ეგზოტიკური ოფციონები

ეგზოტიკური ოფციონები

ოფციონური ბაზარი ტრეიდერებს თავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების უამრავ ვარიანტს. მიჩნეულია, რომ დამწყებთათვის უმჯობესია ვანილის ოფციონების გამოყენება, რომლებიც შედარებით მარტივია აღსაქმელად.

არსებობს ოფციონების სახეობა, რომელსაც “ეგზოტიკურ ოფციონებს” უწოდებენ. კონტრაქტის ეს კატეგორია უფრო მეტად მოქნილი სავაჭრო პირობებით ხასიათდება.

ეგზოტიკური ოფციონების ტიპები:
  • სვოპ ოფციონი: გარიგება იდება სტანდარტული სქემის მიხედვით ექსპირაციის ვადის, ფსონის რაოდენობის, გარიგების მიმართულების მითითებით, მაგრამ, ამასთან ერთად უნდა მიეთითოს საპროცენტო განაკვეთიც. კონტრაქტის განსხვავებული ნიუანსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი მფლობელი აფიქსირებს საბაზო აქტივის ფასს, ხოლო თავად ანგარიშსწორებას ახდენს მცურავი კურსის მიხედვით;
  • ბინარული ოფციონი: გარიგების დადებისას ტრეიდერი მიიღებს ფიქსირებულ მოგებას – ან დადებული ფსონის თანხის გარკვეულ პროცენტს, ან მთლიანად დადებული ფსონის თანხას. უპირატესობას წარმოადგენს ის ნიუანსი რომ ტრეიდერმა წინასწარ იცის ჯილდოს სიდიდე, და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიდიდით გაიზრდება აქტივის ფასი. მთავარია, ფასი გაიზარდოს საჭირო მიმართულებით;
  • ბარიერული ოფციონი – ამ კონტრაქტის დადებისას უნდა მიეთითოს არა მარტო გარიგების მიმართულება, არამედ ფასური დონე, რომელსაც იგი (ფასი) მიაღწევს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამასთან ერთად, ასეთ კონტრაქტებში ბროკერის მიერ რეგულირდება-იზღუდება მიმდინარე ფასიდან ფასური დონის განთავსების ადგილი. ჩვენ ნება-სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული, ზემოთაღნიშნურ ფასურ დონეს განვათავსებდით მიმდინარე ფასიდან კრიტიკულად ახლო სივრცეში და თითქმის ყოველთვის მოგებაში ვიქნებოდით;
  • აზიური ოფციონი: უწოდებენ საშუალო ღირებულების ოფციონებს. ფსონი იდება საბაზო აქტივის საშუალო ფასზე გარკვეული პერიოდის მონაკვეთში. ოფციონი ნაკლებად რისკიანია განსაკუთრებულად დინამიური ბაზრებისთვის, ამიტომ ასეთი კონტრაქტები შედარებით სტაბილურობით გამოირჩევა;
  • დიაპაზონური ოფციონი: ფსონი იდება იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასი არ გასცდება ფასურ დიაპაზონს (ფასურ არხს). ამიტომ კონტრაქტის ძირითადი პარამეტრია ფასური დიაპაზონის ზედა და ქვედა საზღვარი;
  • რთული ოფციონი – იძლევა უფლებას, გარკვეულ დროს შევიძინოთ სხვა ოფციონი, ანუ ასეთ შემთხვევაში საბაზო აქტივი იქნება ოფციონური კონტრაქტი. გამოიყენება იშვიათად, ძირითადად საინვესტიციო რისკების შესამცირებლად;

ზემოთ ჩამოთვლილ კონტრაქტების ტიპებზე დაყრდნობით, ბროკერები გვთავაზობენ ოფციონური ვაჭრობის ვარიანტებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში მართლაც რომ ეგზოტიკური ინსტრუმენტებია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …