IV ეტაპი: გაცნობიერებული კომპტენტურობა

IV ეტაპი: გაცნობიერებული კომპტენტურობა

ვხსნით პოზიციებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც სავაჭრო სისტემა გვაძლევს სიგნალს. ვხურავთ ზარალიან ორდერებს ემოციური თვალსაზრისით ისევე ადვილად, როგორც მშვიდად გავხსენით ისინი. მომგებიან პოზიციებს ვაძლევთ მაქსიმალურად ზრდის საშუალებას, მანამდე სანამ სავაჭრო სისტემა არ მოგვცემს პოზიციის დახურვის სიგნალს. მთლიანად გააზრებული გვაქვს ის გარემოება, რომ ჩვენ სისტემას მოაქვს გაცილებით მეტი მოგება, ვიდრე ზარალი.


ეს არის ის ეტაპი, როდესაც პრინციპში ვართ უზარალობაში, ან მცირე მოგებაში. შესაძლებელია ერთ დღეში მოვიგოთ 100 პუნქტი, მაგრამ მეორე დღეს წავაგოთ 100 პუნქტი. მაგრამ ესეც კარგი მომენტია, ვინაიდან ჩვენ აღარ ვკარგავთ ფულს და ნელ-ნელა ვზრდით კაპიტალს და რაც მთავარია ვაცნობიერებთ თამაშის წესებს.

უკვე უფრო მეტს ვიგებთ ვიდრე ვაგებთ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გავიაზროთ ჩვენი პოზიციები, ჯერ კიდევ უნდა უნდა ჩავატაროთ ჩვენი მოქმედებების სკურპულოზური კვლევა და პოზიციებზე დაკვირვება.

დღე იწყება 30 პუნქტიანი მოგებით, შემდეგ ვიღებთ 50 პუნქტს, შემდეგ ვაგებთ ისევ იმ დილით მოგებულ 30 პუნქტს. კი დავუბრუნეთ ეგ პუნქტები ბაზარს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ისევ წავართმევთ და ამას არავითარი ნეგატიური დატვირთვა არ აქვს. ეს არის უბრალოდ სამუშაო რუტინა. გახსენდება ქართლური გამოთქმა „წაგება და მოგება ძმები არიანო…. მაა გენა მააა“ 🙂 . ამრიგად ვიღებთ სტაბილურ მოგებას დღიდან-დღემდე, კვირიდან კვირამდე.

სკოლაში სწავლისას, სადაც დიდად არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული ნიჭით, უბრალოდ პასუხისმგებლიანი მოსწავლე ვიყავი, რომელიმე ზუსტ საგანში (ალგებრა, გეომეტრია ან სხვა) რაიმე ამოცანას როცა ვერ ამოვხსნიდი ხოლმე, მივანებებდი თავს, თუმცა ფიქრი მასზე იმდენად ჩამყვებოდა გონებაში, რომ ზოგჯერ მესიზმრებოდა კიდეც 🙂 . დილით, სკოლაში წასვლამდე მივუბრუნდებოდი ამოცანას და უცებ-უცებ გამოვიყვანდი, თითქოს ამოცანის ამონახსნი ძილში დამესიზმრა.

რა თქმა უნდა შიზოფრენიის 🙂 , ან გულთმისნობის იმ დონეს ვერ მივაღწიე, რომ ამოცანის პასუხი დამსიზმრებოდა, მაგრამ გონება იმდენად იყო მომართული ამ თემის მიმართ, რომ ძილის პროცსში ქვეცნობიერად ტვინში ალაგებდა ქაოსს, რომელიც გამოიწვია რთულმა ამოცანამ.

ყველა პროფესიაში, რომელსაც ადამიანი სერიოზულად აღიქვამს და მიაჩნია რომ ეგ პროფესია სისხლხორცეულად მისია, მისი გონებაც მუდმივად მომართულია ამ თემისკენ. ტრეიდინგშიც ეგრეა. ტრეიდერად ჩამოყალიბების ამ ეტაპზე, არათუ ფიქრობ ფინანსურ ბაზრებზე, არამედ როცა კომპიუტერთან არ ხარ, სადმე კაფეში ზიხარ, ან პროფილაქტიკაში ვინმე “ხადავიკ ტარიელასთან”, მაშინაც კი ქვეცნობიერად გრძნობ ბაზარს. გრძნობ, რომ ფასი, მაგალითად ავიდა მაღლა. მიხვალ ტერმინალთან, ჩართავ გრაფიკს და ჰოი საოცრება… ფასი მართლაც ზევით წასულა. სიგიჟედ არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ეტაპზე (და შემდეგშიც) ზოგჯერ გესიზმრება კიდეც გრაფიკები და ფასის მოძრაობა, რომელიც შემდგომში, ტერმინალთან მისვლისას აღმოჩნდება სიმართლე. ბაზარზე არსებული ქაოსი შენთვის ქაოსი აღარ არის, ეგ ქაოსი შენთვის უკვე კანონზომიერებაა. ამ ეტაპზე პროფესიონალი არ ხარ, მაგრამ უკვე უპირობოდ გაცნობირებულად კომპეტენტური ტრეიდერი ხარ.

ეს ეტაპი გრძელდება 6-8 თვე, იმიტომ რომ კვლავ კვლევისა და დაკვირვების პროცესში ვართ, და გადავდივართ ტრეიდერად ჩამოყალიბების შემდეგ ეტაპზე, რომელსაც სხვა სტატიაში წავიკითხავთ…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით