ფორექსის სტრატეგია "სრული ჩაქრობა"

ფორექსის სტრატეგია “სრული ჩაქრობა”

ფორექსის სტრატეგია “სრული ჩაქრობა” საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრენდის მწვერვალები და ფსკერები, ადგილები სადაც ერთი ტიპის ტრენდი “სრულად ქრება”, ხოლო მეორე “აინთება”, რაც თავის მხრი შემოსავლის მიღების კარგ შანსს იძლევა.

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 1. ანუ, Bollinger Bands (20/1). გრაფიკზე იასამნისფერი;
  • ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 2. ანუ, Bollinger Bands (20/2).გრაფიკზე ლურჯი ფერი;
  • ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 3. ანუ, Bollinger Bands (20/3). გრაფიკზე წითელი ფერი;
  • ოსცილატორი RSI (14) , დონეებით 30 და 70;
ფორექსის სტრატეგია “სრული ჩაქრობა” – პირობები:
  • გარიგების დადებას განვიხილავთ მხოლოდ იმ მომენტში: ინდიკატორი RSI მიაღწევს გაჯერებული გაყიდვის ზონას, ანუ თავის 70-იან დონეს, ან გაჯერებული გაყიდვების ზონას, ანუ თავის 30-იან დონეს;
  • ბოლინჯერის ველების კომპლექტით ვავლენთ ტრენდის ე.წ. სრული ჩაქრობოს წერტილს;
  • თუ ფასმა მიაღწია ბოლინჯერის ველების მესამე მრუდს Bollinger Bands (20/3), ეს იმის სიგნალია, რომ ფასი იმყოფება ექსტრემალურ ზონაში. მას შემდეგ, რაც ფასი დასცილდება მე-3 მრუდს და შევა პირველი, ანუ Bollinger Bands (20/1) და მეორე, ანუ Bollinger Bands (20/2) მრუდების ზონაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფასი შედის შემობრუნების ფაზაში;
  • გარიგების დადების მთავარი პირობაა ის რომ, ერთი სანთელი მაინც უნდა დაიხუროს Bollinger Bands (20/1) და Bollinger Bands (20/2) მრუდების ზონაში;

ყიდვა:

  • ოსცილატორი RSI იმყიფება 30-იანი დონის ქვემოთ;
  • ფასმა მიაღწია Bollinger Bands (20/3)-ის ქვედა მრუდს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა და შევიდა Bollinger Bands (20/2) და Bollinger Bands (20/1)-ის ზონაში და დაიხურა იქ. მომდევნო სანთელზე ვხსნით ყიდვის ორდერს მიმდინარე ფასით;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ლოკალურ მინიმუმზე მინუს 10 პუნქტი;
  • საწყის ტეიკ პროფიტს ვაყენებთ სტოპ ლოსის ტოლ მანძილზე;
  • საწყისი ტეიკ პროფიტის მიღწევის შემდეგ სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში და ორდერის ერთ ნაწილს ვხურავთ;
  • ორდერის დარჩენილ ნაწილს ან ვატრეილინგებთ, ან ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს Bollinger Bands (20/2)-ის ზედა მრუდს;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "სრული ჩაქრობა"

გაყიდვა:

  • ოსცილატორი RSI იმყიფება 70-იანი დონის ზემოთ;
  • ფასმა მიაღწია Bollinger Bands (20/3)-ის ზედა მრუდს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა და შევიდა Bollinger Bands (20/2) და Bollinger Bands (20/1)-ის ზონაში და დაიხურა იქ. მომდევნო სანთელზე ვხსნით გაყიდვის ორდერს მიმდინარე ფასით;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ლოკალურ მაქსიმუმზე პლიუს 10 პუნქტი;
  • საწყის ტეიკ პროფიტს ვაყენებთ სტოპ ლოსის ტოლ მანძილზე;
  • საწყისი ტეიკ პროფიტის მიღწევის შემდეგ სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში და ორდერის ერთ ნაწილს ვხურავთ;
  • ორდერის დარჩენილ ნაწილს ან ვატრეილინგებთ, ან ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს Bollinger Bands (20/2)-ის ქვედა მრუდს;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "სრული ჩაქრობა"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები"

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები”

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები” ტრენდული სტრატეგიაა, და უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს ტრენდის შემობრუნების …