ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ზოგადი სქემა

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ზოგადი სქემა

სტატისტიკით ცნობილია, რომ ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობენ ტრეიდერები: 1) რომლებმაც არაერთხელ წაიმტვრიეს ცხვირი ფორექსზე და ჩათვალეს რომ უამრავი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო და შესაბამისად ფორექსზე ვაჭრობა არ არის მათი საქმე და ბინარებით სურთ ფორექსზე წაგებულის ამოქაჩვა, ან ბინარებზე დამკვიდრება; 2) ფორექს ტრეიდერები, რომლებიც ახდენენ ბინარებით თავიანთი კაპიტალის დივერსიფიკაცია-ჰეჯირებას; 3) პროფესიონალი ოფციონისტები; 4) დამწყები ტრეიდერები, რომლებსაც ბინარული ოფციონები ყველაზე მარტივ საფინანსო ინსტრუმენტად მიაჩნიათ.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა, მართლაც რომ ფორექსზე ვაჭრობასთან შედარებით ადვილია და რისკებიც ნაკლებადაა. პოზიციების გახსნისას, ფაქტობრივად სრულიად გამორიცხულია ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ტრეიდერებს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის დროს.

ბინარებზე გარიგებები იდება არა მსხოლოდ სავალუტო წყვილებზე. ტრეიდერისათვის ხელმისაწვდომია უამრავი სხვა საფინანსო ინსტრუმენტი – აქციები, მეტალები, საქონელი ინდექსები და სხვა.

ბინარულ ოფციონებზე სავაჭროდ საჭიროა შესაბამის სპეციალიზირებულ საბროკერო კომპანიაში რეგისტრაციის გავლა და ანგარიშზე ფულის შეტანა.

მოთხოვნა დეპოზიტის მინიმალურ რაოდენობაზე სხვადასხვა ბროკერთან სხვადასხვაა, თუმცა ძალიან ბევრი ბროკერი არსებობს, რომლებთანაც ვაჭრობის/თამაშის დაწყება შესაძლებელია 10 აშშ დოლარით და ერთდოლარიანი ლოტის ღირებულებით.

ბინარებზე არ არსებობს საკრედიტო მხარის, სტოპ ლოსის, ტეიკ პროფიტის და ა.შ., ფორექსისათვის დამახასიათებელი ცნებები. მაგალითად დადებ ერთ დოლარიან ფსონს კურსის ზრდაზე, ან მოიგებ 57 ცენტს ან წააგებ 1 დოლარს. ეს არის მთელი არითმეტიკა. მოგებაც და წაგებაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია მხოლოდ ფსონის მოცულობაზე. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში თუ ფსონი იქნება 2 აშშ დოლარი, მაშასადამე მოიგებთ 1,14 აშშ დოლარს, ხოლო წააგებთ 2 დოლარს ან 1,14 დოლარს – გააჩნია ბინარული ბროკერის ჯილდოს ანაზღაურების სპეციფიკაციას.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ზოგადი სქემა:

ბინარებზე ვაჭრობის/თამაშის რამდენიმე ფსონის სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ძირითადია:

  • ფსონი აქტივის ფასის ზრდაზე;
  • ფსონი აქტივის ფასის კლებაზე;
ბინარული ოფციონებით ოპერაციის განხორციელებისათვის საჭიროა რამდენიმე მარტივი მოქმედების ჩატარება:
  • ფსონის მოცულობის განსაზღვრა – ბინარულ ოფციონზე ფსონის (თანხის) დადება. დამწყები ტრეიდერებისათვის თავდაპირველად მიზანშეწონილია მინიმალური ფსონების გაკეთება 1-დან 5 დოლარამდე;
  • სავაჭრო/სათამაშო ინსტრუმენტის არჩევა – მიზანშეწონილია ისეთი ინსტრუმენტის შერჩევა, რომლის კურსის მოძრაობის მიმართულებაზე ყველაზე მეტად ხართ დარწმუნებული. ამ შემთხვევაში არ არის ურიგო ფუნდამენტალური ანალიზის ზოგადი ცოდნაც. მაგალითისათვის, გამოქვეყნდა აშშ დოლარისსთვის ნეგატიური სიახლე – მაშასადამე ვთამაშობთ EUR/USD კურსის ზრდაზე;
  • ინტერვალის არჩევა – რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდი არსებობს ოფციონი მით უფრო დიდია მოგების კოეფიცენტი, თუმცა არ გირჩევთ კოეფიცენტზე ორიენტიერებას, უფრო მნიშვნელოვანია მიმდინარე საბაზრო სიტუაციაზე და პროგნოზის სისწორეზე დაყრდნობა. მაგალითად თუ სწორი პროგნოზის შემთხვევაში ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ფსონის 90% მოგება, ამავე ერთ საათის განმავლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ 60 (თითო – 1 წუთიანი) ბინარული ოპერაცია თითოეულისთვის 10%-იანი კოეფიცენტით, ან 20 (თითო – 3 წუთიანი) ბინარული ოპერაცია თითოეულისთვის 11%-იანი კოეფიცენტით, რაც ჯამში შესაბამისად – 600% და 330%-ია;
  • გარიგების მიმართულება – ამ ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეთ თუ რომელი მიმართულებით გახსნათ – ზრდაზე თუ კლებაზე. ეს, ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია;
ბინარებზე ვაჭრობის ზოგადი წესის თანახმად: ფსონის დადებამდე, თავდაპირველად უნდა დააკვირდეთ გრაფიკს, ფასის მოძრაობის არსებულ ტენდენციას და ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობის ალბათობას.

შეეცადეთ არ გახსნათ გარიგებები შემთხვევით/ზერელედ. ესეთი რამ ემართება როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერებსაც კი. შეეცადეთ ბაზარზე მიმდინარე სიტუაციის ზედაპირული ანალიზი მაინც ჩაატაროთ და გამოავლინოთ ტრენდის მმართულების ტენდენცია. ამისათვის შესაძლებელია ინდიკატორების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ბინარული ბროკერების უმრავლესობას გააჩნია საკუთარი სავაჭრო ვებ პლატფორმები, ზოგიერთ მათგანში ტექნიკური ანალიზის სტანდარტული ინსტრუმენტებიც კი არის ინტეგრირებული, მაგრამ ვებ პლატფორმებში მაინც რთულია ანალიზის ჩატარება, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ამიტომ ანალიზის ფუნქციონალი უფრო მრავალფეროვანი რომ იყოს, შეგიძლიათ იგი განახორციელოთ სავაჭრო პლატფორმაში Meta Trader-ში, ხოლო ივაჭროთ ბროკერის ვებ პლატფორმაზე.

გარიგების დადების შემდეგ ტრეიდერს ისღა დარჩენია, რომ დაელოდოს ოფციონის ვადის ამოწურვას და თავისი ფსონის გამართლებას ან არ გამართლებას.

წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის ზოგადი სქემა. უფრო კონკრეტულ ინფორმაციებს ამ თემის შესახებ, გაეცნობით საიტის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …