ბინარული ოფციონების ისტორიის გენეზისი

ბინარული ოფციონების ისტორიის გენეზისი

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა – საფინანსო ბაზარზე ფულის გამომუშავების პოპულარული სახეობაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ონლაინ ტრეიდინგში. აღსანიშნავია, რომ ბინარული აქტივი არის სტანდარტული ოფციონის ქვეტიპი, რომელიც თავის მხრივ არი საბაზო აქტივის წარმოებული ინსტრუმენტი.

დღეისათვის უამრავი კომპანია სთავაზობს კლიენტებს ეფექტურ სავაჭრო მოედნებსა და პლატფორმებს, რომლებიც ძალიან ოპტიმალური ინსტრუმენტებია ბინარულ ოფციონებზე სავაჭროდ.

დებიუტი

მართვადი ბინარული ოფციონების შემუშავების პერიოდს წაროადგენს 2008 წელი. ამ აქტივის შემქმნელად ითვლება ამერიკული კორპორაცია СВОЕ (ჩიკაგოს ოფციონების ბირჟა), რომელმაც აღნიშნულ პერიოდში საკუთარ პორტალზე გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს-რელიზი.

ანონსი შეეხებოდა უნიკალურ აღმოჩენას – ბინარულ ოფციონებს. ასე რომ 2008 წელს გაშვებული იქნა ბინარული ოფციონებით ვაჭრობის სადებიუტო პროექტი და ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი ინსტრუმენტისთვის: BSZ (ტიკერი) და VIX (ვოლატილობის ინდექსი)

აღნიშნული აქტივები მუშაობდნენ პრინციპით “ყველაფერი, ან არაფერი”. ვაჭრობის ბუნება ძალიან ნაცნობი და ბანალურია. თუ ტრეიდეტის პროგნოზი არჩეულ ინდექსზე იქნებოდა აქტივის ღირებულების ზემოთ, ქვემოთ ან ღირებულების დონეზე (სიტაციის მიხედვით), მაშინ ტრეიდერი იღებდა ჯილდოდ 100 აშშ დოლარს ერთი გარიგებიდან. თუ პროგნოზი არ გამართლდებოდა, მაშინ ტრეიდერი კარგავდა დაბანდებულ თანხას სრულად.

კორპორაცია СВОЕ-ს მიერ ორგანიზებული ზემოთაღნიშნული ვაჭრობის რეგულირებას აწარმოებდა სპეციალიზებული პროფილური ორგანო SEC, ხოლო კლირინგულ ოპერაციებს ახორციელებდა კომპანია ОСС.

ამრიგად, СВОЕ გვევლინება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სავაჭრო სისტემის ორგანიზატორად, რადგან მთელი ეს, ზემოთაღნიშნული პროცესი იმყოფებოდა ძალიან მკაცრი და კომპეტენტური რეგულატორის ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ყველა გაფორმებული გარიგება ხორციელდებოდა კლირინგის გავლით.

პოპულარიზაცია

2012 წლის გაზაფხულზე ბინარული ოფციონების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომელიც პირველ რიგში განპირობებული იყო იმითი, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ CySec (კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია), ბინარული აქტივები შეიყვანა საინვესტიციო მომსახურებების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტების სიაში.

ამასთან ერთად, კვიპროსულმა კომპანიამ ბინარული ოფციონების ბაზრის ყველა სუბიექტი გააფრთხილა სპეციალური ატესტაციის გავლის სავალებულობის შესახებ, რათა სუბიექტებს მინიჭებოდათ სერტიფიცირებული სტატუსი. ამ მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში სუბიექტების მიმართ გატარდებოდა შესაბამისი სანქციები საქმიანობის შეზდღუდვის ჩათვლითაც კი.

ერთი თვის შემდგომ აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო ცნობილმა ფინანსურმა კომპანიამ “Spotoption Limited”-მა და ამის შემდეგ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საკუთარი კომპანიის პოზიცირება დაიწყეს, როგორც ერთადერთმა ლეგალურმა მარკეტმეიკერმა – “Market maker*a”, რომელიც გამოქვეყნებული იქნა კომპანიის ოფიციალურ საიტზე.

რა თქმა უნდა ასეთმა იმიჯმა გარკვეული რეზონანსი გამოიწვია საინვესტიციო მომსახურებების სფეროში, რადგან “Spotoption Limited”-ს მიენიჭა ბინარულ ოფციონებზე მუშაობის წვდომის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. პრინციპში სხვა სავაჭრო მოედანი არც არსებობდა.

კომპანიის საფუძველს წარმოადგენდა საპარტნიორო პროგრამა “White Label”, რომელიც ითვალისწინებდა, დაინტერესებული სუბიექტებისათვის შესაბამისი ანაზღაურების საფასურად, “SpotOption” პლატფორმის მეშვეობით ბინარულ ოფციონებზე სავაჭრო წვდომა.

“SpotOption”-ის ვალდებულება იყო კომპლექსური უზრუნველყოფა ინსტრუმენტებით, რომელიც საჭირო იყო ბინარული ოფციონების პროექტის შექმნის პროცესისათვის – საუბარი ეხებოდა ოფიციალური პორტალის შექმნას, რისკებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, მენეჯმენტს და სხვა მრავალი სახის ასპექტებს რომელიც ეხება საინვესტიციო სფეროს.

თანამედროვე ეტაპი

დღეს დღეობით აღარავის აინტერესებს ბინარული ოფციონების განვითარების ისტორია, მათავარია ჩვენ მივიღეთ მძლავრი საბირჟო ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქმნის საკუთარ შემოსავალს. ერთის ნაცვლად, ტრეიდერების ხელთაა ბინარული სავაჭრო პლატფორმების და ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, ამასთან ერთად, ერთის ნაცვლად უამრავი ბროკერი გვთავაზობს საკუთარ მომსახურებას ბინარულ ოფციონებთან წვდომის უზრუნველყოფისათვის. მათ შორის ბევრი სოლიდური კომპანიაა, თუმცა არანაკლები თაღლითიც. რა იქნება ხვალ და რა ბედი ეწევა საბირჟო საქმიანობის ამ პოპულარულ ისტრუმენტს – გვაჩვენებს დრო. იმედია 10-15 წლის შემდეგ უფრო დალაგდება და დაილექება ამ საბირჟო საქმიანობის სხვადასხვა ჯერ კიდევ დაუხვეწავი ნიუანსები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …