ბერძნები

ბერძნები

ბლეკ-შოულზის ფორმულის მეშვეობით, ტრეიდერს, რომელიც მუშაობს ოფციონებზე შეუძლია შეაფასოს მოგება და რისკი.

ამ ფორმულაში, ეს პარამეტრები წარმოადგენენ გამოთვლების შუალედურ რეზულტატს და ეწოდებათ “ბერძნები” (Greeks) – ბერძნული ალფავიტის შესაბამისად.

სირთულის გამო “ბერძნები”-ს მათემატიკურ გამოთვლებს არ განვიხილავთ. საკმარისია იმის ცოდნა, რომ ბერძნები გამოითვლება ბლეკ-შოულზის ფორმულის შუალედურ გამოთვლებში და გააჩნიათ საკუთარი ეკონომიკური განმარტებები.

  • დელტა – ფორმულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შუალედური რეზულტატია. იგი ზომავს გამოსათვლელი ოფციონის ფასის მგრძნობელობას, საბაზო აქტივის ფასის უმნიშვნელო რყევებთან მიმართებაში. მას ხშირად “ჰეჯურ კოეფიცენტს” (hedge ratio) უწოდებენ. დელტა არის ოფციონის საბაზო აქტივის მოძრაობის მგრძნობელობა. მაგალითად, ოფციონი, რომლის დელტა 0.7-ის ტოლია, საბაზო აქტივის ერთი პუნქტის ცვლილების შემთხვევაში მოიმატებს ან დაიკლებს თავისი ფასის 0.7 პუნქტით. ოფციონებს, რომლებიც არიან ღრმა “ფულიან” მდგომარეობაში, გააჩნიათ მნიშვნელოვანი სიდიდის დელტები, და შესაბამისად საბაზო აქტივების მსგავსად შეუძლიათ საკუთარი ფასის ცვლილება. ასევე, დელტა შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ გარკვეული ალბათობის თვალსაზრისით, რომ ექსპირაციის დროს ოფციონი აღმოჩნდება “ფულიანი”. ამ შემთხვევაში ოფციონს, რომელსაც გააჩნია დელტა 0.4, აქვს 40% შანსი გახდეს “ფულიანი” – ექსპირაციის მომენტში;

კოლ ოფციონებისათვის დელტა ყოველთვის დადებითია და საბაზო აქტივის ზრდასთან ერთად მონოტონურად იზრდება 0%-დან 100%-მდე. პუტ ოფციონებს ყოველთვის უარყოფითი დელტები აქვთ, რომლებიც საბაზო აქტივის ფასის ზრდასთან ერთად იცვლება -100%-დან 0%-მდე.

  • რო – ზომავს ოფციონის გამოსათვლელი ფასის მგრძნობელობას საპროცენტო განაკვეთების ცვლილებასთან მიმართებაში (საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, პუტ ოფციონების პრემია იკლებს, კოლ ოფციონების პრემია კი იზრდება). რო იღებს დადებით მნიშვნელობას კოლ ოფციონებისთვის და უარყოფით მნიშვნელობას პუტ ოფციონებისთვის. რო-ს აქვს მინიმალური მნიშვნელობა ოფციონებისთვის ღრმა “ფულის გარეშე”, ხოლო მაქსიმალური – ღრმა “ფულიანი” ოფციონებისთვის. რო-ს მაღალი მაჩვენებელი გააჩნია ხანგრძლივვადიან ოფციონებს, მაშინ როცა მოკლევადიანი ოფციონების რო უახლოვდება ნულს.
  • ტეტა – არის პარამეტრი, რომელიც ასახავს “დროის დამანგრეველ ზემოქმედებას”. როგორც ვიცით, ოფციონების გამყიდველისთვის დრო წარმოადგენს მოკავშირეს, ხოლო მყიდველებისათვის – მტერს (იგულისხმება დროის უკმარისობა). ოფციონის გაყიდვისას ტეტა იღებს დადებით მნიშვნელობას. ხოლო ყიდვისას – უარყოფით მნიშვნელობას, და გამოხატავს პუნქტების რაოდენობას, რომლითაც დაიკლებს ოფციონის ფასი. მაგალითად, ტეტა რომელიც “-0,23”-ის ტოლია ნიშნავს, რომ ოფციონის ფასი ყოველდღიურად დაიკლებს 23 პუნქტით.

ოფციონის დროებითი ფასის გაყოფით, მისი ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე – შეგვიძლია მივიღოთ ტეტა-ს უხეში მნიშვნელობა. გრძელვადიანი ოფციონებისათვის ტეტა-ს მნიშვნელობა უახლოვდება ნულს, მაშინ როცა, მცირეპერიოდიანი ოფციონებისათვის ტეტა-ს გააჩნია მაქსიმალური მნიშვნელობა.

  • ვეგა – არის მგრძნობელობის ზომა, გამოსათვლელი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის, საბაზო ინსტრუმენტის ვოლატილობის მცირე რყევებთან მიმართებაში. საბაზო აქციების ვოლატილობა და ოფციონის პრემიის ზომა იცვლება ერთი და იგივე მიმართულებით.

ოფციონებისათვის ღრმა “ფულიანი”, ან ღრმა “ფულის გარეშე” – ვეგა მიისწრაფის ნულისკენ, ხოლო ოფციონებისათვის “ფულთან ახლო” იღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას.

  • გამა – არის პარამეტრი, რომელიც ზომავს დელტა-ს ცვლილების სიჩქარეს საბაზო აქტივის ფასის რყევის დროს. გამა-ს აქვს მაქსიმალური მნიშვნელობა, როდესაც საბაზო აქტივის ფასი უახლოვდება სტრაიკ ფასს, ხოლო უახლოვდება ნულს/მინიმუმს, როდესაც საბაზო აქტივის ფასი შორდება ოფციონის სტრაიკ ფასს ნებისმიერი მიმართულებით. აქედან გამომდინარე ოფციონებისთვის ღრმა “ფულიანი” და ღრმა “ფულის გარეშე”, გამა მაჩვენებელი ნულთან ახლოსაა.

დრო მნიშვნელოვნად მოქმედებს გამა-ზე. ოფციონებისათვის “ფულიანი”, რომლებიც იმყოფებიან ექსპირაციის თარიღამდე ერთი თვის დაშორებით, გამა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამრიგად, ასეთი ოფციონების ფლობის რისკი, შესრულების თარიღის მოახლოვებასთან ერთად, ექპონენციალურად იზრდება. ოფციონებისათვის “ფულის გარეშე” და ღრმა “ფულიანი” გამა შედარებით სტაბილურია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …