II ეტაპი: გაცნობიერებული არაკომპტენტურობა

II ეტაპი: გაცნობიერებული არაკომპტენტურობა

მეორე ეტაპზე ვგრძნობთ, რომ ფორექსზე და ზოგადად საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობისათვის საჭიროა გაცილებით მეტი მუშაობა, მათ შორის საკუთრ თვზე და საჭიროა სწავლა. აქ აზრად მოგვდის რომ სრულიად არაკომპეტენტურები ვართ. სტაბილური შემოსავლის მიღებისათვის არ გვაქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები და რაც მთავარია ცოდნა.

და ის რომ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე მუშაობას უფრო მეტი რამ სჭირდება ვიდრე „ყველაფერჩიკობას“. ჩვენ ქართველები ხომ ზოგადად „ყველაფერჩიკები“ ვართ. ყველაფერი ვიცით სანტექნიკოსობიდან დაწყებული სეისმოლოგიით დამთავრებული. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება სანთლით ვერ იპოვი ვერც კომპეტენტურ სანტექნიკოსს და ვერც სეისმოლოგს.

და აი, ჩვენი ტვინი იწყებს ძიებას, მივდივართ იმ აღმოჩენამდე, რომ საჭიროა რაღაც სავაჭრო სისტემა – მეთოდი, ვიგებთ იმას, რომ თურმე არსებობს რაღაც ავტომატური სავაჭრო სისტემები, ანუ რობოტები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვაჭრობენ საფინანსო ბაზრებზე, ვიგებთ რომ თურმე არსებობენ ინდიკატორები, რომლებიც „უტყუარად“ გვიჩვენებენ ფასის მოძრაობის პერსპექტიულ მიმართულებას და ამიტომ გულმოდგინედ ვეძებთ მათ და ზოგჯერ ვყიდულობთ კიდეც ამ სავაჭრო სისტემებსა და რობოტებს.

ვიყენებთ ამ მეთოდებს, ერთს, მეორეს, მესამეს და ა.შ. ერთი დღე მეორე, მესამე…. ასე გრძელდება ერთი, ორი, სამი … და ა.შ. კვირა. არ ვსარგებლობთ ერთი და იგივე სისტემით ხანგრძლივი პერიოდით, რათა მოვასწროთ ყველა მოძიებული სისტემის დროულად დატესტვა, რომ გავიგოთ თუ რა მოგების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ მეთოდს. ყოველ ჯერზე, როდესაც აღმოვაჩენთ ახალ, ჩვენთვის ჯერ უცნობ ინდიკატორს, ექსპერტს ან სავაჭრო სისტემას ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის ინდიკატორი ან მეთოდია, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

ამ ძიების პროცესში ნელ-ნელა მოვდივართ აზრზე, გვემატება ცოდნა, ვეჩვევით ახალ ტერმინებს და სახელწოდებებს, ვტესტავთ ექსპერტებს, ინდიკატორებს, ვანაცვლებთ ინდიკატორების პარამეტრებს, ვიყენებთ პივოტებს, წინააღმდეგობებს, ფრაქტალებს, დივერგენციებს და ა.შ. ვიყენებთ ყველა ჭკვიანური და ეგზოტიკური სახელწოდებების სისტემებსა და ინდიკატორებს იმ იმედით, რომ ეს გზა მიგვიყანს და აღმოგვაჩენინებს რაღაც ჯადოსნურ სისტემას, რომელიც მოგვცემს აი იმ სანუკვარ შემოსავალს, რომელიც უკვე ზოგჯერ გვესიზმრება კიდეც.

ვცდილობთ ტრენდის  ფსკერისა და მწვერვალის ძებნას,  იმ „უტყუარი“ ინდიკატორების მეშვეობით ვცდილობთ ტრენდის შემობრუნების ზუსტი წერტილის მოძიებას და რა?! და ის რომ, საბოლოო ჯამში ისევ ზარალიანი პოზიციები გვიჭირავს  ხელში და ეს ზარალი უფრო და უფრო იზრდება, გაოცებულს გებადება კითხვა: რატოოოომ? შენ ხომ ყველაფერში მართალიხარ და მაინც რატოოომ?

შევდივართ, რომელიღაც ინტერნეტ გვერდებზე, ტელეგრამ თუ ვოცაპ ჩატებში, ფეისბუკ გვერდებზე, ვხედავთ, რომ ვიღაც ლევანები, დათოები, მარიამები მიზანს მიზანში ურტყამენ, პუნქტს პუნქტზე არ „მაზავენ“ – და ისევ გიჩნდება კითხვა შენ რატომ ვერ აკეთებ ამას?

სვამ შეკითხვებს, ზოგჯერ ისეთ უაზრო შეკითხვებს, რომ, როცა უკან მოიხედავ ამ შეკითხვების თავად გრცხვენია, თუმცა მათი დასმის პერიოდში სწორედ ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხია პანაცეა ყველა სავაჭრო უბედურებისაგან.

იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რომ ამ ტელეგრამ და ვოცაპ არხების ავტორების უმეტესობა სრული კრეტინი და „ლოხია“ და საერთოდ აზრზე არაა საფინანსო ბაზრების, მაგრამ თავიდან ამას ვერ ვხვდებით, ამას შემდეგ, უკან მოხედვისას მივხვდები.

ღმერთო ჩემო, რამდენი იდიოტური საიტების  და ფეისბუკ გვერდების წაკითხვით მაქვს ღამეები გათენებული, როდესაც ჩემი პოზიციის საპირისპიროდ წავიდოდა ხოლმე ფასი. ვეძებდი საიტებს სადაც ვინმე ტრეიდერ-ანალიტიკოსი ბრძნული გამომეტყველებით დაწერდა, რომ ფასი დაბრუნდებოდა ჩემი პოზიციის მიმართულებით. რამდენჯერ საათობით ვუყურებდი ხოლმე გარფიკს და „ე ბიჯო“, „ე ბიჯო“, „მიდი რაა..“, „მიდი რაა..“-ს შეძახილით ვთხოვდი ხოლმე დოლარის კურსს დაბრუნებულიყო ჩემს ნიშნულთან.

მერე აღმოაჩენ რომელიმე რესურსს და ინტუიციით ხვდები რომ ეს რესურსი სხვასთან შედარებით სერიოზულია, კითხულობ მათ და აქაც მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ მათი ავტორები, რომლებიც მოგებას მოგებაზე იღებენ – უბრალოდ იტყუებიან. შენც ხომ უამრავი რამ ისწავლე და რატომ შენ არ გამოგდის არაფერი. შენ იცი იმდენივე, რაც მათ, მაგრამ ისინი იგებენ, შენ აგებ, მაშასადამე ისინი იტყუებიან. თუმცა, შენი ბალანსი იკლებს, მათი ბალანსი კი იზრდება.

ვითომ ვიღებთ ამ რესურსების რჩევებს, მაგრამ მაინც ვჯიუტობთ, გვგონია რომ ამ რესუსრების ავტორებზე და მომხმარებლებზე მეტი ვიცით და მიუხედავად მათი რჩევებისა ისევ საკუთარი მეთოდებით ვვაჭობთ, ჰა და ჰა შეიძლება ამ რესურსების ერთი ორი რჩევა გავიზიაროთ, მეტი არა.

შემდეგ აღმოვაჩენთ სიგნალების პროვაიდერებს. ვყიდულობთ მათ სიგნალებს ვცდილობთ ამ სიგნალებით ვაჭრობას, მაგრამ აქაც არაფერი გამოდის, შემდეგ სხვა სიგნალებს ვყიდულობთ და ისევ იგივე ხდება, ვერა და ვერ გავდივართ მოგებაში.

მერე ვპოულობთ ვიღაც ტიპს, რომელიც გვპირდება, რომ ჩვენგან გამოიყვანს ტრეიდერს და გვაშოვნინებს მილიონებს. მერე ხვდები რომ ეს ტიპი „ლოხია“ და შენზე ნაკლები თუ არა, შენზე მეტი ნამდვილად არ იცის. ან მოძებნი ვინმე ნორმალურს, მაგრამ აზრი არა აქვს ვინაიდან ისევ ზარალში ხარ, ვინაიდან კომპიუტერთან ვაჭრობისას შენ რჩები ბაზართან ერთი ერთზე და არა ის მასწავლებელი. მერე აღარც ეგ მასწავლებლი მოგვწონს და თავი ისევ მასზე ჭკვიანი გვგონია.

ეს პერიოდი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ერთი, ორი ან სამი წელიწადიც კი. თუ პირველ ეტაპზე არ დავნებდით, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ეტაპზე დავნებდეთ გული ავიცრუოთ ფორექსზე და სხვა საფინანსო ბაზრებზე.

ფორექსზე, როგორც დეცენტრალიზებულ ბაზარზე სტატისტიკის წარმოება ძალიან რთულია, თუმცა არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დამწყები ტრეიდერების 60% ნებდება ტრეიდინგის დაწყებიდან პირველი სამი თვიდან ერთი წლის განმავლობაში. და ეს ძალიან კარგია. საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობა ასეთი ადვილი რომ იყოს ყოველი ჩვენთაგანი დიდი ხანია მილიონერები ვიქნებოდით.

დანარჩენი 20% ერთი წლიდან 3 წლის განმავლობაში ვაჭრობენ, მერე ყველაფერი ბეზრდებათ, ალალ ბედზე ან ჯინაზე ხსნიან დიდ პოზიციებს ასხამენ მთელ ფულს და ლანძღვა-გინებით თავს ანებებენ საფინანსო ბაზრებს. და მხოლოდ ტრეიდერების 10% რჩება ბაზარზე და იღებს სტაბილურ და გარანტირებულ შემოსავალს.

მიუხედავად იმის,  რომ ამ მეორე ეტაპზე რამდენჯერმე ჩამოვუშვით ხელები, პერიოდულობით ვნებდებოდით კიდეც და რამდენიმე კვირით არც კი ვიხედებოდით ფორექსისკენ, საკმარისზე მეტი დრო, ფული და ენერგია დავხარჯეთ ამ საქმისთვის, რამდენიმე დეპოზიტიც კი „გავასხით“, მაგრამ ჯერ კიდევ კოჭლობით, თუმცა მაინც მედგრად ვდგავართ – აი სწორედ ამ, ერთ მშვენიერ დღესა და წამში აღმოვჩნდებით ტრეიდერად ჩამოყალიბების მესამე ეტაპზე, რომელსაც წავიკითხავთ სხვა სტატიაში…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *