სიახლეებზე ვაჭრობის სტილისტიკა

სიახლეებზე ვაჭრობის სტილისტიკა

მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ სიახლეებზე ვაჭრობისათვის საჭიროა ვიცოდეთ სიახლეებზე ვაჭრობის სტილისტიკა, მათ შორის სიახლეების გამოქვეყნების დრო და თარიღი, აგრეთვე მისი გავლენის მოსალოდნელი/ზოგადი კანონზომიერება ამა თუ იმ ვალუტის მოძრაობის მიმართულებაზე.

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკურ სიახლე, ყველა ვარიანტში ახდენს ზეგავლენას ვალუტის კურსზე და თუ ტრეიდერი მის გამოქვეყნებამდე მზად იქნება მოქმედებისთვის, მაშინ შესაძლებელია საკმაოდ საგრძნობი მოგება მიიღოს.

ამისათვის, პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ეკონომიკური სიახლეების კალენდარი, მისი მეშვეობით წინასწარ გეცოდინებათ, თუ რა დროს, რომელი და რა მნიშვნელობის ეკონომიკური სიახლე ქვეყნდება.

არსებობს ეკონომიკური/ფინანსური სიახლეების რამდენიმე სახეობა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე.

სიახლეებზე ვაჭრობის სტილისტიკა – სამი მაგალითი
  • ნაციონალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილების გადაწყვეტილება – უმაღლესი კატეგორიის მნიშვნელობა;
  • უმუშევრობის დონე – მაღალი კატეგორიის მნიშვნელობა;
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი – მაღალი კატეგორიის მნიშვნელობა;
  • ნაციონალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ერთმნიშვნელოვნად იწვევს ვალუტის კურსის მკვეთრ/მყისიერ მოძრაობას. დაბალი და სტაბილური საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე და შესაბამისად უმრავლეს შემთხვევაში მისი ვალუტის კურსის გამყარებას იწვევს. ამიტომ სიახლის ნიშანიდან (დადებითი, ან უარყოფითი) გამომდინარე უნდა ავირჩიოთ მოქმედების სტრატეგიაც. თუ საპროცენტო განაკვეთი დარჩა დაბალ ნიშნულზე, ან შემცირდა, მაშინ მოსალოდნელია ვალუტის გამყარება და ჩვენც ვალუტის ყიდვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ზრდის მიმართულებით, უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ვალუტის გაუფასურებას, ამიტომ ჩვენც გაყიდვებისთვის უნდა მოვემზადოთ;
  • უმუშევრობის დონე ერთმნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ვალუტის ფასზე. უმუშევრობის ზრდა იწვევს ვალუტის კურსის კლებას, ხოლო უმუშევრობის შემცირება – ვალუტის გამყარებას;
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს ვალუტის კურსის კლებას, ხოლო საპირისპირო სცენარი – შესაბამისად საპირისპირო ვითარებას;
სიახლეებზე ვაჭრობის სტილისტიკა – ტექნიკური მხარე:
  • უნდა ჩამოვყალიბდეთ რომელის სახის სიახლეზე ვვაჭრობთ;
  • სიახლე გავლენას უნდა ახდენდეს სამუშაო წყვილში შემავალ ერთ-ერთ რომელიმე ვალუტაზე;
  • უნდა ავირჩიოთ სიახლეების წყარო. ტელე რეჟიმში ესენია: CNNMoney, BBC News და РБК. მათ აგრეთვე აქვთ ვებ პორტალებიც. მაგრამ არ გირჩევთ ასეთ სიღრმეებში ჩასვლას. ელემენტარულად გამოიყენეთ სიახლეების კალენდარი, სადაც ყველა სიახლე ონლაინ რეჟიმში ქყვეყნდება და სავსებით საკმარისია ვაჭრობისათვის;
  • სიახლის გამოქვეყნებამდე გახსენით არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკი, მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდება სიახლე გახსენით სავაჭრო ორდერი საჭირო მიმართულებით, ანუ სიახლის ნიშნის (დადებითი, ან უარყოფითი) მიხედვით. ორდერი უნდა დაიხუროს მაშინვე, როდესაც კურსი წამოვა საპირისპირო მიმართულებით;

ზემოთაღნიშნული არც მეთოდია და არც სტრატეგია, ეს არის ვაჭრობის სტილი და დამწყებ ტრეიდერს უქმნის ზოგად წარმოდგენას. ხოლო მეთოდი და სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა წესებს, მაგალითად – გადადებული ორდერების და სტოპ ლოსების დაყენების წესები, გადადებულო ორდერებისა და მიმდინარე ფასებს შორის მანძილები, ამა თუ იმ სიახლეზე ვალუტის ფასის რეაგირება გამოხატული პუნქტებში და ა.შ. რომელთა შესახებაც წაიკითხავთ საიტის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …