ბინარული ოფციონების ზოგიერთი "საიდუმლოებები"

ბინარული ოფციონების ზოგიერთი “საიდუმლოებები”

იმისათვის, რომ ბინარული ოფციონებით ვაჭრობა წარმატებული იყოს, საჭიროა ვიცოდეთ რამდენიმე ე.წ. “საიდუმლო”, რომლებიც წარმატებული გარიგებების რაოდენობის ზრდის საშუალებას მოგვცემს და შეამცირებს შეცდომებს, რომლებსაც ძირითადად დამწყები ტრეიდერები უშვებენ.

პრინციპში “საიდუმლოებები” იგივე კონკრეტული რეკომენდაციებია, რომლებიც ამცირებენ გარიგებების რისკიანობას და კაპიტალის მართვაში გვეხმარებიან.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ბინარული ოფციონები მარტივია, მით უმეტეს იმ შემთხვევებში, როდესაც გარიგებები იხსნება არა სპონტანურად, არამედ ტექნიკურ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზირების მეთოდის საფუძველზე. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს უკანასკნელი სწორედ რომ ბინარული ოფციონების პირველ და მთავარ საიდუმლოს წარმოადგენს. თუ ამ ტიპის ვაჭრობას მივუდგებით სერიოზული პროგნოზირების მეთოდით, მაშინ საერთო შედეგების მიხედვით წარმატებული გარიგებების ჯამური დადებითი რაოდენობა გარანტირებულია.

ბინარული ოფციონების ვაჭრობის ძირითადი “საიდუმლოებები”:
  • რაც უფრო მეტ ხანს არსებობს ოფციონი, მით უფრო დაბალია პროგნოზის წარმატების ალბათობა და იზრდება გარიგების რეზულტატის რისკიანობა. ეს პრინციპი დასტურდება იმითაც, რომ გრძელვადიან გარიგებებზე მოგების კოეფიცენტი უფრო მაღალია და პირიქით რაც უფრო მცირე დროა განსაზღვრული ოფციონის შესრულებისთვის მით უფრო ნაკლები თანხის მოგებაა შესაძლებელი, თუმცა პროგნოზის ასრულების ალბათობაც გაცილებით მეტია;
  • ბინარულ ოფციონებზე პროგნოზის შედგენისათვის აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას ბაზრის ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი, რაც შესაბამისად ზრდის მომგებიანი გარიგებების საერთო რეზულტატს;
  • თუ ვერ ახორციელებთ ბაზრის დამოუკიდებელ ანალიზს, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკუთარი ბროკერის ან სხვა ანალიტიკური სააგენტოების პროგნოზებით. ამ გზით მიღებული ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ გაფილტრავთ მას, აუცილებლად მოგიტანთ სარგებელს;
  • გარიგება გახსენით მხოლოდ მთავარი ტრენდის მიმართულებით. გაუმართლებლად რისკიანი ტაქტიკა ყოველთვის მიგიყვანთ ზარალამდე;
  • ოფციონის მოქმედების ვადის განსაზღვრისათვის აუცილებლად გაითვალისწინეთ კორექციის შესაძლებლობა. იგი შეიძლება დაიწყოს ოფციონის დახურვის მომენტში და იმ შემთხვევაშიც კი როდესაც არჩეული გაქვთ გარიგების სწორი მიმართულება, იგი შესაძლებელია დაიხუროს წაგებით;
  • არ დაგავიწყდეთ ისეთი უმთავრესი ცნების შესახებ, როგორიცაა მანი მენეჯმენტი – კაპიტალის სწორი მართვა მოგიტანთ წარმატებას და დაგიცავთ დეპოზიტის დაკარგვისაგან ერთი არასწორი გარიგების გამო. ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება ერთ ოპერაციაზე დეპოზიტის არაუმეტეს 8% თანხის გამოყენება;
  • არ იჩქაროთ – ჯობია განახორციელოთ ნაკლები რაოდენობის გარიგებები, რომელთა დადებითი რეზულტატების ალბათობა უფრო მეტია. გარიგება დადეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 100%-ით დარწმუნებული ხართ საკუთარ პროგნოზში. ჯობია მოიცადოთ, ვიდრე დაკარგოთ;
  • ყველა ოფციონური ბროკერის სავაჭრო სპეციფიკაცია არ არის ერთნაირი – ზოგიერთი მათგანი გვთავაზობს კარგ სავაჭრო პირობებს და გვაძლევს შესაძლებლობას ვმართოთ უკვე გახსნილი პოზიციები, ზოგიერთის სავაჭრო სპეციფიკაციაში კი ეს პარამეტრი არ არის;
ექსპერიმენტირების არ შეგეშინდეთ – არ არის საჭირო ჩაციკვლა ერთ სავაჭრო ინსტრუმენტზე. პირველ ეტაპზე ალბათ უფრო კარგია მოსინჯოთ ინსტრუმენტების სხვადასხვა ვარიანტები და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ ფინანსური აქტივის თქვენთვის უფრო მეტად სასურველი ვარიანტი.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა მართლაც რომ შედარებით ადვილია ვიდრე ტრეიდინგი ფორექსზე. მაგრამ იმისათვის რომ ბოლომდე გაერკვეთ სიტუაციაში, ნაკლები ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. სწავლის ძირი ყველა ვარიანტში მწარეა.

გამოიყენეთ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები/საიდუმლოებები და თავად დარწმუნდებით მათ ეფექტურობაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …