ბინარული ოფციონების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბინარული ოფციონების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ფორექსის ბაზრის ხიბლიანობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ტრეიდერი დროთა განმავლობაში გადაკვალიფიცირდება ბინარულ ოფციონებზე. ასეთი ქცევის უმთავრესი მიზეზი ბინარების შედარებითი სიადვილეა, აგრეთვე უფრო მეტად იზოგება დრო, ხოლო მომგებიანობის პროცენტული თანაფარდობა არაფრით ჩამოუვარდება ფორექსს.

ბინარული ოფციონები არის ფიქსირებული მოგების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერის პროგნოზი ემთხვევა მის მიერ ვაჭრობაში გამოყენებული აქტივის ფასს.

მაგალითად: შევიძინეთ ოფციონი აქციის ყიდვაზე და ვპროგნოზირებთ, რომ მისი ფასი ერთი დღის შემდეგ მიმდინარე ფასზე უფრო მეტი იქნება. თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ მოგება 65% – 85% იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი დაბანდებული თანხის 80% – 100% შეადგენს.

ფაქტიურად გამოდის, რომ მომავალი ფასის პროგნოზირება შესაძლებელია თანაფარდობით 50/50, ამასთან ერთად თუ კარგ პროგნოზსაც შევადგენთ, მაშინ მომგებიანობა 70-80 პროცენტამდე გაიზრდება. როგორც ყოველთვის, პრაქტიკაში ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც თეორიაშია აღწერილი. ბინარულ ოფციონებს გააჩნია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.

ბინარული ოფციონების ძირითადი დადებითი მხარეები
  • სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო არჩევანი – ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც ვალუტებზე, ასევე ისეთ აქტივებზე როგორებიცაა – ძვირფასი მეტალები, ნავთობი, პოპულარული კომპანიების აქციები და სხვა მრავალი;
  • ფიქსირებული შემოსავალი – ტრეიდერმა წინასწარ იცის რამდენ მოგებას მიიღებს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კურსი შეიცვლება 1 პუნქტით თუ 100 პუნქტით, მთავარია ცვლილება მოხდეს სწორი მიმართულებით.

ზოგიერთ ბროკერს აქვს სავაჭრო სპეციფიკაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია წაგების და მოგების დონის რეგულირება. ტრეიდერს შეუძლია მიუთითოს რისკის და შემოსავლიანობის ზღვრული დონე, მაგალითად 80/70, რომლის მიხედვითაც წაგების შემთხვევაში იგი დაკარგავს დეპოზიტის 80%-ს, ხოლო პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მოგება იქნება დეპოზიტის 70%.

  • ონლაინ წვდომის სპეციფიკა – ვაჭრობა შესაძლებელია კომპიუტერზე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშე, პირდაპირ ვებ ბრაუზერიდან, ნებისმიერი ადგილიდან (სადაც ინტერნეტია) და ნებისმიერ დროს;
  • ვაჭრობა დასვენების დღეების გარეშე – ოფციონური გარიგებების დადება შესაძლებელია დღეღამის ნებისმიერ პერიოდში და კვირის ნებისმიერ დღეს. დამეთანხმებით, ფორექსისგან, სადაც ვაჭრობა დასვენების დღეებში ჩერდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა;
  • სიმარტივე (შედარებითი) – უგულვებელყოფილია კურსის შუალედური რყევები, არ არის საჭირო გარიგების დევნა და მისი თანხობრივი უზრუნველყოფის ანგარიში. საკმარისია პროგნოზის შედგენა და ბინარული ოფციონის სახეობის სწორად მითითება – CALL (Up) გარიგება ზრდაზე/ყიდვაზე, ან PUT (Down) გარიგება კლებაზე/გაყიდვაზე. პირველ შემთხვევაში მოგებას ვიღებთ კურსის ზრდის ხარჯზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კურსის კლების ხარჯზე, ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი ისეა როგორც სტანდარტული ტრეიდინგის დროს;
ბინარული ოფციონების ძირითადი უარყოფითი მხარეები
  • წაგების მაღალი დონე – ყოველი წამგებიანი გარიგების შემდეგ ტრეიდერი კარგავს ფსონის საშუალოდ 90%-ს. ამის შემდეგ საკმაოდ რთულია დაკარგული კაპიტალის აღდგენა. ამისათვის მინიმუმ 3-4 წარმატებული გარიგების განხორციელებაა საჭირო;
  • გარიგების დროზე ადრე დახუვის შესაძლებლობა არ არის – თუ ფორექს ტრეიდინგის დროს ვამჩნევთ, რომ მოხდა ტრენდის შემობრუნება და აღარ არის მიზანშეწონილი წამგებიანი პოზიციის არსებობა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავხურით იგი და საერთოდ გავიდეთ ბაზრიდან. ოფციონებზე ამის შესაძლებლობა ნაკლებადაა, ისიც მხოლოდ ზოგიერთ ბროკერთან, მაგრამ ყველა შემთხვევაში წამგებიანი პოზიცია მაინც ზარალით დაიხურება;
  • ტაიმფრეიმების არჩევანის შეზღუდულობა – ბინარულ ოფციონებში ძალიან იშვიათად გამოიყენება მოკლევადიანი დროის ინტერვალები, რადგან მათზე პროგნოზირება ძალიან რთულია;
  • საკრედიტო მხარის არ არსებობა – ტრეიდერი ვაჭრობს მხოლოდ საკუთარი სახსრებით საკრედიტო მხარის გამოუყენებლად, რაც თავის მხრივ ამცირებს შემოსავლიანობას, რადგანაც როგორც ცნობილია ყველა ტრეიდერის კაპიტალის რაოდენობა ყველა ვარიანტში შეზღუდულია;

მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეებისა, არსებობს მოსაზრება, რომ ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა, ფორექსთან შედარებით მაინც უფრო სასურველია, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისათვის.

ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა საკმაოდ მრავალსპექტრიანი ტრეიდინგია და ბევრი რამ დამოკიდებულია ბინარულ ბროკერებზე, მაგალითად ბევრი კომპანია საშუალებას იძლევა თავად ვარეგულიროთ რისკის ხარისხი, დროზე ადრე დავხუროთ პოზიცია ან პირიქით გავზარდოთ ოფციონის მოქმედების ხანგრძლივობა. ამიტომ ბროკერთან ურთიერთობის პირველივე ეტაპზე კარგად წაიკითხეთ მისი სავაჭრო სპეციფიკაცია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …