ოფციონების დაფა

ოფციონების დაფა

ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია ოფციონების დაფა, რომელიც სტანდარტულია თითქმის ყველა ტრეიდერული პროგრამისათვის.

სურათზე ჩანს, რომ დაფა დაყოფილია ნაწილებად. პირველ ნაწილზე გამოსახულია ქოლ ოფციონები, მეორე ნაწილზე – ფუთ ოფციონები (შესაბამისად ვარდისფერი და სალათისფერი სვეტები). მათ შორის არის თეთრი სვეტი, სადაც გამოსახულია კონტრაქტების შესრულების ფასები (ოფციონების სტრაიკები).

ოფციონების დაფა – გრაფიკული მაგალითი

ოფციონების დაფა

სვეტში “ტიკერი” გამოსახულია საბაზო აქტივის ტიკერი. სხვადასხვა სახეობის ოფციონებს (ფუთ, ქოლ), რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა სტრაიკები – აქვთ განსხვავებული ტიკერები. სვეტები – “გამოშვება Put” და “გამოშვება Call” შეიცავენ ინფორმაციას ოფციონის კოდის შესახებ.

სვეტები “ვოლატილობა Put” და “ვოლატილობა Call” – გვაძლევენ ინფორმაციას ნაგულისხმევი ვოლატილობის შესახებ, რომელიც გამოსახულია პროცენტებში.

სვეტი: “ღია პოზიციები” გვიჩვენებენ დადებული გარიგებების რაოდენობას. ზოგჯერ, გარკვეული სტრაიკების მქონე ოფციონების გასწვრივ დგას მნიშვნელობა 0, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე მომენტისთვის, ამ ოფციონზე არ არის გახსნილი პოზიციები.

ორ სვეტში წარმოდგენილია ოფციონების ფასები. პირველ სვეტში გამოსახულია ფასი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოფციონის ყიდვა (ეს არის მყიდველების განაცხადები), მეორე სვეტში წარმოდგენილია ფასები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოფციონის გაყიდვა (ეს არის გამყიდველების განაცხადები).

ზოგიერთ ოფციონებზე ფასთა შორის წყვეტა (სპრედი) საკმაოდ დიდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სერიის ოფციონები დაბალლიკვიდურია. ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის საფონდო ბირჟებზე არსებობენ მარკეტმეიკერები.

მარკეტ მეიკერები (Market Makers) ქმნიან და მრახარდაჭერას უკეთებენ ბაზარზე მუდმივ მოთხოვნას და მიწოდებას (Bid/Ask). ისინი ვალდებულები არიან უზრუნველყონ მოთხოვნა და მიწოდება საკუთარ ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ისინი არიან გარანტორები იმისა, რომ ოფციონებზე, რომელთა ყიდვა გვსურს, ყოველთვის მოიძებნება გამყიდველი, ხოლო ოფციონებზე, რომლის გაყიდვა გვსურს – ყოველთვის გამოჩნდება მყიდველი. ანუ, მარკეტმეიკერების ძირითად ამოცანას წარმოადგენს ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და მიწოდებისა და მოთხოვნის შექმნა, მაშინაც კი როდესაც ესეთი მიწოდება და მოთხოვნა არასაკმარისია.

მარკეტმეიკერი ვალდებულია გაყიდოს ან იყიდოს ოფციონების გარკვეული რაოდენობა, რის შემდეგაც მას შეუძლია ბაზრიდან გასვლა და მეორე დღეს კვლავ შესვლა ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესაბამისად, მარკეტმეიკერები ვალდებულები არიან ყოველ გარიგებაზე ტრეიდერებს წარუდგინონ საუკეთესო ფასები, ხშირად ეს ფასები მაინც მიუღებელია ტრეიდერებისათვის. ამიტომ გარიგების განხორციელების დროს საჭიროა შევამოწმოთ, რომ გაყიდვის და ყიდვის ფასები მაქსიმალურად ახლოს იყვნენ თეორიულ ფასთან, რაც საშუალებას მოგვცემს საგრძნობი ეკონომია გავაკეთოთ.

თეორიული ფასი შეგვიძლია ვნახოთ შესაბამის სვეტში, რომლის მნიშვნელობა გამოითვლება ბლეკ-შოულზის ფორმულით. ეს ფასი არის ორიენტირი ოფციონის ყიდვის დროს. როდესაც იგი მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე საბაზრო ფასი, ეს ნიშნავს, რომ ნაგულისხმევი ვოლატილობა, ბაზრის მონაწილეების მხრიდან გადაჭარბებულია. ასეთ სიტუაციაში უმჯობესია მოვიცადოთ და ფასიანი ქაღალდები ვიყიდოთ ან გავყიდოთ მას შემდეგ, რაც ვოლატილობა შემცირდება და შესაბამისად თან გაიყოლებს ოფციონების ფასებს.

სვეტი “საგარანტიო უზრუნველყოფა” გვიჩვენებს საგარანტიო უზრუნველყოფას გადაუფარავ ოფციონზე. იგი დარეზერვებულია ოფციონის გამყიდველის ანგარიშზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური გრძელი ქოლი

სინთეტიკური გრძელი ქოლი

სინთეტიკური გრძელი ქოლი სტრატეგია გამოიყენება ქოლ ოფციონის ყიდვის ნაცვლად. იგი მდგომარეობს ფუთ ოფციონის და საბაზო …