ფორექსის ბაზრისა და ვალუტის გაცვლის საბანკო და კერძო პუნქტების შედარება

ფორექსის ბაზრისა და ვალუტის გაცვლის საბანკო და კერძო პუნქტების შედარება

ვინც გაეცნო წინა სტატიებს, სადაც საუბარი გვქონდა ფორექსის ბაზრის მუშაობის თეორიული, ზოგადი პრინციპების შესახებ, ალბათ დაებადა ორი, ჩემი აზრით უმთავრესი კითხვა, რა დეპოზიტს უნდა ვფლობდეთ ფორექსზე ვაჭრობისათვის და არის თუ არა ნამდვილად შესაძლებელი ფულის შოვნა ფორექსზე.

ამ თემის გაშლისათვის თავდაპირველად განვიხილოთ უფრო მარტივი სქემა ვიდრე ფორექსია და ამასთან ერთად, რომელიც ჰგავს ფორექსს – ეს არის ვალუტის გაცვლის საბანკო ან კერძო პუნქტები. ანუ შევეცდები განვმარტო რა უპირატესობა აქვს ფორექსს ამ უკანასკნელთან.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ბანკში არის შესაძლებელი ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა. ბანკების მსგავსად არსებობს უამრავი ვალუტის გაცვლის დაწესებულებები (სავალუტო ჯიხურები, ვალუტის გაცვლია პუნქტები), სადაც გაცვლითი ოპერაციები ანალოგიურია.

ვინც უფრო ახალგაზრდაა მათ ვეტყვი, რომ 90-იანი წლების საქართველოში, მანეთების და კუპონების პერიოდში, ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ყველაზე ფართომასშტაბიანი წერტილები იყო მოდულის შენობასთან, მაშინ მას კავკასიი ბირჟა ერქვა და ვაგზლის მოედანთან. ამ ადგილებში უამრავი ადამიანი და ჯიხური ახორციელებდა ვალუტის ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს და ამით ოჯახებს ინახავდა.

ზემოთ აღნინული მეთოდის გამოყენებით, ანუ ბანკებსა და ვალუტის გაცვლით დაწესებულებებში ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებით, მართლაც რომ შესაძლებელია ფულის შოვნა. საქმე მხოლოდ ერთშია, რამდენ პუნქტს მოვიგებთ ჩვენ ამ ოპერაციებით. ვთქვათ, ხელზე გვაქვს 1000 აშშ დოლარი და გვსურს გაცვლითი ოპერაციის ჩატარება რომელიმე გაცვლითი პუნქტის მეშვეობით. წარმატებისათვის პირველ რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია საყიდელი ვალუტის კურსის ზრდასთან დაკავშირებით.

თუ პროგნოზების მიხედვით ჩანს, რომ ვალუტის კურსი მოიმატებს, მაშინ ჩვენ უნდა ვიყიდოთ იგი. მაგრამ მხოლოდ ამ პროგნოზზე დაყრდნობა არა რაციონალურია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვფლობდეთ არა მხოლოდ მოკლევადიან პროგნოზს, არამედ უნდა ვიცოდეთ ინფორმაცია ვალუტის ქცევის შესახებ მომავალი 2-3 თვის პერსპექტივაში.

ვთქვათ, ანალიზის მიხედვით ოპტიმალურია ვიყიდოთ ევრო, დოლარის ფასად. მოგების მიღებისთვის ოპერაცია უნდა ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველი – ჩვენ უნდა ვიყიდოთ ევრო, ხოლო შემდეგ უნდა სარფიანად გავყიდოთ იგი. როდესაც ვიყიდით ევროს, ამის შემდეგ ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც გაყიდვის ფასი გაიზრდება. ანუ უნდა ვიყიდოთ რაც შეიძლება დაბალ ფასად – იაფად და გავყიდოთ რაც შეიძლება მაღალ ფასად – ძვირად, ვიდრე ვიყიდეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალუტის გადასაცვლელი პუნქტები ვალუტას ყიდიან უფრო ძვირად ვიდრე ყიდულობენ.

აქ გათვალისწინებულია ის, რომ ჩვეულებრივი გადამცვლელი პუნქტები იღებენ საკომისიოს, ანალოგიურად როგორც ფორექსში. სპრედის (საკომისიო) რაოდენობა გადამცვლელ პუნქტებში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ბროკერების მიერ დაწესებული სპრედი ფორექსში. სპრედის რაოდენობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დაახლოვებით 1-2% შეადგენს ორივე მიმართულებით. ამიტომ, თანმიმდევრულად და ერთდროულად ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებას აზრი არ აქვს. ამხელა სპრედის წყალობით ჩვენ მხოლოდ ზარალში ვიქნებით.

მაგალითის მიხედვით, როცა ვყიდულობთ ევროს, უნდა გავითვალისწინოთ +1% სპრედი, გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისთვის უნდა დაველოდოთ ისეთ კურსს რომელიც იქნება: ძირი თანხა + 1 % (ყიდვის სპრედი) + მოგება (1% მაინც) + 1 % (გაყიდვის სპრედი), ანუ კურსმა მინიმუმ 3 % მაინც უნდა აანაზღაუროს. ამიტომ მოგების მიღების ეს ოპერაცია შესაძლებელია გაიწელოს თვეების განმავლობაში ვიდრე არ მივიღებთ სასურველი კურსის ნიშნულებს.

ოპტიმალური ვარიანტის გათვალისწინებითაც კი მოგებული თანხა იმდენად მიზერული იქნება, რომ ნამდვილად არ ღირს თვიურ ანაზღაურებად. ფორექსზე ამ რაოდენობის პროცენტის გამომუშავება გაცილებით მცირე პერიოდში და მცირე დანახარჯებით (სპრედით) არის შესაძლებელი.

მაშ ასე, ჩამოვთვალოთ ფორექსის უპირატესობები:

მაგალითში ჩვენ ევრო ვიყიდეთ აშშ დოლარის ფასად, რისთვისაც ჩვენ ფიზიკურად ხელზე უნდა გვქონოდა აშშ დოლარი. ფორექსში თანხა გვაქვს ვირტუალურ ანგარიშზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაზე.

ფორექსზე კოტირებების განახლება ხდება ყოველწუთიერად, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მაქსისმუმ დღეში 1-2-ჯერ.

დავუბრუნდეთ სპრედის რაოდენობას. სპრედის რაოდენობა (საკომისიო) ფორექსის ბროკერებთან რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, საშუალოდ იგი შეადგენს 1-5 პუნქტს (1 პუნქტი სტანდარტულ ორდერზე დაახლოვებით 10 აშშ დოლარია).

100 ათასი დოლარისთვის ეს შეადგენს 0,1-დან 0,5 პროცენტს, რაც რამდენიმე ათეულჯერ ნაკლებია ვიდრე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. (ნუ შეგაშინებთ ციფრი 100 000 აშშ დოლარი, მარჯინალური ვაჭრობისა და საკრედიტო მხარის გათვალისწინებით, შესაძლებელია 100 ან 1000 რეალური აშშ დოლარის თანხის ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში 100 000 აშშ დოლარით ოპერირება ფორექსის ბაზარზე, ამას ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ)

ფორექსზე ყველა ფულადი ოპერაცია ხორციელდება უნაღდო ანარიშსწორებით ელექტრონული სახით.

ასე რომ, ჩვეულებრივ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვერ განვიხილავთ, როგორც ფორექსის ალტერნატივას, ვინაიდან მათ აქვთ გაცილებით ცუდი პირობები სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის.

სასტარტო კაპიტალი ფორექსზე მუშაობის დაწყებისათვის

ფორექსზე მუშაობის დაწყებისათვის პირველ რიგში უნდა გავხსნათ ანგარიში და შევიტანოთ მასზე სადაზღვევო დეპოზიტი.

დეპოზიტის რაოდენობა გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად სერიოზულად გადავწყვიტეთ ფორექსზე ვაჭრობა. ანგარიშის ვალუტად როგორც წესი აშშ დოლარი ითვლება, თუმცა არსებობს სხვა ვალუტების ანგარიშებიც. ბევრ ბროკერთან დეპოზიტის მინიმალური რაოდენობა 1 დოლარიდან იწყება. თუმცა 1 დოლარი ფორექსზე სერიოზული ვაჭრობისათვის – არასერიოზული მიდგომაა.

ჩემი აზრით ცენტურ ანგარიშზე მინიმალური თანხა უნდა შეადგენდეს 100 აშშ დოლარს, ხოლო ჩვეულებრივ ანგარიშზე – 700 – 2000 აშშ დოლარს. ანგარიშის გახსნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ სავალუტო-სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, რაც გამოიწვევს ანგარიშზე მოგების დარიცხვას.

ფორექსზე ორდერის გახსნის მინიმალური ზომა შეზღუდულია და შეადგენს საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულს. ამ სიდიდეს ეწოდება ლოტი. ლოტის ფარგლებში შესაძლებელია იმუშაოს რამდენიმე პოზიციამ. ანგარიშზე თანხის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ლოტების მთელ რიცხვს. რა თქმა უნდა კერძო ტრეიდერისთვის (ინვესტორისთვის) ასეთი რაოდენობის თანხა საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ტრეიდერისთვის დახმარების სახით გვევლინება მარჯინალური ვაჭრობის პრინციპი (ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიებში).

აქ შესაძლებელია გამოყენებული იქნას დამატებითი რეზერვები. ამ შემთხვევაში ლოტის ზომის მიღწევისათვის სისტემისგან ტრეიდერის ეძლევა საკრედიტო მხარი (Leverage).

ფორექსის ბროკერები ტრეიდერს სთავაზობენ საკრედიტო მხარს 1:10-დან 1:1000-მდე. ანუ 2000 აშშ დოლარის დეპოზიტით და 1:100 საკრედიტო მხარით ბაზარზე ტრეიდერი ოპერირებს 200 000 პირობითი ერთეულის თანხით. წაგების შემთხვევაში ტრეიდერი პასუხს აგებს მხოლოდ თავისი სადაზღვევო დეპოზიტით ანუ ჩვენს შემთხვევაში 2000 აშშ დოლარით.

ტრეიდერებს ეძლევათ საშუალება მინი და მიკრო ლოტებით ვაჭრობისათვისაც, ანუ საბაზო ვალუტის 10 000 და 1000 ერთეულით. თანც მათი კონტროლირება შესაძლებელია უფრო მცირე თანხებით, შესაბამისად 100 და 10 დოლარით. უნდა გვახსოვდეს, რომ ფინანსურ რისკებზე პასუხს ვაგებთ. თუ სავაჭრო გარიგება წამგებიანია, მაშინ ანგარიშიდან გვაკლდება სადაზღვევო დეპოზიტის შესაბამისი რაოდენობა

ფორექსზე მოგების მიღებისათვის ჩვენ უნდა გავხსნათ ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის ორდერები.

ფორექსის ბაზარზე პოზიციის გახსნის პროცესი შედგება 2 ეტაპისგან
  • პირველი – პოზიციის გახსნა;
  • მეორე (ბოლო) – პოზიციის დახურვა;

სავალუტო წყვილის ყიდვას ეძახიან გრძელ პოზიციას (long), ხოლო გაყიდვას – მოკლე პოზიციას (short). როცა ამბობენ, რომ გახსნილია გრძელი პოზიცია – იგულისხმება, რომ გახსნილი იყო სავალუტო წყვილის ყიდვის პოზიცია, თუ ამბობენ, რომ გახსნილია მოკლე პოზიცია – იგულისხმება, რომ რომ გახსნილი იყო სავალუტო წყვილის გაყიდვის პოზიცია.

მოგების მიღება ფორექსზე.
მაგალითისათვის ავიღოთ სავალუტო წყვილის USD/CHF აღმავალი კოტირება. ანგარიშზე გვაქვს 3000 აშშ დოლარი. 1000 აშშ დოლარით განვახორციელოთ სავაჭრო გარიგება, ხოლო ანგარიშზე დარჩენილი 2000 აშშ დოლარი შესაძლებლობას მოგვცემს განხორციელდეს ფასთა რხევის კომპენსირება. საკრედიტო მხარით 1:100 და 1000 დოლარით ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ 1 ლოტის ზომის ორდერი. ორდერი გაიხსნა კოტირებით 1.0468.

სავალუტო წყვილის ფასი 2 დღეში გაიზარდა 1.0768 -მდე. ჩვენმა მოგებამ შეადგინა 300 პუნქტი ანუ 3000 აშშ დოლარი მოვიგეთ 2 დღეში, მაშასადამე 2 დღეში საწყისი დეპოზიტი გავზარდეთ 2-ჯერ. და ეს არ არის ფანტაზიის ნაყოფი. ეს უფრო დაკნინებული რეალობაა, ვიდრე ფანტაზია, ვინაიდან სავალუტო წყვილმა USD/CHF 300 პუნქტი შესაძლებელია გაიაროს არა 2 დღეში, არამედ 1-2 საათშიც კი.

ყოველგვარი გადამეტების გარეშე შესაძლებელია ვთქვათ – მოგებას, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 1 თვის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ვაჭრობისას, ფორექსზე მივიღეთ 1 საათში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …