საპირისპირო ხარის სპრედი (Bull Backspread)

საპირისპირო ხარის სპრედი (Bull Backspread)

საპირისპირო ხარის სპრედი (Bull Backspread) სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბაზარი კი არ დაეცემა, არამედ დაიწყებს ზრდას.

საბაზო აქტივზე ფასის ზრდის მოლოდინში ვყიდულობთ კოლ ოფციონს და ვყიდით ფუთ ოფციონს, რათა შევამციროთ კოლ ოფციონის ყიდვის დანახარჯები. ამასთან ერთად, შესაძლებელია მივაღწიოთ იმასაც, რომ პოზიცია საერთოდ უდანახარჯო გახდეს.

საპირისპირო ხარის სპრედი (Bull Backspread) – გრაფიკული მაგალითი

საპირისპირო ხარის სპრედი (Bull Backspread)

როდესაც ვიყიდით კოლ ოფციონს, რომლის სტრაიკ ფასი არის 50 000 პე, ჩვენ ვიხდით პრემიას 1 660 პე-ს ოდენობით. ამასთან ერთად, ვყიდით ფუთ ოფციონს შესრულების ფასით – 40 000 პე, რა დროსაც ვიღებთ პრემიას 2 745 პე, ამ გზით ვიღებთ ჯამურ მოგებას 2 745 – 1 660 = 1 085 პე. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კოლ ოფციონის ყიდვის და ფუთ ოფციონის გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა შესაძლებელია იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობის – გააჩნია ბაზრის მოლოდინებს.

ამ სტრატეგიის მიხედვით მოგების ზრდის ზონა დაიწყება, მაშინ როცა საბაზო აქტივის ფასი გადალახავს 40 000 – 1 085 = 38 915 პე-ს (თანაც საბაზო აქტივზე 50 000 პე ფასის ნიშნულამდე მოგება ფიქსირებულია). სპოტური ფასის 38 915 პე-ს ქვემოთ – წაგების/ზარალის ზონაა. სტრატეგიაში არც წაგება და არც მოგება არ არის შემოსაზღვრული/შეზღუდული. თანაც, როდესაც ფასი საბაზო აქტივზე გახდება 50 000 პე, მოგება იქნება 1 085 პე, ხოლო რაც ამ ნიშნულის ზემოთ მდებარეობს არ შემოისაზღვრება არაფრით და იქნება ზრდაში აქტივის სპოტური ფასის ზრდასთნ ერთად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …