მარჯინალური ვაჭრობა

მარჯინალური ვაჭრობა

მარჯინალური ვაჭრობა – არის სავაჭრო სისტემა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გვაძლევს საშუალებას ვივაჭროთ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. წინა სტატიაში ვისაუბრეთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მეშვეობით ფულის შოვნის შესაძლებლობების შესახებ, ვალუტის გადამცვლელ საბანკო და კერძო დაწესებულებებში, აგრეთვე ფორექსის სავალუტო ბაზარზე. იქვე ავღნიშნეთ, რომ ფორექსის ბაზარი მცირე პერიოდში იძლევა საკმაოდ კარგი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას. ეს შესაძლებელია ე.წ. მარჯინალური ვაჭრობის მეშვეობით, რომელიც 1986 წლიდან მყარად დამკვიდრდა ფორექსის ბაზარზე.

მარჯინალური ვაჭრობა

განკუთვნილია ბაზრის იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მცირე რაოდენობის საწყისი კაპიტალი. ეს ძალიან მოსახერხებელი სისტემაა. ვინაიდან ფორექსზე მინიმალური ლოტი შეადგენს საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულს. ანუ იმისათვის, რომ ფორექსზე დავიწყოთ ვაჭრობა, ტრეიდერს სჭირდება მინიმუმ აღნიშნული რაოდენობის თანხა. მაგრამ მარჯინალური ვაჭრობის წყალობით, კერძო ინვესტორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ამხელა თანხები, შეუძლიათ წარმატებული მუშაობა ფორექსზე.

მარჯინალური ვაჭრობის არსი

კერძო ინვესტორს შეუძლია მიიღოს საბირჟო შუამავლისგან კრედიტი, რათა განახორციელოს სხვადასხვა საბირჟო ოპერაციები, ხოლო საკრედიტო გარანტიას ამ შემთხვევაში წარმოადგენს ტრეიდერის ანგარიშზე არსებული თანხა. ამ თანხას ეწოდება სადაზღვევო დეპოზიტი. საბირჟო შუამავლის როლში შესაძლებელია მოგვევლინოს რომელიმე სადილინგო კომპანია ან ინტერნეტ ბროკერი. და რაც მთავარია – სადაზღვევო დეპოზიტის რაოდენობა შეადგენს სავაჭრო გარიგებების 1-5 %, რომლის განხორციელებასაც შეძლებს ტრეიდერი.

სადაზღვევო დეპოზიტის რაოდენობა დამოკიდებულია საკრედიტო მხარის ზომაზე, რომელსაც საბირჟო წარმომადგენელი სთავაზობს ტრეიდერს. საკრედიტო მხარი შესაძლებელია იყოს 1:10, 1:50, 1:100 1:500 … 1:1000. საკრედიტო მხარის ზომა დამოკიდებულია საბირჟო შუამავლის სავაჭრო პირობებზე. მაგრამ ყველა შემთხვევაში თუნდაც საკრედიტო მხარით 1:100 და დეპოზიტით 1000 აშშ დოლარით, თქვენ მიიღებთ 100-ჯერ მეტ კრედიტს, ანუ 100 000 აშშ დოლარს. თუ საკრედიტო მხარი უფრო მეტია, მაშინ კრედიტის რაოდენობა შესაბამისად 500 000 ან 1 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრება. როდესაც გარიგებაში დებთ ამხელა თანხებს, მოგებაც შესაბამისად საკმაოდ მაღალი იქნება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანხა, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ ფორექსზე, აღებულია ჩვენივე დეპოზიტის გარანტიით, მაშასადამე ვაჭრობისას შესაძლებელია როგორც მოგება, ასევე წაგება, რომელიც დაგვაკარგვინებს სადაზღვევო დეპოზიტს ნაწილობრივ ან სრულად.

სადაზღვევო დეპოზიტი, ანუ როგორც მას სხვაგვარად საგარანტიო დეპოზიტს, ანუ მარჯას უწოდებენ, და რომელიც წარმოადგენს კრედიტის მიღების გარანტიას – არის ტრეიდერის საკუთრება. ამიტომ კრედიტის მიღებისას რისკი ვრცელდება მხოლოდ იმ თანხაზე, რომელიც არის სადაზღვევო დეპოზიტი და დევს ტრეიდერის ანგარიშზე. ამასთან ერთად იმაზე მეტს, ვიდრე ანგარიშზეა ტრეიდერი ვერ დაკარგავს-წააგებს.

ჩნდება კითხვა – რაში სჭირდება საბირჟო შუამავალს ამხელა კრედიტის გაცემა და ასე გარისკვა? კითხვაზე პასუხის გასაცემად გავერკვიოთ – თუ რა წარმოადგენს სადილინგო კომპანიების შემოსავლის წყაროს.

  • პირველი წყარო: საკომისიო. ყველა სავაჭრო გარიგებაზე, რომელსაც ტრეიდერი ახორციელებს, საბირჟო შუამავალი იღებს საკომისიოს (არ შეგვეშალოს სპრედში). ანუ მიიღებს თუ არა ტრეიდერი მოგებას, ან სულაც წააგებს, მისი ანგარიშიდან, ყველა განხორციელებულ გარიგებაზე, იჭრება გარკვეული თანხა.
  • მეორე წყარო: სპრედი. სადილინგო კომპანიები თვიანთ კლიენტებს უწესებენ უფრო მეტ სპრედს, ვიდრე ეს რეალურ სავალუტო ბაზარზეა. ამიტომ კლიენტი იძულებულია მიიღოს ისეთი სპრედი, რომელიც უფრო სარფიანია ინტერნეტ ბროკერისათვის.
  • მესამე წყარო: თავად ტრეიდერი. საქმე იმაშია, რომ კეძო ინვესტორი, რომელიც მუშაობს პატარა თანხებით (მინი და მიკრო ლოტები), სინამდვილეში თამაშობს თავისი ინტერნეტ ბროკერის წინააღმდეგ. თუ ტრეიდერი მოიგებს, მაშინ მოგებას ანაზღაურებს სადილინგო ცენტრი, წაგების შემთხვევაში, კი თქვენი ფული გადაინაცვლებს ბროკერის ანგარიშზე. იქიდან გამომდინარე, რომ დამწყები ტრეიდერები ძირითადად ხშირად აგებენ, ამიტომ ბროკერებიც საკმაო მოგებასაც იღებენ ამ პროცესისგანაც. ამიტომაც თუ გადაწყვიტეთ ფორექსზე მუშაობა, აუცილებლად გაეცანით საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს, ისწავლეთ ბირჟაზე ვაჭრობის თავისებურებები, თავიდან დაიწყეთ ვაჭრობა დემონსტრაციულ ან ცენტურ ანგარიშზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ვაჭრობა ფორექსზე სოლიდურ თანხებზე.
  • მეოთხე წყარო: გაცემულ კრედიტებზე დარიცხული პროცენტები. ზოგიერთი სადილინგო კომპანია ან ინტერნეტ ბროკერი კრედიტის გამოყენებისათვის არიცხავს პროცენტებს. პროცენტები შესაძლებელია დარიცხული იქნას ყველა გახსნილ პოზიციაზე, რომელიც გადადის მომდევნო დღეს. ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ ყველა პირობა, როდესაც კრედიტს იღებთ. ამ ცუდი ვარიანტიდან ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც პროცენტის სახით გვევლინება რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ცენტრალური ბანკის განაკვეთი, რომლის მიხედვითაც იგი ახორციელებს ქვეყნის ყველა კომერციული ბანკის დაკრედიტებას. აი აქ ასპარეზზე გამოდის ახალი ცნება – საბანკო ინტერესი. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს რეფინანსირების სხვადასხვა განაკვეთი, ამიტომ საბანკო ინტერესიც სხვადასხვაა. ვალუტის სახეობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით ვყიდულობთ, თუ ვყიდით ამ ვალუტას კლიენტის ანგარიშზე შესაძლებელია დარიცხული იქნას საბანკო ინტერესი.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აი ამ მარჯინალური ვაჭრობის პროცესში ვალუტის რეალური მოძრაობა არ ხდება. ტრეიდერის შემოსავალი წარმოიქმნება საბირჟო სპეკულაციებიდან გამომდინარე. როცა იგი პოზიციას ხსნის ერთი ფასით, ხოლო ხურავს სულ სხვა – მეორე ფასით. თანაც ტრეიდერი არ არის მიბმული თავის სადაზღვევო დეპოზიტის ვალუტასთან. მას ვაჭრობისთვის შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ვალუტა, აირჩიოს ნებისმიერი – გრძელი ან მოკლე პოზიცია. მიღებული მოგება ან წაგება კი გადაითლება ტეიდერის ანგარიშის ვალუტაზე.

მარჯინალური ვაჭრობის მაგალითი

ავირჩიოთ მინი ლოტი, რომლის მინიმალური ზომაა 10 000. შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ ევროს კურსი აიწევს იაპონურ იენასთან შედარებით. თანხა თქვენს ანგარიშზე არის ზუსტად 1000 ევრო. თქვენ პოულობთ საბირჟო შუამავალს, რომელიც გთავაზობთ საკრედიტო მხარს – 1:50. იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ 10 000 ევრო თქვენ გჭირდებათ მარჯა 200 ევრო. სწორედ ამ რაოდენობის თანხა იქნება დამარჯული თქვენს ანგარიშზე, ანუ თქვენ ამ თახის განკარგვას ვერ მოახდენთ. დარჩენილი 800 ევრო – არის თქვენი ანგარიშის თავისუფალი თანხა, რომელსაც თქვენ განკარგავთ თქვენი სურვილისამებრ. დარჩენილი თანხები ჩვეულებისამებრ განკუთვილია კურსის რხევების კომპენსირებისათვის.

ბაზრის რხევების საკომპენსაციო თანხის დატოვების დროს არ არის საჭირო სიძუნწე – ანგარიშზე მცირე საკომპენსაციო თანხის დატოვება. რადგან ვაჭრობისას შესაძლებელია წარმოიშვას ისეთისიტუაცია, როდესაც ბაზარი წავა თქვენთვის არასასურველი მიმართულებით. ამ დროს თქვენი ანგარიში განიცდის აუღიარებელ წაგებას – მინუსს, თუ მინუსი მეტი აღმოჩნდება ვიდრე საკომპენსაციო თანხაა – მაშინ თქვენი ბროკერიც განიცდის წაგებას. იგი იძულებული ხდება თქვენს ანგარიშზე არასაკმარისი თანხისა და წაგების სხვაობა გადაფაროს, რაც თავისთავად მის გეგმებში არ შედის.

ამიტომაც, ამისთანა შემთხვევებში, როცა კი დანაკარგები მიაღწევს იმ რაოდენობას, როცა თქვენი ანგარიში ვეღარ დაფარავს მათ, თქვენი გახსნილი პოზიცია ავტომატურად დაიხურება.

პოზიციის ბლოკირების – lock position შესახებ ვისაუბრებ სხვა სტატიაში. მაგრამ სანამ მოხდება lock position, მანამდე ხდება margin call, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ სხვა სტატიებში. აქედან დასკვნა:

იმისათვის რომ არ დადგეს margin call, ხოლო შემდეგ მით უარესი lock position, საჭიროა, რომ თქვენს ანგარიშზე დარეზერვებული იყოს საკმაო რაოდენობის საკომპენსაციო თანხა. მაშინ თქვენი ანგარიში გაუძლებს ვალუტის კურსის რხევებს, იმიტომ, რომ თქვენთვის არასასურველი რხევის შემდეგ, როდესაც თქვენ განიცდით აუღიარებელ წაგებას – მინუსს, ყოველთვის შესაძლებელია შემობრუნდეს დადებითი კურსი და თქვენ მიიღოთ მოგება. მთავარია თქვენმა ანგარიშმა გაუძლოს გაუთვალისწინებელ მინუსს.

ბუნებრივია, რაც უფრო მეტი გახსნილი პოზიცია გაქვთ, მით უფრო მეტი თავისუფალი თანხა უნდა გქონდეთ ანგარიშზე. განვიხილოთ ვარიანტი. გვაქვს 1000 ევრო. გვინდა გავხსნათ სამი ლოტი. ამ შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო დეპოზიტი იქნება 600 ევრო, ხოლო თავისუფალი საკომპენსაციო თანხა კი 400 ევრო. ე.ი. ბაზარზე მოვლენების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში margin call -ის მიღების შანსი სამჯერ იზრდება.

რა თქმა უნდა მარჯინალური ვაჭრობა კერძო ინვესტორისთვის, საწყისი კაპიტალის სიმცირის გამო, პრაქტიკულად ერთადერთი შანსია რათა დაიწყოს ვაჭრობა ფორექსზე. ეს ძალიან მოსახერხებელია. მით უმეტეს ფორექსის ბაზარზე სპეკულაციისთვის შესაძლებელია კრედიტის მიღება. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. კრედიტის მიღების შემთხვევაში ანგარიშზე არსებული მთლიანი თანხის წაგების შესაძლებლობაც უფრო მეტად იზრდება. ამიტომ მარჯინალური ვაჭრობის შემთხვევაში ტრეიდერმა უნდა გაანალიზოს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და შედეგი.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …