სარჩევი
ხშირ შემთხვევაში ტრეიდერები თვლიან, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა. ტრეიდინგი არის – რისკი და ჯილდო ამ რისკის გაწევისათვის.
ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია მომგებიანი პოზიციების საკუთარი საბოლოო დადებითი ან უარყოფითი კოეფიცენტი. გვაქვს ჩავარდნების და არა ოპტიმალური ვაჭრობის პერიოდები. როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვაქვს საკუთარი მოლოდინების საპირისპირო უარყოფითი რეზულტატები, ამ ფაქტორმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჩვენი აზროვნების ტრანსფორმაცია, რომელიც მომავალში შექმნის კიდევ უფრო დიდ სავაჭრო პრობლემებს.
ქვემოთ წარმოდგენილია ოთხი შესაძლო მიზეზი იმისა, როდესაც ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ვამართლებთ სავაჭრო მოლოდინებს და ის აზრობრივი ბერკეტები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გამოვასწოროთ ვითარება.
მარცხი – საქმიანობის ხელახლა დაწყების შესაძლებლობაა, მაგრამ უფრო გონივრულად.
ჰენრი ფორდი
სტატიაში გამოყენებულია მასალები ტრეიდინგის ფსიქოლოგის ბრეტ სტინბარჯერის (Brett N. Steenbarger) წიგნიდან: „ტრეიდინგის ფსიქოლოგია. გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები და მეთოდები“.
1) მოლოდინები არა რელისტურია.
დამწყები ტრეიდერები ხშირად ცდილობენ დროში შეკვეცონ სწავლების პროცესი და დროზე ადრე რისკავენ რეალურ ბაზარზე გასვლით. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება ფულის გამომუშავება (და ეს ბუნებრივი მომენტია) და არ აქვს იმის დრო და არ ჰყოფნის ნებისყოფა, რომ სრულყოფილად გაიაროს სწავლების პროცესი და მიიღოს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
გავიხსებოთ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო სპორტიდან დაწყებული და მუსიკით დამთავრებული. არცერთ სფეროში არავის შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ წარმატებას რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
მაგალითად მედიცინაში, სანამ ადამიანი ექიმი გახდება, მანამდე 6 წელი უნდა ისწავლოს ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე, შემდეგ 6 წელი რეზიდენტურა და ბოლოს უშუალოდ კონკრეტულ სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესი.
რა თქმა უნდა ტრეიდერად ჩამოყალიბების პროცესი ათეული წელი ვერ და არ გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი მოლოდინები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების უწყვეტ პროცესთან და განვითარებასთან. ჩვენ უნდა შევაფასოთ საკუთარი პროგრესი და არა ის თუ რამდენად სწრაფად მივაღწევთ საბოლოო სასტარტო წერტილს.
2) ბაზარი მუდმივად ცვალებადია
აქტიური ტრეიდერები დამეთანხმებიან, რომ ხშირად ხდება, როდესაც წელიწადის გარვეულ პერიოდში მუშაობის შედეგები ძალიან კარგია, ხოლო შემდეგ წარუმატებლობის უწყვეტი სერიის პერიოდი დგება. შესაბამისად, საკუთარი ვაჭრობით იმედგაცრუება იწვევს შემდგომ პრობლემებს ტრეიდინგში.
როდესაც გავაანალიზებთ საბაზრო სიტუაციას, მაგალითად:
შესაძლებელია წლის დასაწყისში იყო აღმავალი ბაზარი და ფულიც გამოვიმუშავეთ ექსტრემალური ფასური მოძრაობების საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობისას. მაღალი ვოლატილობის პირობებში ფასური მოძრაობები ექსტრემალურიდან გადაიზარდა უფრო მეტად ექსტრემალურში და როდესაც მაკროეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, ამასთან ერთად შეიცვალა ბაზრის აღმავალი ტენდენციაც.
ახალ საბაზრო პირობებში ტრეიდერი გახდა დაბალპროდუქტიული და შედარებითი თვალსაზრისით აღმოჩნდა ვიწრო პროფილის სპეციალისტი. ამიტომ იგი, ანუ ასეთი ტიპის ტრეიდერი, უნდა დაუბრუნდეს ახალი შესაძლებლობების შესწავლას, რითიც შეეცადოს საკუთარ სავაჭრო არსენალის გამდიდრებას.
მარცხი, პირველ რიგში წარმოადგენს ახალ პირობებთან ადაპტირების შეუძლებლობას.
3) სრულად არ ვავლენთ ჩვენს ძლიერ მხარეებს.
ტრეიდერების ნაწილი ცდილობს იმუშაოს საფინანსო ბაზრებზე, ისე რომ ბოლომდე არ გამოავლინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. აქტიური ტრეიდერები, რომლებიც კარგად ვაჭრობენ პატერნებზე, ცდილობენ გამოიმუშაონ შედარებით გრძელვადიანივადიანი „მოსაზრებები“, რითიც კარგავენ მოქნილობას.
ხოლო ტრეიდერები, რომლებმაც იციან ბაზრის საერთო სურათის ანალიზი და წარმატებას აღწევენ ბაზრების გრძელვადიანი შესაძლებლობების შესწავლაში, ვაჭრობას იწყებენ მოკლევადიან ფასურ რყევებზე, რის გამოც ბაზარი ანადგურებს მათ.
ამიტომაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო წარმატებების მონიტორინგი, ანუ იმ გარიგებების და სავაჭრო პერიოდების მონიტორინგი, რომელზეც ტრეიდრი აღწევს მაქსიმალურ რეზულტატს.
ჩვენ გამოგვაქვს სწორი დასკვნები, როდესაც განვსაზღვრავთ ყველაზე გაჯერებულ საკუთარ სამუშაო სავაჭრო პერიოდს. სწორედ ეს პერიოდები ავლენენ ჩვენს ექსკლუზიურ, განსაკუთრებულ და ძლიერ მხარეებს. ამ მონიტორინგის მიზანია გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, და არა გარდავიქმნათ სხვა სტილის ტრეიდერად.
4) ტრეიდინგი არ წარმოადგენს თქვენი ცხოვრების გზას.
ტრეიდინგი არ არის ცხოვრების ერთადერთი გზა, თუმცა ამ სიტყვებს ვერ გაიგებთ ვერც ტრენერებისგან და პოტენციური მასწავლებლებისგან. ტრენერების და მით უმეტეს ბროკერების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მიიზიდონ ადამიანები და ჩაითრიონ ისინი ამ ბიზნესში. ამიტომ გულუბრყვილო იქნებოდა ვივარაუდოთ, რომ ტრენერმა გითხრათ – ეს საქმე, ანუ ტრეიდინგი თქვენი საქმე არ არის და ეს გზა არ არის ის გზა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს სასიცოცხლო მოთხოვნილებებს.
არსებობენ პიროვნებები, რომლებიც საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობენ სრული დატვირთვით მთლიანი სამუშაო დღის და არა მხოლოდ სამუშაო დღის განმავლობაში. მაგრამ ისინი ამით არ და ვერ იღებენ სრულ კმაყოფილებას, არ განიცდიან თვითრეალიზაციის გრძნობას (სხვათა შორის, ერთი ასეთი ნაცნობი მეც მყავს). მათთვის ბედნიერებას წარმოადგენს უშუალოდ ადამიანებთან და არა გრაფიკებთან ურთიერთობა, რეალურ და არა ვირტუალურ სამყაროსთან ურთიერთქმედება და ამიტომ ისინი ტრეიდინგს ცვლიან სხვა, უფრო პრაქტიკულ და ხელშესახებ საქმიანობაში. კომპიუტერის მონიტორის წინ საათობით ჯდომით ისინი მაქსიმალურად ვერ ავლენენ საკუთარ საუკეთესო მხარეებს, ამიტომაც არ არსებობს იმის გარანტია რომ ტრეიდინგით ისინი ოდესმე მიაღწევენ მაქსიმალურ წარმატებას ცხოვრებაში.
მარცხი – არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია. როდესაც ჩვენ განვიცდით მარცხს, ეს არის ერთგვარი გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმის აღქმა, თუ რატომ განვიცადეთ მარცხი, წარმოადგენს პირველ ნაბიჯს წარმატებული ცხოვრების გზაზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით