის მომავალ მიმართულებაზე (შემობრუნება, ან ტრენდის გაგრძელება). სანთლურ ანალიზს იყენებს ძალიან ბევრი ტრეიდერი და მას თვლიან ყველაზე ეფექტურ და გასაგებ ანალიზის მეთოდად.

იაპონური სანთელი – არის მოცემულ პერიოდში ფასის მიმართულების ანალიზის მეთოდი. სანთელი წარმოადგენს მართკუთხედს, რომელსაც ეწოდება სანთლის ტანი, რომლის ზემოდან და ქვემოდან არსებული ხაზები წარმოადგენენ ფასურ მაქსიმუმსა და მინიმუმს.

სტრატეგიის არჩევის მესამე წესი
არსებობს ორი სახის სანთელი. აღმავალი და დაღმავალი. ტრეიდერების უმრავლესობა, სანთლის ტიპიდან გამომდინარე იყენებენ მათ შემდეგნაირ შეფერილობას:

  • აღმავალი სანთელი თეთრი ან მწვანე ფერი;
  • დაღმავალი სანთელი შავი, ან წითელი ფერი;

რა თქმა უნდა, სანთლების შეფერილობა დამოკიდებულია ტრეიდერის გემოვნებაზე, მაგრამ ზემოთხსენებული ფერები უფრო მეტად გავრცელებულია ტრეიდერების უმრავლესობაში.

მოცემულ თაიმფრეიმზე, მოძრაობის მიმართულებიდან გამომდინარე, ტრეიდერული ჟარგონის თვალსაზრისით, სანთლები იყოფა ორ ჯგუფად.

  • დათვის სანთელი, როდესაც დახურვის ფასი უფრო ნაკლებია ვიდრე გახსნის ფასი, ანუ მოცემულ პერიოდში ბაზარზე დაღმავალი ტრენდია. ე.ი. ფინანსური ინსტრუმენტის ფასი იკლებს;
  • ხარის სანთელი, როდესაც დახურვის ფასი უფრო მეტია ვიდრე გახსნის ფასი, ანუ მოცემულ პერიოდში ბაზარზე აღმავალი ტრენდია. ე.ი. ფინანსური ინსტრუმენტის ფასი იზრდება;

სანთელი ვიზუალურად გვიჩვენებს ფინანსურ ბაზარზე არსებულ განწყობას. ანუ, უფრო მეტი რომელი ტიპის გარიგებაა დადებული  ფინანსურ ბაზარზე მოცემულ პერიოდში – გაყიდვა თუ ყიდვა.

გამოცდილი ტრეიდერები, ხშირად იყენებენ სანთლურ ანალიზს, გრაფიკზე მარტივად პოულობენ ცნობილ სანთლურ ფიგურებს და ამ გზით განსაზღვრავენ ტრენდის შემდგომი მოძრაობის მიმართულებას.

ზემოთ აღნიშნული ანალიზების სახეობების საფუძველზე დაყრდნობით, ტრეიდერები ირჩევენ რომელიმე, მათთვის ხელსაყრელ სტრატეგიას და მისი მეშვეობით მუშაობენ საფინანსო ბაზრებზე, თუმცა შესაძლებელია სტრატეგია მოიცავდეს რამდენიმე სახის ანალიზის ერთობლიობას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით