დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread)

დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread)

დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread) – ხარის ქოლ სპრედის (bull call spread) სტრატეგიის თითქმის ანალოგიურია, მაგრამ იგი გამოიყენება საბაზო აქტივის ფასის მდორე და შეზღუდული კლების დროს.

ეს სტრატეგიაც გულისხმობს ორი ოფციონის ერთდროულ ყიდვას. ესენია ქოლ ოფციონები, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი ექსპირაციები და სხვადასხვა სტრაიკები. ხარის ქოლ სპრედის სტრატეგიისგან განსხვავებით, აქ გასაყიდი ოფციონის სტრაიკ ფასი ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე შესასყიდი ოფციონის სტრაიკ ფასი.

დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread) გრაფიკული მაგალითი:

დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread)
ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდით ქოლ ოფციონს სტრაიკ ფასით 42 500 პე, 3 941 პე-ს ფასად, იმ ვარაუდით, რომ საბაზო აქტივზე ფასი დაეცემა. ამ პოზიციის დაზღვევისათვის ვიყიდით ქოლ ოფციონს იგივე ექსპირაციით, ოღონდ უფრო დიდი სტრაიკ ფასით. მაშასადამე, ვყიდულობთ ქოლ ოფციონს 1 138 პე-ს ფასად. მისი სტრაიკი არის 52 500 პე. რეზულტატად მივიღებთ პრემიას 3 941 – 1 138 = 2 803 პე.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდება, მაშინ ზემოთაღნიშნული თანხა გახდება ჩვენი მოგება. ამისათვის საბაზო აქტივის ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 42 000 პე-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ შევალთ ზარალის ზონაში, რომელიც იქნება 52 500 – 42 500 – 2 803 = 7 197 პე.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.