სტრედლი გაყიდვა (Short Straddle) სტრატეგია გამოსაყენებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ველოდებით ფასის რყევებს საბაზო აქტივის სტრაიკ ფასის ირგვლივ. მისი რეალიზაციისათვის უნდა გავყიდოთ ერთნაირი ექსპირაციის თარიღის და სტრაიკის მქონე ფუთ და ქოლ ოფციონები.
სტრედლი გაყიდვა (Short Straddle) – გრაფიკული მაგალითი
გავყიდეთ აღნიშნული ორი ოფციონი, რომელთა სტრაიკ ფასია 42 500 პე და მივიღეთ პრემია 3 941 + 4 059 = 8 000 პე. სტრატეგიის მიხედვით, ზარალის ზონაში შევალთ, როდესაც საბაზო აქტივის სპოტური ფასი გავა დიაპაზონიდან: 42 500 – 8 000 = 34 500 პე-ს ქვემოთ და 42 500 + 8 000 = 50 500 პე-ს ზემოთ. მოგების ზონა შემოიფარგლება გაყიდვის მომენტში მიღებული პრემიით – 8 000 პე, ხოლო ზარალი არაფრითაა შემოფარგლული. საბაზო აქტივის ფასის გასვლა ზემოთ აღნიშნული დიაპაზონიდან მოგვიტანს საკმაოდ დიდ წაგებას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































