ფორექსის სტრატეგია "დიაპაზონის გარღვევა"

ფორექსის სტრატეგია “დიაპაზონის გარღვევა”

ფორექსის სტრატეგია “დიაპაზონის გარღვევა” – არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე ვიპოვოთ ადგილები სადაც ფასების რყევის ვიწრო დიაპაზონი ფიქსირდება, ანუ ფლეტია.

ასეთი ადგილების პოვნის შემდეგ ორივე მიმართულებით ვდებთ გადადებულ Buy Stop და Sell Stop ორდერებს და ასე ვთქვათ, ვაძლევთ “უფლებას” ბაზარს თავად განსაზღვროს რომელი ორდერი აამუშაოს.

სტოპ ლოსებს ვაყენებთ კონსოლიდირების არხის საპირისპირო მხარეებზე თითოეული ორდერისათვის. ბაზარზე ფასის კონსოლიდაციის გამოსავლენად გამოვიყენეთ ბოლინჯერის ინდიკატორს (Bollinger Bands). ინდიკატორის თვისების მიხედვით, როდესაც ფასურ კონსოლიდაციას აქვს მცირე დახრაც კი, მაშინ ინდიკატორის მრუდები შორდება ერთმანეთს, თუ ბაზარი მშვიდდება – მაშინ მრუდები უახლოვდება ერთმანეთს. სტრატეგიისთვის იდეალური და ამოსავალი გარემოებაა, როდესაც ბოლინჯერის მრუდები ერთმანეთის პარალელურია.

  • ტაიმ ფრეიმი: ნებისმიერი (გვერდული მოძრაობა, ანუ ფლეტი ფიქსირდება ნებისმიერ ტაიმ ფრეიმზე);
  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური (გვერდული მოძრაობა, ანუ ფლეტი ფიქსირდება ნებისმიერ სავალუტო წყვილზე);

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ბოლინჯერის ინდიკატორ (Bollinger Bands) სტანდარტული პარამეტრებით;
ფორექსის სტრატეგია “დიაპაზონის გარღვევა” – ალგორითმი
  • გრაფიკზე ვპოულობთ ფასურ კონსოლიდაციას, ანუ სადაც ბილინჯერის ზედა და ქვედა მრუდები პრაქტიკულად ერთმანეთის პარალელურები არიან;
  • იმ მოლოდინით, რომ ბაზარი, იმპულსური მოძრაობით, რომელიმე მიმართულებით გაარღვევს შექმნილ დიაპაზონს, ვაყენებთ ორ გადადებულ ორდერს – Buy Stop (ზემოთ) და Sell Stop (ქვემოთ) ორდერებს;
  • ორდერების დაყენება ხდება ფრაქტალების მიხედვით, ანუ ზედა ფრაქტალზე Buy Stop ორდერს, ხოლო ქვედა ფრაქტალზე Sell Stop ორდერს;
  • თუ დიაპაზონის შიგნით ფრაქტალზე დაყენებული ორდერი არ აქტივირდება იგი გადაგვყავს მომდევნო ფრაქტალზე;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ საპირისპირო ფრაქტალზე, ანუ გამოდის, რომ ერთი რომელიმე ორდერის სტოპ ლოსი დგება მეორე ორდერის გახსნის წერტილში. ანუ Sell Stop ორდერის სტოპ ლოსი დგება Buy Stop ორდერის გახსნის წერტილში, ხოლო Buy Stop ორდერის სტოპ ლოსი დგება Sell Stop ორდერის გახსნის წერტილში;
  • ერთი რომელიმე ორდერის ამუშავების შემთხვევაში მეორე ორდერს ვაუქმებთ;
  • სტრატეგიის მიხედვით ტეიკ პროფიტი არ დგება. გამოყენებული უნდა იქნას ტრეილინგ სტოპი, რომელიც დამოკიდებულია ტაიმ ფრეიმის შესაბამის სავალუტო წყვილის ვოლატილობაზე;
  • EUR/USD სავალუტო წყვილისათვის H1 ტაიმფრეიმზე: სტოპ ლოსის დაშორება სანთელთან 7-10 პუნქტი, ხოლო ტრეილინგ სტოპი 15-20 პუნქტი. სხვა სავალუტო წყვილებისათვის ზემოთაღნიშნული პარამეტრები უნდა შეირჩეს ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვების გზით;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "დიაპაზონის გარღვევა"

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "დიაპაზონის გარღვევა"

ისევე როგორც ყველა დიაპაზონური, ასევე წარმოდგენილი სტრატეგიისთვის დამახასიათებელი ცრუ გარღვევები. ამიტომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ორდერი გადაიყვანეთ უზარალობის დონეზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები"

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები”

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები” ტრენდული სტრატეგიაა, და უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს ტრენდის შემობრუნების …