ფორექსის სტრატეგია “შემობრუნება ქარიზე” განკუთვნილია იმ ტრეიდერებისათვის, რომლებსაც სურთ ივაჭრონ დადებით ქარიზე (Carry). ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოსავლის მიღება საპროცენტო განაკვთების სხვაობაზე, ანუ ისევ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – შემოსავლის მიღება დადებით სვოპებზე.
ამ სტრატეგიით ვაჭრობისათვის გამოგვადგება მხოლოდ ის სავალუტო წყვილები ანუ ე.წ. Carry-წყვილები, რომელთა საპროცენტო განაკვეთებში დიდი სხვაობაა, მაგალითად: AUD/JPY და NZD/JPY.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ერთგვარად დაკარგა თავისი აქტუალურობა, მიმაჩნია, რომ იგი მაინც უნდა იყოს ამ საიტზე – კაცმა არ იცის, ვის რაში და რა დროს გამოადგება. სავსებით შესაძლებელია მომავალში კვლავ პოპულარური გახდეს.
სტრატეგიის პრინციპები:
ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ დადებითი Carry-ის მიმართულებით, ანუ დადებითი პროცენტის მიმართულებით. მაგალითად, თუ ავსტრალიური დოლარი გვაძლევს უფრო მეტ პროცენტს, ვიდრე იაპონური იენა, მაშინ სავალუტო წყვილზე AUD/JPY ვვაჭრობთ გრძელი პოზიციებით. ანალოგიურად, თუ ბრიტანული ფუნტზე უფრო მეტი საპროცენტო განაკვეეთია ვიდრე ევროზე, მაშინ სავალუტო წყვილზე EUR/GBP ვვაჭრობთ მხოლოდ მოკლე პოზიციებით. ანუ სტრეატეგიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტრეიდერმა უნდა ივაჭროს მხოლოდ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტის მიმართულებით.
- ტაიმ ფრეიმი: D1;
- სავალუტო წყვილი: Carry-წყვილები;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 1. გრაფიკზე ლურჯი;
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 2. გრაფიკზე წითელი;
ფორექსის სტრატეგია “შემობრუნება ქარიზე” (Carry) პრინციპები:
- ამ სტრატეგიით ვვაჭრობთ რა თქმა უნდა დღიურ ინტერვალზე, ვინაიდან დეპოზიტს სვოპი (SWAP) ერიცხება პოზიციის ყოველდღიურად მომდევნო დღეზე გადატანისათვის (ყოველდღური ოვერნაითები). ამასთან ერთად, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბაზრის მომგებიან მიმართულებაზე ყოფნა. სტრატეგიის მიხედვთ ვეძებთ ბაზრის ღრმა შემობრუნებას, ამიტომაც ვიყენებთ ბოლინჯერის ველების ინდიკატორებს, ამის შემდეგ კი ვსარგებლობთ სტრატეგიის სეტაპების რეჟიმით;
- პოზიცია იხსნება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელი საბაზო ვალუტის საპროცენტო განაკვეთი უფრო მეტია, კოტირებული ვალუტის საპროცენტო განაკვეთზე;
ყიდვა:
- ფასმა გაარღვია ბოლნჯერის ინდიკატორების მრუდების მიერ შექმნილი ქვედა არხი ქვემოდან ზემოთ;
- ვხსნით ორ პოზიციას თანაბარი ლოტებით;
- სტოპ ლოსს ვაყენებთ წინა ფასურ მინიმუმზე მინუს 5-10 პუნქტი;
- საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე, ანუ თუ ბაზარზე შესვლის წერტილიდან სტოპ ლოსამდე 100 პუნქტია, მაშინ ტეიკ პროფიტი იქნება 50 პუნქტი;
- როდესაც ბაზარი მიაღწევს პირველ მიზანს, პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და ვხურავთ გახსნილი ლოტებიდან ერთ-ერთს. მეორე ლოტს ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს/გაარღვევს ბოლნჯერის ინდიკატორის ზედა არხის ზედა საზღვარს, ან ვაყოლებთ ტრეილინგს – გააჩნია საბაზრო სიტუაციას;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- ფასმა გაარღვია ბოლნჯერის ინდიკატორების მრუდების მიერ შექმნილი ზედა არხი ზემოდან ქვემოთ;
- ვხსნით ორ პოზიციას თანაბარი ლოტებით;
- სტოპ ლოსს ვაყენებთ წინა ფასურ მაქსიმუმზე პლიუს 5-10 პუნქტი;
- საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე, ანუ თუ ბაზარზე შესვლის წერტილიდან სტოპ ლოსამდე 100 პუნქტია, მაშინ ტეიკ პროფიტი იქნება 50 პუნქტი;
- როდესაც ბაზარი მიაღწევს პირველ მიზანს, პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში და ვხურავთ გახსნილი ლოტებიდან ერთ-ერთს. მეორე ლოტს ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს/გაარღვევს ბოლნჯერის ინდიკატორის ქვედა არხის ქვედა საზღვარს, ან ვაყოლებთ ტრეილინგს – გააჩნია საბაზრო სიტუაციას;
გაყიდვის მაგალითი:
ვინც საიტის მასალებს ადევნებს თვალს, ამ სტრატეგიის წაკითხვისას გაიფიქრებს რომ აქ ახალი არაფერია და ამგვარი ალგორითმი წაკითხული აქვს ბოლინჯერის ველების გამოყენებით მოვაჭრე სხვა სტრატეგიებშიც. და მართალიც იქნება. აქ არაფერია ახალი გარდა იმ ნიუანსისა, რომ წარმატებულ პოზიციას ერიცხება დადებითი სვოპი და მოგებას ემატება ის თანხა, რომელიც სვოპით დაირიცხა. და თუ ლოტი დიდი იქნება და ის დროც, რა დროის მანძილზეც გვეჭირება დადებითი პოზიცია, მაგალითად 2 კვირა ან თვე, სვოპიც საგრძნობი იქნება. სულ ესაა ამ სტრატეგიის “წვენი”. ასე რომ წარმოდგენილი სტრატეგიით ვაჭრობა შესაძლებელია ნებისმერ სავალუტო წყვილზე და მათ შორის არა მხოლოდ Carry-წყვილებზე. მთავარია მიმართულება იყოს სწორად შერჩეული.
ანუ ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე არსებული სავაჭრო მეთოდის ალგორითმში ჩადებული ნებისმიერი ნიუანსი ცვლის არა მხოლოდ სტრატეგიის ტიპს, არამედ თუნდაც სახელწოდებასაც კი. მთავარია იყოს მომგებიანი და წარმატებული.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით