ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხები

ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხები

იმისათვის, რომ გავერკვეთ რას წარმოადგენს ბინარული ოფციონები, პასუხი უნდა გავცეთ ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხებს, რომლებიც ჩნდება ამ თემასთან შეხების პირველივე წუთებიდან.

ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხები:
  • ბინარული ოფციონი – გარკვეული მოცულობის ვალუტების, აქციების, ინდექსების და სხვა აქტივების ყიდვის ან გაყიდვის უფლება/საშუალება;
  • მოგება/შემოსავლიანობა – შესაძლებელია ვარირებდეს 70-დან 700 პროცენტამდე – გააჩნია ბინარული ოფციონის ტიპს და დამატებით პირობებს;
  • ოფციონური ბროკერი – შუამავალი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერი ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს;
  • მინიმალური დეპოზიტი – მინიმალური თანხის რაოდენობა, რომელიც უნდა იყოს დეპოზიტზე, იმისათვის, რომ განხორციელდეს ოფციონური სავაჭრო ოპერაციები. როგორც წესი მინიმალური დეპოზიტი სხვადასხვა ბროკერებთან ვარირებს 5-დან 5000 აშშ დოლარამდე;
  • მინიმალური თანხა სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის – ყველაზე მცირე ოპერაციის თანხობრივი მოცულობა შესაძლებელია იყოს 1 აშშ დოლარი;
  • ტრეიდერის ტერმინალი – ბროკერების უმრავლესობასთან ოფციონური ვაჭრობა მიმდინარეობს სავაჭრო ტერმინალების გარეშე, პირდაპირ ინტერნეტ ბრაუზერით;
  • საბაზო აქტივი – სავაჭრო ინსტრუმენტი, რითიც ტრეიდერი ვაჭრობს. ეს შესაძლებელია იყოს, როგორც ვალუტა ასევე სხვა ფასიანი აქტივები – საქონელი, ინდექსები, მეტალები და სხვა;
  • ოციონის მოქმედების ხანგრძლივობა – დრო, რომლის გათვალისწინებითაც ტრეიდერი ქმნის პროგნოზს. მაგალითად: ოქროს ფასი იქნება მიმდინარე ფასზე ნალკები ერთი საათის შემდეგ – ანუ დადაბლების ბინარული ოფციონი, რომლის მოქმედების ვადა დასრულდება ერი საათის შემდეგ. ბინარული ოფციონებით ვაჭრობის დროს პროგნოზირება შესაძლებელია 1 წუთიდან 1 თვემდე ვადით;
  • ზარალი – როგორც წესი ბინარული ოფციონებით ვაჭრობის დროს ზარალი შესაძლებელია შეადგენდეს სავაჭრო ოპერაციის თანხის 80-დან 100 პროცენტს. ანუ არასწორი პროგნოზის დროს უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია ოფციონის საოპერაციო თანხის 20% დარჩეს ტრეიდერის ბალანსზე. ამიტომ არ არის რეკომენდებული ვაჭრობის განხორციელება მთლიანი დეპოზიტით;
  • ვაჭრობის სირთულე – ბინარული ოფციონებით ვაჭრობა რთულია. მარტივია მხოლოდ თავად ვაჭრობის პროცესი, ხოლო იმისათვის, რომ სავაჭრო ოპერაციების უმრავლესობა იყოს მომგებიანი – საჭიროა ბინარული ოფციონების ვაჭრობის სისტემის კარგი ცოდნა. თუმცა ბინარული ოფციონები მაინც შედარებით ადვილია, ვიდრე კლასიკური ფორექსი, თანაც წარმატების მიღწევა უფრო მჭიდრო ვადებშია შესაძლებელი;

ტრეიდინგის დაწყება რეკომენდებულია დემონსტრაციულ ანგარიშზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ ვაჭრობის პრინციპი და ნიუანსები. ამ საკითხის ირგვლივ დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის წაიკითხეთ სტატია – როგორ ვივაჭროთ ბინარული ოფციონებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.