რჩევები ოფციონებით ვაჭრობისათვის

რჩევები ოფციონებით ვაჭრობისათვის

ოფციონებით ვაჭრობის დროს, დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელია საკმაოდ დიდი მოგების მიღება, თუმცა ისეთივე მოკლე ინტერვალშია შესაძლებელი ფულის დაკარგვაც.

არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რომელიც თავიდან აგვაცილებს წაგებას, თანაც ეს რჩევები ეხება არა იმდენად თავად ტრეიდინგს, არამედ ორგანიზაციულ საკითხებს.

  • მოგება და წაგება – ბინარული ოფციონების ბროკერის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის სავაჭრო პირობებს. მოგების და წაგების კომპენსაციის სპეციფიკაციები სხვადასხვა ბროკებთან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ერთ ბროკერთან მოგება შესაძლებელია იყოს 70%, ხოლო წაგების კომპენსაცია 15%, ხოლო მეორესთან მოგება 185%, ხოლო წაგების კომპენსაცია 5%.

გასაგები მომენტია, რომ მეორე ვარიანტი უფრო მომხიბვლელია, მიუხედავად წაგების კომპენსაციის სიმცირისა, ვინაიდან მომგებიანი ფსონი მთლიანად გადაფარავს შესაძლო წამგებიან ფსონს. ამიტომაც უმჯობესია შევარჩიოთ ამგვარი სპეციფიკაიის მქონე ბროკერი;

  • ხანგრძლივობა – როგორც წესი პოზიციის ხანგრძლივობიდან გამომდინარეობს მოგების სიდიდეც, რაც უფრო ხანგრძლივვადიანია პროგნოზი, მით უფრო დიდია მოგებაც, თუმცა განსხვავება არც ისე დიდია და როგორც წესი 10%-20% ფარგლებში ვარირებს, მაგრამ დინამიური სავაჭრო პროცესის დროს 10%-20% საკმაოდ საგრძნობი თანხაა;
  • ფსონების მართვა – ივაჭრეთ მცირე ფსონებით, გაზარდეთ იგი მხოლოდ მაშინ, როდესაც რეზულტატში დარწმუნებული ხართ ასი პროცენტით;
  • ფსონების მიმართულება – ფორექსის მსგავსად ფსონი ზრდაზე დადევით მინიმუმებზე, ფსონი კლებაზე დადევით მაქსიმუმებზე;
  • რისკი – როგორც წესი სტაბილური ტრენდისას უკუსვლის რისკი მცირდება ოფციონის შესრულების დიდი ინტერვალების დროს. ოპტიმალურია 1-4 საათი. ამავე დროს მკვეთრად გამოხატული ტრენდისას რეზულტატი მარტივად პროგნოზირდება 60 წამიან ინტერვალებზეც კი, თუმცა თამაში ასეთ ინტერვალზე ტრეიდერისგან მოითხოვს შესაბამის უნარ-ჩვევებს;
  • ილეთები – ოფციონებზე ვაჭრობის დროს არ არის ზედმეტი გამოვიყენოთ ტრეიდინგის ისეთი კალსიკური ილეთები, როგორებიცაა მაგალითად: ჰეჯირება, პოზიციის დროზე ადრე დახურვა, რაც უიმედო ფსონზე ზარალის მინიმიზაციის საშუალებას მოგვცემს და რა თქმა უნდა ტრენდის მიმართულების მუდმივი კონტროლი – შესაძლო კორექციის დროული ფიქსაციისათვის;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …