სტრატეგიის არჩევის პირველი წესი

სტრატეგიის არჩევის პირველი წესი

დღეისათვის შემუშავებულია უამრავი მარტივი სტრატეგია. ამიტომ საფინანსო ბაზრების ყოველმა ახალმა მონაწილემ თავისთვის უნდა ამოარჩიოს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი და დროთა განმავლობაში უნდა დახვეწოს და მოირგოს თავის თვზე.

ამ ბიზნესში შემოსავალი პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია გარიგების დადების მომენტის სისწორეზე და ღია პოზიციის ხანგრძლივობის პერიოდზე.

წესი 1. ღია პოზიციის ხანგრძლივობის პერიოდი

კონტრაქტის დადების დროს ტრეიდერი თავად წყვეტს, თუ რა ვადით ხსნის პოზიციას, ანუ თავად განსაზღვრავს კონტრაქტის ვადას, მისი დახურვის დროს და თარიღს.

კონტრაქტის ხანგრძლივობის თვალსაზრისით სავაჭრო სტრატეგიები იყოფა სამ კატეგორიად:

  • მოკლევადიანი;
  • საშუალოვადიანი;
  • გრძელვადიანი;

მოკლევადიანი

მოკლევადიანი მეთოდი გამოდგება გამოცდილი ტრეიდერებისათვის. ეს კატეგორია მოიცავს:

  • შიდა დღიური

არის შიდა დღიური ვაჭრობის სტილი, როდესაც პოზიცია იხსნება და იხურება ერთი და იმავე დღის განმავლოვაში. შიდა დღიური სტრატეგიები არ არის რთული და მარტივად გასაგებია. ისინი გამოდგება ტრეიდერების უმრავლესობისათვის. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ტრეიდერო მოასწრებს განახორციელოს რამდენიმე გარიგება, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი გარიგებების რაოდენობა, ხშირ შემთხვევებში ხუთს არ აღემატება,

  • სკალპინგი

სტრატეგიის არჩევის პირველი წესი

ვაჭრობის ეს ვარიანტი ხელსაყრელია, როდესაც დეპოზიტზე არ არის დიდი ოდენობის თანხა. კონტრაქტები იდება დროის მინიმალური პერიოდით – რამდენიმე წამიდან მაქსიმუმ 15 წუთის პერიოდით. ამ გზით გამოცდილ სკალპერს შეუძლია დღის განმავლობაში განახორციელოს 200 და მეტი გარიგება, თუმცა ყველა მათგანს რა თქმა უნდა მოგება არ მოაქვს. სკალპინგი ვაჭრობის საკმაოდ რთული მეთოდია და სავაჭრო გადაწყვეტილებები მიიღება ძირითდი ტრენდის მიმართულების გაუთვალისწინებლად.

მოკლევადიანი სავაჭრო სტრატეგიები აგრესიული და რისკიანი სავაჭრო სტილია.

საშუალოვადიანი

საშუალოვადიან სტრატეგიებში პოზიციები ღია მდგომარეობაშია არა ნაკლებ ერთი სავაჭრო დღისა, ხოლო მაქსიმალური პერიოდი  ორი კვირაა. ამ სტრატეგიებით ვაჭრობისას რეკომენდებულია მუშაობა დაბალი საკრედიტო მხარით. საშუალოვადიანი სტრატეგიებით ვაჭრობისას ტრეიდერები ბაზარზე შესვლამდე აკეთებენ ტექნიკურ და ფუნდამენტალურ ანალიზს.

საშუალოვადიანი სტრატეგიები თითქმის უნივერსალურია და სკალპინგთან შედარებით დამწყები (და არა მხოლოდ) ტრეიდერებსისთვის უფრო მისაღებია.

ხანგრძლივვადიანი

ხანგრძლივვადიანი სტრატეგიები გამოადგებათ, როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ ტრეიდერებსაც. ამ ვარიანტში იდება რამდენიმე თვის ხანგრძლივობის კონტრაქტები.

სტრატეგიის არჩევის პირველი წესი

ხანრძლივვადიანი ვაჭრობა სამუშაო გრაფიკზე უფრო მშვიდი დაკვირვების და ანალიზის  შესაძლებლობას იძლევა. არ არის აუცილებელი ყოველ 15-20 წუთში ვაკონტროლოთ საბაზრო სიტუაცია.

სტრატეგიის არჩევის პირველი წესი

ხანრძლივვადიანი სტრატეგიების გამოყენებისას, საბაზრო სიტუაციის სწორი პროგნოზირების შემთხვევაში, ტრეიდერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საკმაოდ დიდი მოგება, რომელიც რამდენიმე ათსი პუნქტის ფარგლებში იქნება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით