ფორექსის სტრატეგია "EBB-2"

ფორექსის სტრატეგია “EBB-2”

ფორექსის სტრატეგია “EBB-2” არის ფორექსის სტრატეგია “EBB-1”-ის მოდიფიცირებული ვერსია.

სტრატეგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დავიჭიროთ იმპულსური მოძრაობა და ბაზარზე შევიდეთ პრაქტიკულად მაქსიმუმებზე და არ ველოდოთ ამ მოძრაობის შემდეგ თუ რომელი მიმართულებით წავა ბაზარი.

ვაჭრობისას ხშირია 15-20 პუნქტიანი წამგებიანი ორდერები, თუმცა ისინი ასევე ხშირად გადაიფარება 170-200-იანი პროფიტებით.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: Н1;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • Envelopes (პერიოდი – 288; ბიჯი – 1; exponential; close; deviation (გადახრა) – 0,15);
  • Bollinger Bands (24, 0, 2, First Indicator`s Data);
ფორექსის სტრატეგია “EBB-2” – ალგორითმი

ყიდვა:

  • ფასი გავიდა ინდიკატორი Envelopes ზედა საზღვრიდან, რის შემდეგაც დაბრუნდა ისევ უკან ინდიკატორის შიდა ზონაში;
  • ვაყენებთ გადადებულ buy limit ორდერს ინდიკატორი Bollinger Bands-ის ზედა მრუდთან, პლიუს 2-3 პუნქტის მანძილზე;
  • სტოპ ლოსი ფიქსირებულად 50 პუნქტია;
  • დადებითი მიმართულებით ფასის მიერ 40 პუნქტის გავლის შემდეგ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში. ამის შემდეგ პოზიციას ვატრეილინგებთ მოძრაობის მიმართულების თანხვედრილად და დადებითი სტოპ ლოსს ვაჩოჩებთ ყოველ გამოკვეთილ ფასურ მინიმუმზე;
  • მომგებიანი პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც Bollinger Bands-ის ქვედა მრუდი მთლიანად გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ ინდიკატორი Envelopes ქვედა წითელ მრუდს;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "EBB-2"

გაყიდვა:

  • ფასი გავიდა ინდიკატორი Envelopes ქვედა საზღვრიდან, რის შემდეგაც დაბრუნდა ისევ უკან ინდიკატორის შიდა ზონაში;
  • ვაყენებთ გადადებულ sell limit ორდერს ინდიკატორი Bollinger Bands-ის ქვედა მრუდთან, მინუს 2-3 პუნქტის მანძილზე;
  • სტოპ ლოსი ფიქსირებულად 50 პუნქტია;
  • დადებითი მიმართულებით ფასის მიერ 40 პუნქტის გავლის შემდეგ პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში. ამის შემდეგ პოზიციას ვატრეილინგებთ მოძრაობის მიმართულების თანხვედრილად და დადებითი სტოპ ლოსს ვაჩოჩებთ ყოველ გამოკვეთილ ფასურ მაქსიმუმზე;
  • მომგებიანი პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც Bollinger Bands-ის ზედა მრუდი მთლიანად გადაკვეთს ქვემოდან ზემოთ ინდიკატორი Envelopes ზედა ლურჯ მრუდს;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "EBB-2"

დამატებითი მნიშვნელოვანი პირობები:

  • ინდიკატორი Envelopes გარღვევიდან, ბაზარზე შესვლის სიგნალის მიღებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 2 საათი;
  • თუ, ინდიკატორი Envelopes გარღვევის შემდეგ ფასი უკან არ დაბრუნდა 3-4 დღის განმავლობაში, მაშინ გარიგებას აღარ ვხსნით თუ სიგნალი მივიღეთ მე-5, მე-6 და ა.შ. დღეს. ველოდებით სტრატეგიის პირობების თავიდან შესრულებას;
  • თუ, ბაზარზე შესვლის შემდეგ ფასი დაიხურა ინდიკატორი Bollinger Bands-ის საპირისპირო, ანუ ორდერის მიმართულების საპირისპირო მხარეს, მაშინ გარიგებას ვხურავთ საბაზრო ფასით. ეს პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პოზიცია უკვე უზარალობაში იმყოფება და Bollinger Bands-ს ზემოთ აღნიშნული გადაკვეთა უკვე დადებით ზონაშია;
  • სანამ მუშაობს ერთი აქტიური პოზიცია, სხვა პოზიციებს არ ვხსნით;
  • პოზიციის უზარალობით დახურვის შემთხვევაში, ბაზარზე ხელმეორედ არ შევდივართ. ველოდებით სტრატეგიის ახალი პირობების შესრულებას;
  • თუ, სავაჭრო დღის დასრულებისას ფასმა არ გაიარა 40 პუნქტიანი უზარალობის მანძილი, მაშინ ორდერი შეგვიძლია გადავიყვანოთ უზარალობაში იმ დონეზე რის საშუალებას გვაძლევს ბაზარი, მაგალითად 25 პუნქტზე. ეს უკანასკნელი პირობა არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები"

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები”

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები” ტრენდული სტრატეგიაა, და უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს ტრენდის შემობრუნების …