ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"

ფორექსის სტრატეგია “ბოლინჯერი სტეროიდებზე”

ფორექსის სტრატეგია “ბოლინჯერი სტეროიდებზე” ეფუძნება ორ სავაჭრო სიგნალს.

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ბოლინჯერის ველები (20, 1.5) – გრაფიკზე წითელი;
  • ბოლინჯერის ველები (20, 1) – გრაფიკზე ლურჯი;
ფორექსის სტრატეგია “ბოლინჯერი სტეროიდებზე” – ალგორითმი

პოზიციის გახსნის პირობები:

არსებობს ბაზარზე შესხლის ორი ტიპი:

  • ლურჯი სავაჭრო სიგნალი;
  • წითელი სავაჭრო სიგნალი;

ძირითადი წესი:

წითელი სავაჭრო სიგნალები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლურჯი სავაჭრო სიგნალები.

წითელი სავაჭრო სიგნალები:

წითელი სავაჭრო სიგნალი ჩნდება, მაშინ როცა ფასი ეხება ბოლინჯერის წითელ მრუდს და შემდეგ იხურება არხის შიგნით. სურათზე მწვანე ისრები.

  • სანთელი შეეხო ბოლინჯერის წითელ მრუდს (ყიდვის შემთხვევაში ქვედა მრუდს, გაყიდვის შემთხვევაში ზედა მრუდს), შესაძლებელია გაარღვია კიდეც იგი, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა არხში და დაიხურა არხის შიგნით;
  • პროფიტი დგება ბოლინჯერის შუა მრუდზე;
  • სტოპ ლოსი დგება ან უახლოეს ლოკალურ ექსტრემუმზე ან ტეიკ პროფიტის სავარაუდო მანძილის ტოლ მანძილზე (საკმაოდ დაძაბული პირობაა, მაგრამ სტრატეგია ასე მოითხოვს);

წითელი სავაჭრო სიგნალის მაგალითი (ყიდვის მაგალითი):

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"
წითელი სავაჭრო სიგნალის მაგალითი (გაყიდვის მაგალითი):

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"

ლურჯი სავაჭრო სიგნალები:

  • ლურჯი სიგნალები წარმოადგენენ სტრატეგიის ე.წ. სტეროიდულ ნაწილს. ლურჯი სიგნალები გენერირდება მაშინ, როდესაც ფასი მდებარეობს არხის შიგნით, ხოლო შემდეგ გადის ბოლინჯერის ლურჯი მრუდის გარეთ;
  • სურათზე წარმოდგენილ მაგალითში – ფასი იმყოფებოდა არხის შიგნით, შემდეგ გაარღვია ბოლინჯერის ლურჯი მრუდი ზემოთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ მან ვერ მიაღწია წითელ მრუდს, არ შეეხო მას, არ გაარღვია იგი და არ დაბრუნდა არხში, ანუ წითელი სავაჭრო სიგნალი არ დამდგარა. ასეთი სიგნალი – ყიდვის სიგნალია. ლურჯი სიგნალების დროს ტეიკ პროფიტი არ დგება, ორდერი რჩება ღია, მანამ სანამ არ გაჩნდება შემდეგი წითელი სიგნალი. ამ მომენტში ორდერი იხურება;

ლურჯი სავაჭრო სიგნალის მაგალითი (ყიდვის მაგალითი):

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"

ლურჯი სავაჭრო სიგნალის მაგალითი (გაყიდვის მაგალითი):

ფორექსის სტრატეგია "ბოლინჯერი სტეროიდებზე"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "დიაპაზონის გარღვევა"

ფორექსის სტრატეგია “დიაპაზონის გარღვევა”

ფორექსის სტრატეგია “დიაპაზონის გარღვევა” – არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე ვიპოვოთ ადგილები სადაც ფასების რყევის …