I ეტაპი: არაცნობიერი არაკომპტენტურობა

I ეტაპი: არაცნობიერი არაკომპტენტურობა

გვგონია, რომ ეს არის ფულის შოვნისათვის კარგი საქმიანობა, ვინაიდან ამის შესახებ სადმე წავიკითხეთ, ან მოვისმინეთ, ან ვნახეთ ვიდეო, ან ბოლოს და ბოლოს ჩვენს სანაცნობოში არის ადამიანი, რომელიც ამ საქმიანობით ფულს შოულობს.

ჩვენც ვუყურებთ სავაჭრო ტერმინალის გრაფიკებს, სადაც ფასი ადის და ჩამოდის ქვემოთ და ზემოთ. ნუ, რა უნდა იყოს ამაში რთული? ჰოდა ვიწყებთ ტრეიდინგს.

სამწუხაროდ, როცა ვხსნით პირველ სავაჭრო პოზიციებს, საერთოდ აზრზე არ ვართ რას ვაკეთებთ. ვხსნით ბევრ ორდერს, სერიოზულად ვრისკავთ. როცა ფასი გახსნილი ორდერის საწინააღმდეგო მიმართულებით წამოვა – ვხსნით საპირისპირო პოზიციას, შემდეგ ფასი ისევ საპირისპირო მიმართულებით მიდის და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით ვხსნით ორდერს და კვლავ და კვლავ, ვიმეორებთ ერთი და იგივეს.

აქეთ-იქით ბორიალში სადმე მაინც გაგვიმართლებს კიდეც, მაგრამ ეს უფრო ცუდია ჩვენთვის, ვინაიდანვ ტვინი ფიქრობს, რომ რომ თუ მოვიგეთ, მაშასადამე თურმე მაინც ადვილი ყოფილა ტრეიდინგი, შესაძლებელი ყოფილა მოგება და ეს მოგება ხელშესახები რომ იყოს ვზრდით და ვზრდით ინვესტირებული თანხის მოცულობას, ანუ უფრო მეტი თანხით ვვაჭრობთ თითოული ახალი გახსნილი პოზიციის შემთხვევაში.

ვცდილობთ არსებული ზარალის გადაფარვას, ვზრდით სავაჭრო ლოტს ყოველ ორდერზე. ზოგჯერ ამ საკითხშიც გვიმართლებს ხოლმე, თუმცა ბოლოს მაინც უფრო მეტ ზარალამდე მივდივართ. საფინანსო ბაზრებზე არაკომპეტენტურობის გამო პირწმინდად ვაგებთ.

ეს ეტაპი შესაძლებელია გაგრძელდეს 1-2 კვირა, ან 1-2 თვე და მეტიც კი. თან ძალიან გვტკივა და ვბრაზდებით რომ ვაგებთ, თან თავმოყვარეობაც გვაწვალებს, როგორ?! როგორ შეიძლება წავაგოთ ამ ზემოთ ქვემოთ მოხტუნავე ფასების გამო, როცა თავს ინტელექტუალურად განვითარებულ და ჭკვიან ადამიანად ვთვლით.

ბიზნესის სხვა საქმიანობაში, სადაც ფასები ასევე “ხტუნაობენ” ხომ გვაქვს წარმატებები, ან სამსახურში ხომ პატივს გვცემს უფროსობა და თანამშრომლები და ამ რაღაც ცინგლიანმა ფორექსმა თუ სხვა საფინანსო ბაზარმა, როგორ გაბედა და როგორ დაგვჩაგრა და წაგვართვა სიმწრით ნაშოვნი და ინვესტირებული ფული. ამ ფულით ხომ დავისვენებდით ერთი კვირა მაინც სადმე ეგვიპტეში ჩვენს ვინმე „სიცოცხლესთან“ ერთად.

გინდა საერთოდ გაანებო ამ საქმეს თავი, მაგრამ დაკარგული ფული გენანება, თანაც უკვე ორი თვეა „ბლატაობ“ ნაცნობებთან რომ საერთაშორისო ბაზარზე ფორექსზე, ოფციონებზე და კრრრრიპტოზე (მაგრა ჟღერს არა?!) ვაჭრობ, და რამე… ისინი გპასუხობენ „…ვაუ რა მაგარია“, თან იმ შენმა ნაცნობმა კუჭკუჭიმ, ან იზაბელამ თუ შეძლო ფორექსზე ვაჭრობით ფულის შოვნა, შენ რა, მათზე ნაკლები რით ხარ, შენ რატომ ვერ შეძლებ ვითომ?!

აი ამ ფიქრებში ვართ და…

აღარც ფული შეგვრჩა, აღარც ეგვიპტის პირამიდები და აი აქ ვხვდებით, რომ ფორექსზე შემოსავლის მიღებისათვის „აი რაღაც ის… არ გვყოფნის“ “აი რაღაც ის… გვაკლია”. სწორედ აი იმ „ის“-ზე გადასვლა არის ტრეიდერად ჩამოყალიბების მეორე ეტაპზე გადასვლის პროცესი, რომელსაც წავიკითხავთ სხვა სტატიაში…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით