ფორექსის სტარტეგია "100%-იანი შიდა დღიური დადგმა" • GeoForex.info

ფორექსის სტარტეგია “100%-იანი შიდა დღიური დადგმა”

ფორექსის სტარტეგია “100%-იანი შიდა დღიური დადგმა” – ვაჭრობის საშუალო ვადიანი, კომბინირებული მეთოდია.

  • ტაიმ ფრეიმი: D1 (დღიური ინტერვალი) განვსაზღვრავთ ტრენდის მიმართულებას. H1 (ერთ საათიანი ინტერვალი) ვდებთ სავაჭრო გარიგებებს;
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი მარტივი მცოცავი საშუალო პერიოდით 20 (SMA 20). გრაფიკზე მწვანე;
  • ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 2. გრაფიკზე ლურჯი;
  • ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 3. გრაფიკზე წითელი;
ფორექსის სტარტეგია “100%-იანი შიდა დღიური დადგმა” – ალგორითმი:
  • მარტივი მცოცავი საშუალოს (SMA 20), მიმართ ფასის მდებარეობიდან გამომდინარე განვიხილავთ პოზიციის მიმართულებას. თუ ფასი (სანთლის დახურვა) დღიურ გრაფიკზე იმყოფება SMA 20-ის ზემოთ – განვიხილავთ ყიდვის პოზიციებს, თუ ფასი (სანთლის დახურვა) იმყოფება SMA 20-ს ქვემოთ, მაშინ განვიხილავთ გაყიდვის პოზიციებს;
  • ორივე ბოლინჯერის ინდიკატორი, ქვემოთა და ზემოთა მრუდებით ქმნიან ერთგვარ არხებს. გრაფიკზე წარმოქმნილია სხვადასხვა პრიოდიანი ბოლინჯერების ლურჯი და წითელი მრუდებით შექმნილი ქვედა არხი და ანალოგიური ბოლნჯერების მრუდების ზედა არხი;
შენიშვნა: SMA 20-ის მრუდი ემთხვევა ორივე ბოლინჯერის შუა მრუდს

ყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე ფასი იმყოფება SMA 20-ის ზემოთ, ანუ გვაჩვენებს აღმავალ გლობალურ ტრენდს და მაშასადამე განვიხილავთ მხოლოდ ყიდვებს;
  • H1 გრაფიკზე (ერთ საათიანი ინტერვალი) ვამჩნევთ კორექციას ქვემოთ. ველოდებით მომენტს, როდესაც სანთელი კვლავ დაბრუნდება-მოექცევა-შევა ქვედა არხის (ბოლინჯერის წითელი და ლურჯი მრუდების არხი) სივრცეში;
  • როდესაც არხში მოქცეული, ან მომდევნო, სანთელი გაარღვევს ბოლინჯერების ველების ქვედა არხის ზედა საზღვარს ზემოთ (გრაფიკზე ლურჯი მრუდი), ვხსნით ყიდვის პოზიციას;
  • სტოპ ლოსი დგება ფასური მინიმუმის ქვემოთ – მინუს 5-10 პუნქტი;
  • საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე;
  • როდესაც ფასი მიაღწევს დაგეგმილ საწყის ტეიკს, ორდერის ნაწილს ვხურავთ და პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • პოზიციის დარჩენილ მეორე ნაწილს ვხურავთ როდესაც ფასი მიაღწევს საპირისპირო, ანუ ზედა მრუდების არხს, ხოლო შემდეგ დაბრუნდება ქვემოთ და გაარღვევს ზედა მრუდების არხის ქვედა საზღვარს (გრაფიკზე ლურჯი მრუდი);
  • თუ ფასმა გაარღვია ზედა მრუდების არხის ზედა საზღვარი (გრაფიკზე წითელი მრუდი), მაშინ პოზიციას დავადევნებთ ტრეილინგ სტოპს;

ყიდვის მაგალითი. ფასის მდებარეობა SMA 20-ის მიმართ D1 გრაფიკზე:

ფორექსის სტარტეგია "100%-იანი შიდა დღიური დადგმა"

ყიდვის მაგალითი. D1 გრაფიკზე არსებული ვითარების H1 ინტერვალზე გრაფიკული პროექცია:

ფორექსის სტარტეგია "100%-იანი შიდა დღიური დადგმა"

გაყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე ფასი იმყოფება SMA 20-ის ქვემოთ, ანუ გვაჩვენებს დაღმავალ გლობალურ ტრენდს და მაშასადამე განვიხილავთ მხოლოდ გაყიდვებს;
  • H1 გრაფიკზე (ერთ საათიანი ინტერვალი) ვამჩნევთ კორექციას ზემოთ. ველოდებით მომენტს, როდესაც სანთელი კვლავ დაბრუნდება-მოექცევა-შევა ზედა არხის (ბოლინჯერის წითელი და ლურჯი მრუდების არხი) სივრცეში;
  • როდესაც არხში მოქცეული, ან მომდევნო, სანთელი გაარღვევს ბოლინჯერების ველების ზედა არხის ქვედა საზღვარს ქვემოთ (გრაფიკზე ლურჯი მრუდი), ვხსნით გაყიდვის პოზიციას;
  • სტოპ ლოსი დგება ფასური მაქსიმიმის ზემოთ – პლიუს 5-10 პუნქტი;
  • საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე;
  • როდესაც ფასი მიაღწევს დაგეგმილ საწყის ტეიკს, ორდერის ნაწილს ვხურავთ და პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • პოზიციის დარჩენილ მეორე ნაწილს ვხურავთ როდესაც ფასი მიაღწევს საპირისპირო, ანუ ქვედა მრუდების არხს, ხოლო შემდეგ დაბრუნდება ზემოთ და გაარღვევს ქვედა მრუდების არხის ზედა საზღვარს (გრაფიკზე ლურჯი მრუდი);
  • თუ ფასმა გაარღვია ქვედა მრუდების არხის ქვედა საზღვარი (გრაფიკზე წითელი მრუდი), მაშინ პოზიციას დავადევნებთ ტრეილინგ სტოპს;

გაყიდვის მაგალითი. ფასის მდებარეობა SMA 20-ის მიმართ D1 გრაფიკზე:

ფორექსის სტარტეგია "100%-იანი შიდა დღიური დადგმა"

გაყიდვის მაგალითი. D1 გრაფიკზე არსებული ვითარების H1 ინტერვალზე გრაფიკული პროექცია:

ფორექსის სტარტეგია "100%-იანი შიდა დღიური დადგმა"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები"

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები”

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები” ტრენდული სტრატეგიაა, და უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს ტრენდის შემობრუნების …